შეუძლებელია სადმე ეწეროს, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციურია — მდინარაძე ეუთოს დასკვნაზე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქართულო ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შეუძლებელია სადმე ეწეროს, რომ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. ასე უპასუხა მან ევროპული საქრთველოს მიერ, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეუთო/ოდირის დასკვნით, ეს მოდელი კონსტიტუციურია.
"მთელ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს, გაგზავნილი იყო თუ არა გერმანული მოდელი ეუთო/ოდირში და ეუთო/ოდირი ამბობს, თუ არა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს. ახლა სიტყვების მანიპულირებით ცდილობენ, რომ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას დააჯერონ, რომ გერმანული მოდელი, რომელზეც ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში, არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. შეუძლებელია, რომ ეს სადმე ეწეროს, ასეთ რამეს ვერავინ ვერ დაწერდა და თვეების განმავლობაში კამათი იყო სწორედ ამაზე, ეს არის ტყუილი, იგივეს ვიმეორებ დღესაც, რომ გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა არის შეუძლებელი", — თქვა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის აზრით, ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის გარეშეც კარგად ჩანს, რომ ოპოზიცია აპირებს ახალი ტყუილი "მოახვიოს" საზოგადოებას. მან თქვა, რომ ამის უფლებას არ მისცემს და მმართველი გუნდი დასკვნას გაეცნობა და კომენტარს ხვალ, 6 თებერვალს გააკეთებს.
ცოტა ხნის წინ, ევროპული საქართველოს ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ეუთო/ოდირისგან მიიღეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროეტქი 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ეს მოდელი შეუსაბამოა და მას მხარს არ უჭერს. მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით ისევ გრძელდება. ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს, ისინი წერდნენ, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები