ამერიკელი ექპერტები ვაშინგტონს თბილისთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ
ფოტო: ამერიკის ხმა
31 ოქტომბერს, ჰუდსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი რიჩარდ ვაიტსი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოხსენებით წარსდგა, რომელშიც მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. რიჩარდ ვაიტსის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, გააღრმავოს თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანია პარტნიორობა, რომელიც უხსნის გზას ორივე ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური და დიპლომატიური ინტერესების განხორციელებას. პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის შედარებით ახალგაზრდაა, თუმცა ორივე ქვეყნისთვის, საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და თანამშრომლობას სხვადასხვა კუთხით გასაძლიერებლად, შესაძლებლობებს ქმნის. საჭიროა ამერიკის როლის გაძლიერება, განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში და კონგრესის ჩართულობა ამ მიზნის მისაღწევად“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ვაიტსმა წარადგინა.
საჭიროა ამერიკის როლის გაძლიერება, განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში და კონგრესის ჩართულობა ამ მიზნის მისაღწევად
ვაიტსის თანახმად, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ მუშაობა თავდაცვის და უსაფრთხოების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით. მკვლევარის თქმთ, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ამერიკისთვის ხელსაყრელია და შემდეგმა ადმინისტრაციამ ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა განაგრძოს. ვაიტსმა აღნიშნა, რომ NATO-ს წევრობისკენ სწრაფვასთან ერთად, შტატები უნდა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერებაში და ასევე უნდა განიხილოს NATO-ს სარდლობით შავი ზღვის თავდაცვითი ერთეულის შექმნა.
„ამერიკამ უნდა გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში საქართველოსთან მუშაობა, ასევე ინსტიტუტების განვითარება და ამასთანავე, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ასევე, ჩვენ უნდა ვეცადოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საქართველოსთვის დახმარების გაწევას, ვინაიდან ეს რეგიონები შეიცავს საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გახდეს პრობლემური, ნებისმიერ დროს“, - განაცხადა ვაიტსმა.
ვაიტსი რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოებასა და პროპაგანდის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ დასავლეთს უნდა ჰქონდეს სტრატეგია, თუ როგორ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს.
„ვაშინგტონი და დასავლეთი უნდა ეცადოს და აქტიურად იმუშავოს იმაზე, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან და NATO-სთან მიმართებაში არ გადაიზარდოს იმედგაცრუებაში, რაც შეიძლება შემდეგ ჩანაცვლდეს ჩრდილოეთის მხრიდან არგუმენტებით, რომ დასავლეთს თქვენ არ სჭირდებით, და ჩვენ უფრო ახლოს ვართ თქვენთან ღირებულებებით და კონსერვატიული ფასეულობებით“, - აღნიშნა ვაიტსმა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტიდან უფროსმა მკვლევარმა არიელ კოენმა. მისი თქმით საქართველო ამერიკისთვის მთავარი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში და საჭიროა ამ კავშირის განმტკიცება.
“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის დასავლეთის მოკავშირე მის საზღვარზე, კავკასიაში, და არის მზად დასავლეთთან, ამერიკასთან და NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოს უსაფრთხოების დაცვას და ვითანამშრომლოთ ეკონომიკური, სამოქალაქო და კულტურული კუთხითაც“, - აღნიშნა კოენმა.
მისივე თქმით, 2008 წლის ომის დროს სანქციების სწრაფმა გაუქმებამ რუსეთის წინააღდეგ, უკრაინის კონფლიქტს წინაპირობა შეუქმნა.
„2008 წლის ომის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას მეტი რამ შეეძლო გაეკეთებინა და შეენარჩუნებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რამაც ნაწილობრივ განაპირობა შემდგომში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია“, - აღნიშნა მან.
კომენტარი გააკეთა ასევე კორი ველტმა, რომელიც ევროპის, რუსეთის და ევრაზიის საკითხების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ველტი ასევე კონგრესის კვლევითი სამსახურის მიმომხილველია. მისი თქმით, საქართველოს და ამერიკას საერთო ღირებულებები აქვთ, რაც გამოიხატება დემოკრატიის მხარდაჭერაში და საერთო მისწრაფებებში ამ კუთხით.
“ამერიკა საქართველოს მიმართ დახმარებამ 1993 წლიდან 2010 წლამდე 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფინანსური დახმარება საქართველოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. სტრატეგიული თანამშრომლობა ადმინისტრაციების ცვლილების მიუხედავად, ვაშინგტონსა და საქართველოში, გრძელდება. რაც შეეხება ამერიკის შიდა დინამიკას, კონგრესში, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც მხარს უჭერენ საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს და ურთიერთობას”, - აღნიშნა ველტმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები