როგორ გავიყვანეთ თბილისი Ryanair-ის გამოკითხვის ფინალში
ფოტო: მოგზაურთა კლუბი, Shutterstock, On.ge
განახლება: Ryanair-ის გამოკითხვის ფინალში ბარსელონას თბილისმა მოუგო
ბოლო რამდენიმე დღეში რაინეარის ინსტაგრამის სტატისტიკაში ერთი პატარა ქვეყნიდან წარმოუდგენლად დიდი აქტივობა დაფიქსირდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ირლანდიის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ინსტაგრამის სთორიში გამოკითხვა შემოგვთავაზა, რომ გაერკვია, რომელი იყო მოგზაურებისთვის 2020 წელს მოსანახულებლად ყველაზე სასურველი ადგილი.
წესები მარტივი იყო:
- მონიშნავდი ქალაქს, სადაც 2020 წელს გინდოდა მოგზაურობა;
- შერჩეული 8 ფავორიტი ადგილიდან საბოლოოდ რაინეარი ერთს ამოარჩევდა, მარტივი — სთორიზე ხმის მიცემის — პრინციპით.
ონლაინ არმია
თავდაპირველად იტალიის დედაქალაქს დაგვაპირისპირეს და გამოკითხვის დასაწყისში შედეგებიც ისეთი შეფარდებით იყო, როგორიც მსოფლიოში რომსა და თბილისს შორის არსებული ცნობადობა.
ყველაფერი უწყინარი იდეით დაიწყო: "მოდი მთლად სამარცხვინო შედეგითაც არ წავაგოთ". თუმცა, მას შემდეგ, რაც პოპულარულ ქართულ ფეისბუქჯგუფებში გამოკითხვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ქართველები ონლაინ დაირაზმნენ.
საბოლოოდ, რომს დამაჯერებელი შედეგით მოვუგეთ და შეჯიბრიდანაც გამოვრიცხეთ:
მერვედფინალში რაინეარმა საბერძნეთის ქათქათა კურორტს შეგვაჯიბრა, რომელიც სულაც არ ჩაგვითვლია რთულ მოწინააღმდეგედ — გოგო-ბიჭებმა ასეთი გამარჯვება დავდეთ:
ფოტო: ავთანდილ კიკაბიძე
ფეისბუქის ქართულ კუთხეში კონკურსის შესახებ ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა. შემდეგი "სასურველი ქალაქი", რომელიც თბილისს შეეჯიბრა, არც მეტი არც ნაკლები საფრანგეთის დედაქალაქი იყო.
ქვეყანამ, 3,7-მილიონიანი ერით, ბევრად უკეთ იმუშავა, ვიდრე ტურისტებით განებივრებულმა ქვეყნებმა — პატრიოტებმა აღადგინეს დახურული ინსტაგრამები, შექმნეს ახალი ანგარიშები, შევიდნენ ოჯახის წევრებისა და მეგობრების პროფილებით და ხმა მისცეს თბილისს. საბოლოოდ, პარიზიც კი კონკურსის მიღმა დავტოვეთ.
პარიზიც სერ.
პარიზი, საფრანგეთი
ფოტო: Luciano Mortula / Shutterstock
შეიძლება უამრავმა მოგზაურმა დარწმუნებით თქვას, რომ რომში, პარიზში და სანტორინში გართობის უკეთესი საშუალებები არსებობს (ვიდრე თბილისში), მაგრამ, ჩვენდა საამაყოდ უნდა აღინიშნოს, რომ მობილიზება არ გვაკლია და ონლაინ ომებში უპირობო ლიდერები ვართ.
და რაინეარის გამოკითხვასა და სეფას ბიჭებს თუ დავუჯერებთ, თბილისის ანძა აუცილებლად ჯობია ეიფელს.
საბოლოოდ, ერთ კვირაში ფეისბუქ-ინსტაგრამის ქართველმა მოქალაქეებმა შთამბეჭდავი შედეგი დადეს და ტურიზმის განვითარების მიმართულებით ექსპერტებად იქცნენ.
როგორც აღმოჩნდა, რაინეარის სოციალური მედიის მენეჯერი შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცა და ავიახაზების ფეისბუქგვერდზე სტატია გამოაქვეყნა:
- სათაურით: საქართველოს მომაჯადოებელი ქალაქი თბილისი
- პოსტზე აღწერა: დაამატე 2020 წელს სანახავი ადგილების სიაში
შემდეგი გამოწვევა ესპანეთის მზიანი კუნძული, მალიორკა გახლდათ, თუმცა მანაც კი ვერ გაუძლო რაინეარის მიერ სამების ფოტოთი შეჯამებული თბილისის კონკურენციას.
მოკლედ, პრეზიდენტი კი ამბობს რომ ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლება, მაგრამ ვირტუალურ ბრძოლებში უძლიერესები ვართ. ადრე თუ ხმამაღალი სადღეგრძელოს თქმა იყო პატრიოტიზმის გამოხატულება, ახლა ყველაფერი ინსტაგრამკლიკებზეა დამოკიდებული.
ესეც გამანადგურებელი შედეგი:
ასე აღმოვჩნდით ფინალში და ამ წუთებში, თვით მის უდიდებულესობა ბარსელონას ვერკინებით. რაინეარი საბოლოო გამარჯვებულს ხვალ, დიდი ზარ-ზეიმით გვაუწყებს.
ზაფხულში, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოში ფრენები აკრძალა, ქვეყანა ტურისტების ნაკადის შემცირების საფრთხის წინაშე დადგა. ამას, თავის მხრივ, შეეძლო, რომ ეკონომიკაზე დიდი დარტყმა მიეყენებინა და ყველა მივხვდით, რომ მოქმედების დრო იყო.
სწორედ მაშინ დაიწყო ონლაინ კამპანიები — #SpendYourSummerInGeorgia [გაატარე ზაფხული საქართველოში], რომელიც საბოლოოდ #Spend4SeasonsInGeorgia-ად [გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში] იქცა და უკვე თითქმის 300 000-კაციანი ჯგუფის შექმნით დასრულდა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტსივრცეში საკუთარ ქვეყანას არავის დავაჩაგრინებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები