კობახიძემ დასკვნაში ამოიკითხა, რომ ეუთოს ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობა არ დაუდგენია
ფოტო: ქართული ოცნება
ქართულმა ოცნებამ ეუთოს დასკვნა საარჩევნო სისტემაზე განსხვავებულად წაიკითხა და დაასკვნა, რომ გერმანული მოდელის კონსტიტუციორობაზე დოკუმენტში საუბარი არ არის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 6 თებერვალს ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გამართა. კობახიძემ ოპოზიცია "ტყუილში" და "არაკომპეტენტურობაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ ეუთო ვერ დაასკვნიდა, ქვეყანამ რა სისტემა უნდა აარჩიოს:
"ეს არის დამახინჯებული გერმანული მოდელი, ავღანური ელემენტებით, რომელიც გაიგზავნა ოდირში. ოპოზიციამ მიიღო პასუხი იმაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციუროიბის დადგენა არაა ოდირის პრეროგატივა. ოდირი ვერ შეაფასებს კანონის კონსტიტუციურობას, ეს არის მთავარი დასკვნა. მათ [ოპოზიციამ] ისიც კი არ იციან, ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა, ანუ ორმაგი არაკომპეტენტურობა დადგინდა... ორი მესიჯი იკითხება ოდირის დასკვნიდან: ერთი, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა სახელმიწფოს სუვერენული უფლებაა, ასევე, არის კიდევ ერთი, რომ საარჩევნო წელს სისტემა არ უნდა იცვლებოდეს".
კობახიძე ოპოზიციას ურჩევს, დათანხმდეს მათ შეთავაზებას 100/50-ზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, არსებული სისტემით ჩატარდება არჩევნები 2020 წელს.
ეუთო/ოდირის დასკვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გუშინ, 5 თებერვალს გამოქვეყნდა. ევროპული საქართველოს ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, დასკვნით ე.წ. გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას:
"როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მას არ აქვს არანაირი წინააღმდეგობა არც საუკეთესო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში თუ სადმე სხვაგან არსებობს. ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი. ანუ ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხანია, საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოგზე".
ეუთოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თუმცა ასევე, წერია ისიც, რომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლობელმა უნდა მიიღონ.
დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ შემოთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი აკმაყოფილებს უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე, პერიოდული არჩევნების პრინციპებს.
ეუთო აცხადებს, რომ ნებისმიერი საარჩევნო ცვლილება საგულდაგულოდ უნდა განიხილონ და პარტიებმა ფართო კონსესუსით მიიღონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები