გავრცელებულ ჩანაწერში ამბერ ჰერდი ადასტურებს, რომ ჯონი დეპზე თავადაც ძალადობდა
ფოტო: Jonathan Brady / PA
ჯონი დეპი ამჯერად აცხადებს, რომ თავად იყო ყოფილი ცოლის, ამბერ ჰერდის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. წყვილი 2016 წელს განქორწინდა და ჰერდი იმ დროიდან აცხადებს, რომ ყოფილი ქმარი მასზე ძალადობდა.
ხმოვანი ჩანაწერი Daily Mail-მა გაავრცელა, რომელიც 2015 წელს ამბერმა თერაპევტთან ვიზიტისას შეთანხმებულად ჩაიწერა. მასში ცოლ-ქმარი ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრობს. ჩანაწერის აუთენტურობა დეპის ადვოკატმა, ადამ ვალდმენმა დაადასტურა.
"საყვარელო, მე შენთვის მუშტი არ დამირტყამს. უბრალოდ გაგარტყი. არ ვიცი, რა ფორმაში იყო ჩემი ხელები, მაგრამ მშვენივრად ხარ. არ მომიყენებია ტკივილი, მუშტები არ დამირტამს, მხოლოდ გაგარტყი", — ამბობს ამბერი ჩანაწერში.
ხმოვან აუდიოში დეპი ჰერდს ეუბნება, რომ უყვარს და არ სურს განქორწინება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის მასზე კვლავ იძალადებს, დაშორება მოუწევთ:
"არ მინდა მიგატოვო, არ მინდა გავნქორწინდეთ. არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე. მხოლოდ სიმშვიდე მინდა. თუ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე ისევ მივა, გაშორება მოგვიწევს".
ჰერდი პასუხობს, რომ ვერ შეპირდება, რომ სრულყოფილი იქნება:
"თუმცა გპირდები, რომ აღარ შეგეხები. ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ ხანდახან ვიშლები და მოთმინებას ვკარგავ, მაგრამ გპირდები ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკეთესობისკენ შევიცვალო".
ჯონი დეპი და ამბერ ჰერდი მეთ გალა 2014-ზე. 5 მაისი, ნიუ-იორკი.
ფოტო: Axelle / Getty Images
დეპის ადვოკატის სიტყვებით, ჩანაწერი ამტკიცებს, რომ ჯეკ ბეღურას შემსრულებელი მსახიობი ცოლისგან გამუდმებული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო და დასძენს, რომ ამბერმა "თავისი დანაშაულის დასაფარად შეთხზა ისტორია, თითქოს მასზე ძალადობდნენ":
"ჰერდი ძალადობის მოტივად ამჟღავნებს, რომ დეპი [ამ სიტუაციისგან გასაქცევად] მასთან დაშორებას აპირებდა".
თავად ჰერდის სამართლებრივი წარმომადგენელი, რობერტა კაპლანი არ უარყოფს დეპის ბრალდებას ძალადობაზე, თუმცა ამტკიცებს, რომ ამბერიც ძალადობის მსხვერპლი იყო.
"ფაქტი, რომ ქალი იბრძვის ან პასუხს სცემს, არ ნიშნავს, რომ თავად გამუდმებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არაა", — აცხადებს ადვოკატი.
ჰერდის სარჩელის მიხედვით, როდესაც დეპი მასზე ძალადობდა, ის ტკივილისგან თავდასაღწევად და თავდაცვის მიზნით ნივთებს ესროდა.
2019 წლის მარტში ჯონი დეპმა ჰერდის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და რეპუტაციის შელახვის გამო 50 მილიონი დოლარი მოითხოვა. საპასუხოდ ჰერდმა ხელმეორედ შეიტანა სარჩელი, მისი მიხედვით, დეპი მას გამუდმებით სცემდა, როგორც ქორწინებამდე, ისე 18-თვიან ქორწინებაშიც.
სარჩელში წარმოდგენილია რამდენიმე ფოტო, რომელშიც ამბერ ჰერდს სახეზე და მკლავებზე დაზიანებები აქვს, ასევე არის თმის ფოტო, რომელიც ჰერდის მიხედვით, დეპმა მოჰგლიჯა. სარჩელში წარმოდგენილია დამტვრეული ნივთებისა და ავეჯის ფოტოები და მესიჯების სქრინები, რომლებიც ინციდენტს აღწერს. ჰერდი სარჩელში დეპს "მონსტრად" მოიხსენიებს.
თავად დეპმა კი განაცხადა, რომ ჰერდი მას მაშინ ესხმოდა თავს, როდესაც ნარკოტიკებისა და სასმელის ზემოქმედების ქვეშ იყო:
"ის მირტყამდა, ხელს მკრავდა, მესროდა ნივთებს, მათ შორის მძიმე ბოთლებს, ანთებულ სანთლებს, პულტს, რითიც ფიზიკურ ზიანს მაყენებდა".
დეპის სარჩელში წარმოდგენილია სურათები, რომლებშიც მისი დალურჯებული თვალი და დაზიანებული თითი ჩანს. ინციდენტი, რომლის დროსაც დეპმა შუა თითზე ტრავმა მიიღო, ავსტრალიაში მოხდა და მსახიობის მიხედვით, ამის მიზეზი დამტვრეული მინის ბოთლი გახდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები