საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისში ჰოლოგრამების მუზეუმი იხსნება
საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ჰოლოგრამების მუზეუმის იდეის ავტორთან, ლევან ბახიასთან ერთად, მასშტაბურ პროექტს HOLOSEUM-ს იწყებს.
პროექტის მიზანია ქართველი და არამარტო ქართველი არტისტების ხელოვნების შედევრების პოპულარიზაცია და თეატრის მხატვრების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
HOLOSEUM ერთგვარი მუზეუმია ჩარჩოების გარეშე, რომელიც დამთვალიერებელს გაცოცხლებულ ნახატებში მოგზაურობის დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს. ეს არის პერმანენტული მუზეუმი, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება და აპრილამდე გასტანს.
საქართველოს ბანკის და SOLO-ს პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენა ჩარჩოების გარეშე დამთვალიერებელს 120 პროექტორით, 750 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, ანიმირებული ნახატების სამყაროში ამოგზაურებს.
მუზეუმში სხვადასხვა ინტერაქციული თუ სტატიკური ტექნიკების და დანათების გამოყენებით შექმნილია ჰოლოგრამული და მოცულობითი ვიზუალი. სწორედ ჰოლოგრამის სახით იქნება გამოფენილი მუზეუმში ისტორიული მოვლენები, ისეთი საინტერესო ნიმუშები, როგორიც სოლიკო ვირსალაძის თეატრალური და სასცენო ესკიზები და ნამუშევრებია. მომხმარებელი ასევე შეძლებს მულტი განზომილებიანი პროექციების სამყაროში იხილოს ლადო გუდიაშვილის და სხვა არტისტების ნამუშევრები.
პროექტის მიმდინარეობის პარალელურად ჰოლოგრამების მუზეუმი გარდაიქმნება ღია სივრცედ, სადაც ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების, ინოვაციების, განათლების, მუსიკის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით გაიმართება ახალგაზრდა არტისტების ინსტალაციების გამოფენა, საინტერესო თოქები და ვორქშოპები, სემინარები. ასევე, მოეწყობა წიგნისა და იოგის კლუბები, კინოჩვენებები.
"მოხარულები ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა ამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. ჰოლოზეუმი ეს არის პროექციების სამყარო, სადაც შუქი, მოძრაობა და მუსიკა სიცოცხლით ავსებს ქართულ მხატვრობას, ხელოვნებას და ისტორიას, რითიც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა. გვინდოდა ამ პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო შეგვეწყო ხელი ქართველი ნიჭიერი არტისტების შემოქმედების პოპულარიზაციისთვის. მხარი დაგვეჭირა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, მეცნიერებისთვის, ინოვატორებისთვის. იმედი გვაქვს, ჰოლოგრამების მუზეუმის უნიკალური სივრცე შესაძლებლობას მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებელს, უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ ხელოვნებასა და კულტურას, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და საინტერესოდ გაატარონ დრო მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
"ჰოლოზეუმი არის ადგილი სადაც ჩვენ ვეცდებით რომ წარმოვადგინოთ ქართული ნიჭი. დიახ ხელოვნება ნიჭიდან იწყება და ჩვენ, ქართველები სამწუხაროდ, სათანადოდ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს ნიჭსა თუ კულტურას. პირველი გამოფენა ფიროსმანს ეძღვნება და დარწმუნებული ვარ, ფიროსმანი ყველას სმენია, თუმცა ბევრისთვის არ არის ცნობილი ნახატები, რომელსაც ფიროსმანი ხატავდა. ჰოლოზეუმი დამთვალიერებელს მისცემს შესაძლებლობას 21 საუკუნეში შეეხოს წარსულს. ამიტომ ველით ყველას, ვისაც მხატვრობა და შემოქმედება უყვარს", - განაცხადა პროექტის ავტორმა, ლევან ბახიამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები