ნახეთ უხანში ჩარჩენილი გადამღები ჯგუფის მოკლე ფილმი დაცარიელებული ქალაქის შესახებ
ფოტო: Sixth Tone
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენაა მიმართული, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ძირითადი კერაა. ინფექციის გავრცელების არეალის ზრდასთან ერთად მუდმივად განახლებულ ინფორმაციას ვეცნობით: დღიურებს დაავადების ეპიცენტრიდან, ინფექციასთან მებრძოლი ექიმების მდგომარეობას თუ კრუიზში კარანტინში მოხვედრილი ათასობით მგზავრის ყოველდღიურ ცხოვრებას.
სულ ცოტა ხნის წინ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოქვეყნდა, რომელიც ინფექციის გავრცელების ეპიცენტრში, ქალაქ უხანში არსებულ მდგომარეობას დოკუმენტური კადრებით ასახავს — 23 იანვრიდან ქალაქში კარანტინია გამოცხადებული და 14-მილიონიანი უხანის ქუჩები დაცარიელებულია, თითქოს, მოჩვენებების ქალაქად გადაიქცაო.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.
ფილმის გადამღები ჯგუფი უხანში იმყოფებოდა სხვა პროექტის გადაღებებზე, თუმცა კარანტინის გამოცხადების გამო ჯგუფის წევრები ამ ქალაქში აღმოჩდნენ გამომწყვდეულები და 23 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში პირადი ტელეფონების საშუალებით ქალაქის ცხოვრებას აღწერდნენ. საბოლოოდ კი მონტაჟის საშუალებით იშვიათი დოკუმენტური კადრები შეიკრა, რომლებიც იზოლირებული ქალაქის სიცოცხლეს, უფრო სწორად კი, უსიცოცხლობას გვაჩვენებს — დაცარიელებული ქუჩები, ჩუმი შენობები და უფუნქციო შუქნიშნები.
ფოტო: Sixth Tone
"ჩემი ჯგუფის წევრებს, რომლებიც უხანში იმყოფებიან, სურდათ, რომ რაღაც ღირებული გაეკეთებინათ. მათ აღბეჭდეს ის, რაც იქ ხდება. იზოლაციის შემდეგ ეს ამ ქალაქის იშვიათი პანორამული კადრებია. ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიისთვის", — განაცხადა ფილმის რეჟისორმა, ლან ბომ.
ფოტო: Sixth Tone
"არ დანებდე, უხან" — ამ მოწოდებით მთავრდება თითქმის ხუთწუთიანი ემოციური ფილმი.
ბოლო მონაცემებით კორონავირუსით მთელ მსოფლიოში დაახლოებით 72 000 ადამიანი ინფიცირებული, 1 900 კი დაღუპული.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები