ტრამპისა და კლინტონის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა
ფოტო: Slate.com
რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 26 აპრილს მერილენდში, დელავერში, პენსილვანიაში, კონექტიკუტსა და როდ აილენდში გამართული ხუთივე პრაიმერი მოიგო, ჰილარი კლინტონი კი ბერნი სანდერსთან როდ აილენდში დამარცხდა, თუმცა, დანარჩენ 4 პრაიმერიში გამარჯვება მოიპოვა.
„ეს არის იმაზე დიდი შედეგი, რასაც ველოდით“, – ასე მიმართა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს. მან ხუთივე პრაიმერიში რესპუბლიკელთა ხმების 50%–ზე მეტი მოაგროვა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი კრუზისა და კეისიკის ჯამურ ხმებს აღემატება. ტრამმა შედეგების გამოცხადების შემდეგ ხაზი გაუსვა საკუთარ უპირატესობას და თქვა, რომ საარჩევნო კამპანიიდან გასულ მარკო რუბიოს უფრო მეტი დელეგატის ხმა აქვს, ვიდრე კეისიკს.
დონალდ ტრამპს მხარს 954 დელეგატი უჭერს, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის კი სულ 1 253 დელეგატის ხმა არის საჭირო. ტრამპის მთავარ კონკურენტ ტედ კრუზს 27 აპრილის მონაცემებით, 562 დელეგატის ხმა აქვს, კეისიკს – 153.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კლინტონისა და ტრამპის დამაჯერებელი გამარჯვებამ უკანასკნელ პრაიმერებში, ცხადად წარმოაჩინა, რომ შესაძლოა, სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 2016 წლის 8 ნოემბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში. სწორედ ამ სამ შორის გამარჯვებული გახდება რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი და დაუპირისპირდება დემოკრატების კანდიდატს.
დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლ ჰილარი კლინტონს ჯამში 2 117 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, ბერნი სანდერსს კი – 1 321–ის. კანდიდატად დასახელებისთვის 2 383 დელეგატია საჭირო.
აღნიშნული ციფრები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ტრამპისა და კლინტონის სამომავლო დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე რეალურია. აღნიშნული განწყობა თავად კანდიდატების გამოსვლებშიც იგრძნობოდა 26 აპრილის პრაიმერების გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვებში. კლინტონმა და ტრამპმა გამოსვლისას აქცენტი უკვე საპრეზიდენტო კამპანიაზე გააკეთეს და ერთმანეთი სწორედ ამ კონტექსტში გააკრიტიკეს.
დონალდ ტრამპის თქმით, ჰილარი კლინტონი პრაიმერებში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იმარჯვებს, რომ ის ქალია და ის კაცი რომ ყოფილიყო, 5%–საც ვერ მოაგროვებდა. საპასუხოდ, ჰილარი კლინტონმა განაცხადა: „ტრამპმა დამადანაშაულა, რომ მე „ვსარგებლობ, რომ ქალი ვარ“. თუ ქალების ჯანდაცვა, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და თანაბარი ანაზღაურება ამას ნიშნავს, მაშინ იყოს ასე, მოდი და შემებრძოლე“.
ბერნი სანდერსმა 26 აპრილის პრაიმერების შედეგების შემდეგ ტაქტიკა შეცვალა და მისი გამოსვლა დემოკრატიული პარტიის დღის წესრიგის ცვლილების აუცილებლობას უფრო ეხებოდა, ვიდრე თავის შემდგომ საარჩევნო კამპანიას. სანდერსის თქმით, „მოქალაქეებს უფლება აქვთ ის გახდეს პრეზიდენტი, ვინც მათ უნდათ და დემოკრატიული პარტიის დღის წესრიგი ისეთი იყოს, როგორიც მათ სურთ“. სანდერსის განცხადებით, ის სწორედ ამიტომ იბრძვის ბოლომდე.
შემდეგი არჩევნები ინდიანაში 3 მაისს გაიმართება. ანალიტიკოსები და თავად კანდიდატებიც მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს პრაიმერი შექმნის უფრო ნათელ სურათს, თუ რომელი კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ამერიკის პრეზიდენტობისთვის. ტედ კრუზისთვის ეს, შესაძლოა, ბოლო შანსიც კი იყოს ტრამპის შესაჩერებლად.
ინდიანას პაიმერის On.ge ინდიანაპოლისიდან გააშუქებს. On.ge-ს მთავარი რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი მსოფლიოს 25 სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტთან ერთად აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით შტატებში საარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად იმყოფება.
როგორ ირჩევენ პრეზიდენტს აშშ–ში
ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა პრეზიდენტსა და ვიცე–პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევს. არჩევნების დღეს ისინი ირჩევენ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, სულ 538 პირს. თითოეულ შტატის მოსახლეობა საარჩევნო კოლეგიაში ირჩევს თავის წარმომადგენელს, რომელსაც აქვს ე.წ. მინდობილობა, რომ ის სწორედ პრეზიდენტობის იმ კანდიდატს მისცემს ხმას, რომელიც იმ შტატის ამომრჩეველთა უმრავლესობამ გადაწყვიტა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კოლეგიის მინდობილი წევრი ხმას საპირისპირო კანდიდატს მისცემს? – ამ შემთხვევას კანონი არ არეგულირებს. ამ საკითხის გარდა, კიდევ არაერთი საკითხია, რის გამოც ამერიკის საარჩევნო სისტემას მოწინააღმდეგეებიც ბლომად ჰყავს და მომხრეებიც.
მაგალითად, თუ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა კონკრეტულ შტატში დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 40%, მეორემ კი – 30%, ამ შტატის წარმომადგენელი ხმას აძლევს რესპუბლიკელ კანდიდატს. სწორედ ამიტომ, შტატების ნაწილს ეძახიან ე.წ. წითელ შტატებს, ნაწილს კი – ლურჯ შტატებს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ წითელი შტატები, ძირითადად, ხმას პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს აძლევენ, ლურჯები კი – დემოკრატს. არის შტატების ნაწილი, სადაც ეს საკითხი არჩევნებიდან არჩევნებამდე იცვლება. სწორედ მსგავს შტატებში მიდის განსაკუთრებით დაძაბული ბრძოლა საპრეზიდენტო ხმების მოსაპოვებლად.
პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო კოლეგიის 538 წევრიდან უნდა, სულ მცირე, 270 წევრის ხმა უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება.
მასალა მომზადებულია საქართველოში აშშ–ს საელჩოს მხარდაჭერით.
Reporting supported by the US Embassy in Georgia.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები