პოლარიზებული მედია და სისტემური ხარვეზები — ადამიანის უფლებათა ცენტრი 2019 წელს აჯამებს
ფოტო: Australian Human Rights Commission
ადამიანის უფლებათა ცენტრი გასულ წელს საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას აჯამებს. ანგარიშში საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემაზე, ასევე, სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე, მედიაგარემოზე და ლგბტ პირთა უფლებებზე.
ორგანიზაცია პრობლემებს შორის გამოყოფს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხს და წერს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება არჩეულ მოსამართლეთა კომპეტენტურობაში.
ანგარიშში აღნიშნულია 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს ნათლად გამოჩნდა სისტემური ხარვეზები. მათ შორის, 20-21 ივნისის მოვლენების დროს, პანკისის ხეობაში ჰესებთან და დედაქალაქში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე. ამავე კონტექსტში ადამიანის უფლებათა ცენტრის "შემაშფოთებელს" უწოდებს სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებსა და სამართალდამცავთა გადაცდომებზე სახელმწიფოს რეაგირების დეფიციტს.
ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ 2019 წელს საქართველოში მედიაგარემო პოლარიზებული იყო:
"ისევ აქტუალურია სახელმწიფოს მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სხვადასხვაგვარი მცდელობები. განსაკუთრებით პრობლემური იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლისა და ჟურნალისტთა რეკორდული რაოდენობის ფიზიკური დაზიანება 20-21 ივნისის მოვლენებისას".
ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ გამოწვევად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათი თქმით, საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ ადამიანებს ეზღუდებათ მთელი რიგი უფლებები, "რაც კვლავაც ტოვებს ჰუმანიტარული კრიზისის რისკებს როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე".
ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყანაში კვლავ დიდი პრობლემაა სხვადასხვა უმცირესობების დისკრიმინაცია და სტიგმატიზება, განსაკუთრებით, LGBTQ+ თემის. ამასთან, აღნიშნავე, რომ რეაგირების გარეშე რჩება ულტრაკონსერვატორი ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვებით, ქვეყანაში არ არსებობს ღირსეული შრომისთვის აუცილებელი ელემენტარული პირობები. ამასთან, გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოება, სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, შრომითი ექსპლუატაცია და ა.შ.
ანგარიში ეფუძნება ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს და შეფასებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები