თბილისი 23-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს
ფოტო: თიბისი
ქვეყანაში კულტურის, უფრო ზუსტად კი მუსიკის სფეროს განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელი აქ მიმდინარე ფესტივალებიცაა. ამ მხრივ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა შეგვიძლია რეგიონის ლიდერად ჩავთვალოთ. ჩვენი ფესტივალები მუსიკის თითქმის ყველა ჟანრს აერთიანებს და მსმენელთან შესახვედრად ხშირად მსოფლო დონის ვარსკვლავები ჩამოდიან.
მუსიკის სფეროს განვითარებაში საკუთარი გამორჩეული და მნიშვნელოვანი წვლილი თბილისის ჯაზ-ფესტივალს აქვს. მისი ორგანიზატორები კი ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი არიან.
პირველ ჯაზ-ფესტივალს თბილისმა ჯერ კიდევ 1978 წელს უმასპინძლა. მაშინ ეს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ნამდვილად გამორჩეული მოვლენა იყო, თუნდაც იმ მხრივაც, რომ ჩვენს საზღვრებს უცხოელი არტისტები იშვიათად კვეთდნენ.
რიგით მეორე ფესტივალი თბილისში 1986 წელს, ხოლო მესამე —1989 წელს ჩატარდა. 2000 წლამდე ეს ტრადიცია დროებით შეწყდა, თუმცა ისთერნ პორმოუშენსმა ამ პერიოდში ჯაზის მოყვარულებს ალტერნატიული მუსიკალური საღამოები შესთავაზა.
2000 წლიდან საერთაშორისო ფესტივალი აღდგა და თბილისი, დღემდე რჩება მსოფლიო დონის ჯაზ-შემსრულებლების შეკრების უცვლელ ადგილად. ფესტივალს ერთადერთი წყვეტა 2008 წელს ჰქონდა, რისი მიზეზიც აგვისტოს ომი იყო.
2020 წლის ჯაზ-ფესტივალი
წლევანდელი თბილისის ჯაზ-ფესტივალი 25-28 მარტს გაიმართება. მსმენელი ამ შემთხვევაშიც განებივრებული იქნება სასიამოვნო მუსიკით და ალბათ დაუვიწყარი მოგონებებიც დარჩებათ. თიბისი სტატუსის მომხმარებლებს კი დამატებითი სიხარულის მიზეზიც აქვთ, ფესტივალის ბილეთებზე მათთვის 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის თქმით, თიბისი სტატუსი ამაყობს ისთერნ პრომოუშენთან მრავალწლიანი თანამშრომლობით.
"წელს მთავარი დარბაზი მოეწყობა რუსთაველის თეატრში, სადაც ისევ იქნება სუპერ ლაინაფი, ძალიან ცნობილი სახელები და ძალიან დიდი არტისტები. თიბისი სტატუსი ძალიან ამაყია, რომ აქვს საშუალება, მხარი დაუჭიროს ისეთ დიდ პროგრამას, როგორსაც ისთერნ პრომოუშენსი წლებია ძალიან მაღალი ხარისხით ასრულებს", — განაცხადა ნიკა ქურდიანმა.
ჯაზ-ფესტივალი წელსაც არ ღალატობს ტრადიციას და სცენაზე მსოფლიო დონის, ძველი თაობის შემსრულებლებთან ერთად, თანამედროვე, დამწყებ არტისტებსაც იწვევს. რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არც ქართველი ჯაზ შემსრულებლები დარჩებიან.
როგორც ისთერნ პრომოუშენსის დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ On.ge-სთან საუბრისას თქვა, წელს გადაწყვიტეს, რომ ჯაზისთვის აკადემიური გარემო შეერჩიათ, ამიტომ ფესტივალი რუსთაველის თეატრში გაიმართება.
"დელ ფოლანდი და კენი ბარონი ტრიოში, ეს ორი უდიდესი მუსიკოსი ჯაზის სამყაროში ერთად პირველად გამოდიან. მათ შარშან ჩაწერეს ალბომი, რომელიც სულ მალე გამოვა და სწორედ ამ ალბომის საპრეზენტაციო ტურის ფარგლებში გაიმართება ეს კონცერტი თბილისში. 26-ში გვექნება ბრიტანელი მუსიკოსის აიანა უიტერ ჯონსონის კონცერტი, რომელიც ძალიან საინტერესო მუსიკოსი, წლევანდელი ფესტივალების ნამდვილი აღმოჩენა და ძალიან მოთხოვნადი არტისტია", — თქვა გიორგი კერესელიძემ.
უფრო კონკრეტულად, ვის მოსმენას შეძლებთ ფესტივალის ფარგლებში
ფესტივალის მსოფლიო დონის ვარსკვლავებს შორის არიან 5 გრემის ჯილდოს მფლობელი, საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი — დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები — კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი, ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი — აიანა უიტერ–ჯონსონი.
სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზ–შემსრულებლებს შორის, მსმენელის წინაშე უახლესი პროექტებით წარდგებიან:
- გუჯა მარდინის კვარტეტი;
- ლუკა თოფურიას კვარტეტი;
- რეზო კიკნაძის სიქსტეტი;
- გია რაქვიაშვილის ტრიო.
23-ე ჯაზ–ფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი ჯაზ–მუსიკოსის აიანა უიტერ–ჯონსონის კონცერტი გახსნის, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე კენი ბარონისა და დეივ ჰოლანდის ტრიო წარსდგება. საღამოს კლუბ ზინგერში გუჯა მარდინის კვარტეტი დაასრულებს.
მეორე საფესტივალო დღეს, 26 მარტს, კლუბ ზინგერში ლუკა თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენლის წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.
28 მარტს, ბოლო საფესტივალო დღეს მეორე კონცერტიც გაიმართება – კლუბი ზინგერი, ამჯერად, გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.
ფესტივალის ორგანიზატორებს საგანმანათლებლო ფუნქციის ტრადიციაც არ დაურღვევიათ. ამ მხრივ ფესტივალი 2 მასტერკლასს გვთავაზობს. 26 მარტს, სახელმწიფო კონსერვატორიაში სტუდენტებს და მოყვარულებს აიანა უიტერ–ჯონსონი შეხვდება. 28 მარტს, ისტორიაში პირველად, რუსთაველის თეატრში სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის დაიან რივსი ღია რეპეტიციას ჩაატარებს და მომავალი ვოკალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს.
სტუდენტებისთვის მასტერკლასებზე დასწრება უფასოა.
თბილისის რიგით 23-ე ჯაზ–ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. ჯაზ–ფესტივალში მონაწილე არტისტების მასპინძელია შავი ლომი. ფესტივალის მედიამხარდამჭერები: ნეტგაზეთი, მარკეტერი, რადიო ფორტუნა, Financial.
ბილეთების შეძენას www.tkt.ge-ზე შეძლებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში





კომენტარები