კალაძე ვაკის პარკში მშენებლობის ინსვესტორს პასუხობს, რომ კვლავ ადგილმონაცვლეობას სთავაზობს
ფოტო: კახა კალაძე / FB
თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში მშენებლობის ინვესტორს პასუხს და ამბობს, რომ კვლავ ადგილმონაცვლეობას სთავაზობს.
"ეს ბრიფინგებით საუბარი რაღაც სიახლეა, მე მგონი. მას არანაირი პრობლემა არ აქვს ჩვენთან კომუნიკაციის. ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ ადგილმონაცველობასთან დაკავშირებით და თუ მას რეალურად სურვილი აქვს, რომ ადგილმონაცვლეობა მოხდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ", — განაცხადა კალაძემ.
ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი კომპანია მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს. დღეს, 17 თებერვალს ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ. მისივე განცხადებით, შენობა ზუსტად იგივე სიმაღლის იქნება, როგორც ადრე. რესტორანი ბუდაპეშტი 2-სართულიანი იყო, მისი ფართობი კი 480 მ²-ს შეადგენდა.
"ჩვენ გვინდა, მივმართოთ თბილისის მერიას ინიციატივით, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე სასტუმრო ბუდაპეშტი აღარ აშენდება. ვიხილეთ პრეზენტაცია ვაკის პარკისა და ისტორიული კასკადის აღდგენა პრეზენტაციაზე, ჩვენც გვინდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში", — ამბობს ზაქაიძე.
თბილისის მერის პასუხის შემდეგ გიორგი ზაქაიძემ გადაცემა საქმის კურსში განაცხადა, რომ ისინი ეცადნენ თბილისის მერიასთან კომუნიკაციაზე გასულიყვნენ თუმცა უშედეგოდ. მისივე თქმით, მათ მერიას სპორტული კომპლექსის, კაფის და აუზის გაკეთებაც შესთავაზეს, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მიიღეს.
როგორც ზაქაიძე განმარტავს, ადგილმონაცველობისთვის მერიამ ონკოლოგიური საავადმყოფოს გვერდით არსებული ტერიტორია შესთავაზა, რაზეც მათ უარი თქვეს.
6 თებერვალს თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციის პრეზენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვით, პროექტის ღირებულება 30 მილიონი ლარი იქნება. როგორც მერია განმარტავს, რეაბილიტაცია 34 ჰექტარ ტერიტორიას ჩაუტარდება და პარკის გარდა, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადისა და შადრევნების აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, პროექტი 2020-2021 წლებში უნდა განხორციელდეს.
ერთი თვის წინ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების სრული უფლება აქვს და მშენებლობის განახლებას გეგმავს. ტიფლის კოსტავას დირექტორი, გიორგი ზაქაიძე აცხადებდა, რომ მათ აქვთ სამშენებლო ნებართვა და სამივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, მშენებლობის უფლებაზე.
გიორგი ზაქაიძის თქმით, კომპანიამ აუდიტორული დასკვნა წარუდგინა მერიას, რის საფუძველზეც უნდა აენაზღაურებინათ მათივე ინვესტიცია, თუმცა როგორც ამბობს, მათთვის სასურველი შეთავაზება მერიისგან ამ დრომდე ვერ მიიღეს.
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ კომპანიის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს მერია ვერ მიიღებს:
"დავიფიცები თუ გნებავთ, ვერ ააშენებენ".
სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში
2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თბილისში, ჭავჭავაძის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა. ამავე წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, არქიტექტურის სამსახურმა თბილისში ჭავჭავაძის გამზირ #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.
აღნიშნული განკარგულებისა და ბრძანების გაუქმება მწვანე ალტერნატივამ 2014 წელს საქალაქო სასამართლოში მოითხოვა. ორწლიანი დავის შემდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა — სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მერიის 24 ივლისის განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
2016 წელს მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა და წინა ინსტანციის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს გრაალმა და შპს ტიფლის კოსტავამ, რომლებიც აშენებენ სასტუმრო ბუდაპეშტს.
2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანიების სარჩელი და გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 2019 წლის 16 იანვარს კი უზენაესმა სასამართლომ მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები