თბილისი პრაიდი ზურაბიშვილსა და ზალკალიანს ევროპელ კოლეგებთან ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებს
თბილისი პრაიდის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელ კოლეგებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. თბილისი პრაიდი დავით ზალკალიანისა და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას "პრობლემის უარყოფასა" და "ისტორიის გაყალბებას" უწოდებს.
კერძოდ, დავით ზალკალიანის განცხადებით, მუქარების მიუხედავად "ღირსების მარში" მშვიდობიანად ჩატარდა და ეს ხელისუფლების დამსახურებად მოიხსენია. ხოლო, პრეზიდენტის თქმით, "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს [ლგბტი] უფლებები და გამოხატვის თავისუფლება" და რომ "სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა".
საგარეო მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში თითქოსდა ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულებისთვის - "განახორციელა კვლევები და საინფორმაციო კამპანიები". მისივე თქმით, "ხელისუფლების, პოლიტიკოსების, საჯარო ფიგურები ლგბტი უფლებებს დიდ ყურადღებას აქცევენ და გმობენ თავდასხმებს და ლგბტი პირების გამოხატვის თავისუფლების დარღვევებს".
თბილისი პრაიდი განცხადებაში იხსენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "ღირსების მარშის" დაცვაზე 2019 წელს პირდაპირი და საჯარო უარი განაცხადა:
"სახელმწიფო არაფერს აკეთებდა თბილისში სიძულვილის ჯგუფების მიერ ღია მუქარებისა და ძალადობის აღსაკვეთად და მეტიც, თავად იყენებდა უკიდურესად არადემოკრატიულ მეთოდებს ჩვენს წინააღმდეგ. ხელისუფლება მუდმივად გვთხოვდა "ღირსების მარშის" გაუქმებას და საბოლოოდ კი, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაგვადანაშაულა".
თბილისი პრაიდი, ასევე, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს ჰომოფობიას, როგორც სოციალურ პრობლემას და "ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ახდენს სიცრუის ტირაჟირებას".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები