ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ - თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
ფოტო: თოდუას კლინიკა
დღეს ონკოლოგიური დაავადებების დამარცხება რეალობაა. დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე, პირველი უჩვეულო სიმპტომების გამოვლენისთანავე და სწორად შერჩეული მკურნალობა გამარჯვების საწინდარია.
ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ ტელეეკრანზე, სოციალურ ქსელებში, ჩვენს ყოველდღიურობაში, სოციალური კამპანიის ირგვლივ გაერთიანდნენ. კამპანია "გაესინჯე დროულად, სიცოცხლე ჩვენი უფლებაა" შეგვახსენებს, რომ პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა კიბოს ამარცხებს.
"მთელ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების შემდეგ. ხშირად ვამბობთ, რომ კიბო განაჩენი არ არის, კიბო დიაგნოზია და ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეა — განკურნება და სრულფასოვანი ცხოვრება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ავთვისებიანი დაავადება ადრეულ სტადიაზეა აღმოჩენილი. მაგალითად, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში, 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, მაგრამ სტადიის მატებასთან ერთად, სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა იკლებს.
თუმცა, ჩვენ არასდროს ვყრით ფარ-ხმალს. იმ პაციენტებისთვის სრულფასოვანი ცხოვრების საშუალების მიცემა და სიცოცხლის გახანგრძლივება, ვისაც დიაგნოზი თუნდაც გვიან სტადიაზე დაუდგინდათ, ჩვენი უპირველესი ამოცანა და მიზანია. ასე რომ, პირველ რიგში, დროული დიაგნოსტიკა და შემდგომ სათანადო, სწორი მკურნალობა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე სწორი და ქმედითი იარაღია", - ამბობს თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე.
ავთვისებიანი სიმსივნეების დაგვიანებული გამოვლენის ერთ-ერთი ფაქტორი სკრინინგში ჩართულობის პასიურობაა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები?
უდავოდ არსებობს დიაგნოზის მოსმენის შიში, რთულია ფიქრი შესაძლო სცენარებზე და შეძლებს თუ არა პაციენტი, გაუმკლავდეს დაავადებას მორალურად თუ ფინანსურად. ხშირად ადამიანს უჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება. ამას, პირველ რიგში, განაპირობებს, ინფორმაციის სიმწირე იმის შესახებ, რომ ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი პათოლოგიური პროცესების უმრავლესობა არის შექცევადი, რომ დაავადებები განკურნებადია და რეალობა სულაც არ არის ისეთი მძიმე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
ჩვენს კლინიკაში მიღებული პრაქტიკაა, ავთვისებიანი დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტთან მუშაობდეს სხვადასხვა სპეციალისტი: ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი, ექთნები, ფსიქოლოგი. არსებობს მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტების მხარდამჭერთა ჯგუფები.
ფინანსური პრობლემები არ უნდა იყოს ბარიერი ონკოლოგიური პაციენტისთვის, რადგან მათი მკურნალობის ყველა ეტაპი — იქნება ეს მედიკამენტოზური მკურნალობა, სხივური თერაპია თუ ოპერაციული ჩარევა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
ცნობიერების ამაღლების ფარგლებში რა მნიშვნელობა ენიჭება მსგავს სოციალურ კამპანიებს?
ჩვენ ყველა საკომუნიკაციო არხით ვცდილობთ, ხალხს ხმა მივაწვდინოთ - სოციალური თუ ბეჭდური მედია, ტელევიზია, რადიო. უნდა ავამაღლოთ ცნობიერება ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ, ავუხსნათ მთელი სიზუსტით, რა არის სკრინინგის მიზანი, რომ ჯანმრთელ, სრულიად უსიმპტომო ადამიანსაც შეიძლება აღმოაჩნდეს დაავადება, რომელიც შემდგომში ონკოლოგიურ პათოლოგიად გარდაიქმნება.
2015 წელს საქართველოში სიმსივნეებს შორის, მეოთხე სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნეების რაოდენობა 28% იყო, 2018 წელს კი ეს რიცხვი 22%-მდე შემცირდა. ამ მაჩვენებლის კლება გახლავთ სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი მუშაობის, სხვადასხვა სკრინინგ პროგრამების შეთავაზების შედეგი.
დადებითი დინამიკა გვაძლევს მოტივაციას, რომ ხშირად შევთავაზოთ მათ სხვადასხვა კამპანიები, ღონისძიებები: მათ შორის გახლავთ ჩვენს კლინიკაში 2019 წლის ოქტომბერში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული აქცია, სადაც ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ მამოლოგებთან უფასო კონსულტაციით, საჭიროების შემთხვევაში კი — უფასო მამოგრაფიით.
ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა, კამპანიის ფარგლებში რისკ-ჯგუფის პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფია განახევრებულ ფასად ჩაუტარდათ.
მიმდინარე თვეს კი ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასო კონსულტაციები მიიღონ მულტიდისციპლინური მიდგომით, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილ რადიაციულ ონკოლოგ ბრანისლავ ერემიჩთან, ექიმებთან: თამარ ესაკიასთან და ანა მაყაშვილთან.
საზოგადოებაში აქტიური ინტერესია სრულყოფილ გამოკვლევებზე. თუ ადამიანებს, რომელთაც არ აღენიშნებათ რაიმე კონკრეტული სიმპტომები და თავიანთი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა აინტერესებთ, რას სთავაზობთ მათ ასეთ შემთხვევაში?
ჩვენი კლინიკა მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებს ახალ პროგრამას - ჯანმრთელობის სრულყოფილად შემოწმებას ე.წ. Check Up-ს, რაც გულისხმობს ჯანმრთელი ადამიანის პრევენციულ შემოწმებას, სხვადასხვა დაავადებათა სიმპტომების გამოვლენამდე.
ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები, დიაგნოსტიკა და ექიმებთან კონსულტაციები მოიცავს ერთ სრულ დღეს, ხდება ადამიანის როგორც ანატომიური, ისე ფუნქციური მდგომარეობის შემოწმება. დღის დასასრულს პაციენტს ეძლევა სპეციალური დასკვნა, სადაც შეჯამებულია დიაგნოზი და რეკომენდაციები, პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ, მყუდრო და სასიამოვნო გარემოში.
პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილია სამი სახის პაკეტი, სხვადასხვა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფებისთვის და პაციენტების საჭიროებაზეა მორგებული. მსგავსი პროგრამები მიღებულია საზღვარგარეთ და საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ Check Up პროცედურა ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.
საქართველოში ყოველწლიურად კიბოს 10 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ჩვენ ყველას გვაქვს შანსი, ეს მონაცემები ერთად შევცვალოთ!
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები