სინტია ნიქსონი "გვასწავლის", როგორ მოვიქცეთ ნამდვილი ქალივით
ფოტო: Paul McLean
კამილა რეინვილი 22 წლის სტუდენტი იყო, ვერმონტის უნივერსიტეტიდან, როდესაც #MeToo-ს კამპანიით შთაგონებულმა შთამბეჭდავი პოსტი დაწერა ფეისბუქზე. პოსტი მალე გავირუსდა, რის შემდეგაც კამილამ თავისი ჩანახატი, სახელად Be a Lady They Said [გვითხრეს მოვქცეულიყავით ლედივით] ვორდპრესის ბლოგზე გამოაქვეყნა.
რას იფიქრებდა, რომ 3 წლის შემდეგ მის სიტყვებს თვით სინტია ნიქსონი გაახმოვანებდა და ქალების გასაძლიერებელი კამპანიისთვის მასზე ვიდეოს გადაიღებდნენ? ბლოგის მიხედვით, სტუდენტმა გოგომ ტექსტი ემოციურ მდგომარეობაში დაწერა და მას შემდეგ ის ერთი სიტყვითაც კი არ ჩაუსწორებია.
ვიდეო რეჟისორმა პოლ მაკლეანმა ჟურნალისთვის Girls. Girls. Girls. გადაიღო.
"გვეუბნებიან, მოვიქცეთ ნამდვილი ქალებივით. შენი ქვედა მეტისმეტად მოკლეა, შენი მაისური კი ძალიან პატარა. შენი შარვალი მეტისმეტად მოჭერილია. ხორცს ნუ გამოაჩენ. ნუ გვაჩვენებ თეძოებს, მკერდს და დიაფრაგმას. ნუ გაცვია დეკოლტე. საცვალი არ გამოაჩინო. არც მხრები. ჩაიცვი, ისე რომ სხეული დაფარული გქონდეს. წარმოსახვის ადგილი დატოვე. ჩაიცვი მოდურად. ნუ იქნები მაცდური. კაცებს თავის გაკონტროლება არ შეუძლიათ. კაცებს მოთხოვნილებები აქვთ. ცუდად გამოიყურები. მოდუნდი. ცოტა კანი გამოაჩინე. სექსუალური და ტემპერამენტიანი იყავი. პროვოკაციული არ იყო. ნუ ითხოვ კაცების ყურადღებას. შავი ჩაიცვი. მაღლები ჩაიცვი. მეტისმეტად იპრანჭები. მეტისმეტად ულამაზოდ გაცვია. ნუ იცვამ ამ განიერ, სპორტულ შარვლებს, ისე გამოიყურები, თითქოს თავი არ გადარდებს.
გვეუბნებიან, მოვიქცეთ ნამდვილი ქალებივით. არ გასუქდე. არ გახდე. მეტისმეტად განიერი ხარ. მეტისმეტად გახდი. ჭამე. შეთხელება გჭირდება. ამდენს ნუ ჭამ. ასე სწრაფად ნუ ჭამ. სალათებზე გადადი. ნახშირწყლებს მოეშვი. დესერტებს თავი დაანებე. წონაში დაკლება გჭირდება. ამ კაბაში უნდა ჩაეტიო. დიეტაზე დაჯექი. აკონტროლე, რას შეჭამ. ნიახური მიირთვი. კევი დაღეჭე. ბევრი წყალი დალიე. ჯინსებში უკეთ უნდა ეტეოდე. ღმერთო, ჩონჩხივით გამოიყურები. რატომ არ ჭამ? გამოფიტული ჩანხარ. ბურგერი მიირთვი. კაცებს ხორციანი ქალები მოსწონთ. პატარა და ფარფატა უნდა იყო. მოხდენილობა გაკლია. ქალურობა გაკლია. ნული ზომის ტანსაცმელი გჭირდება. ორმაგად ნული ზომის. არაფერი არ უნდა იყო. არაფერზე ნაკლები უნდა იყო.
გვეუბნებიან, მოვიქცეთ ნამდვილი ქალებივით. გაიპარსე ზედმეტი თმები. ფეხებზე თმა არ გაიჩერო. არც იღლიებში. ბიკინის ხაზი გაიპარსე. სახეზე თმა არ უნდა გქონდეს. არც მკლავებზე. წარბები შეითხელე. ულვაშებს მიხედე. ეს გაიღიავე. ის გაიღიავე. კანი გაიღიავე. რუჯი გაკლია. შრამები დაიფარე. სტრიები დამალე. მუცლის პრესი გჭირდება. ტუჩები დაიბერე. ნაოჭები გადაიჭიმე. სახის კანი ჩამოშვებული არ გქონდეს. მუცელი გაიმკვრივე. თეძოები დაისუსტე. მკერდი ამოზნიქე. ბუნებრივი იყავი. უბრალოდ იყავი, ის ვინც ხარ. გონიერი იყავი. თავდაჯერებული იყავი. მეტისმეტად ცდილობ. მგონი სტრესში ხარ. კაცებს დაძაბული გოგოები არ მოსწონთ.
გვეუბნებიან, მოვიქცეთ ნამდვილი ქალებივით. ატარე გრიმი. სახე გაიხალისე. დამალე შენი ნაკლი. ცხვირის შესწორება გჭირდება. ღაწვები გამოკვეთე. ქუთუთოებზე კონტური გადაისვი. წარბები შეივსე. წამწამები დაიგრძელე. ტუჩები შეიღებე. ოქროსფერი მაკიაჟი გინდა, არა ატმისფერი, ლოყები შეიფაკლე. მეტისმეტად მოკლე თმა გაქვს. რამსიგრძე თმებს ატარებ? თმის ბოლოები გაყოფილი გაქვს. გაიღიავე. მუქი თმები წამოგივიდა. შეიღებე. ლურჯი არაბუნებრივია. ჭაღარავდები. მოხუცს ჰგავხარ. მეტისმეტად პატარა გოგოსავით გამოიყურები. ახალგაზრდული უნდა ჩანდე. ასაკი არ უნდა გეტყობოდეს. არ დაბერდე. ქალები არ ბერდებიან. მოხუცი უშნოს ნიშნავს. კაცებს უშნო ქალები არ მოსწონთ.
გვეუბნებიან, მოვიქცეთ ნამდვილი ქალებივით. თავს მიხედე. უმანკო იყავი. ქალწული იყავი. სექსზე არ ისაუბრო. არ იფლირტავო. უსიამოვნოდ არ მოიქცე. ბოზივით არ მოიქცე. ღამე სხვასთან არ დარჩე. შენი თავის პატივისცემა არ დაკარგო. ბევრ კაცთან სექსი არ გქონდეს. არ გაუფასურდე. კაცებს ბოზები არ მოსწონთ. ნუ იქნები მეტისმეტად თავდაჭერილი. ნუ ხარ დაძაბული. ცოტა გაერთე. მეტად გაიღიმე. კაცებს ასიამოვნე. გამოცდილი იყავი. სექსუალური იყავი. უმანკო იყავი. ბინძური იყავი. უბიწოება შეინარჩუნე. კაი ტიპი იყავი. სხვა გოგოებს ნუ დაემსგავსები.
გვეუბნებიან, მოვიქცეთ ნამდვილი ქალებივით. ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ. ბევრს ნუ ლაპარაკობ. სივრცეს ნუ იკავებ. ასე ნუ ზიხარ. ასე ნუ დგახარ. ნუ აშინებ ადამიანებს. ასეთი სასოწარკვეთილი რატომ ხარ? ნუ იქცევი გამაღიზიანებლად. ნუ მეუფროსები. ნუ გაჯიუტდები. მეტისმეტ ემოციებს ნუ გამოხატავ. ნუ ტირიხარ. ნუ ყვირიხარ. ნუ იგინები. პასიური იყავი. დამჯერი იყავი. მოითმინე ტკივილი. ნუ წუწუნებ. დაამშვიდე. აამაღლე მისი ეგო. თავი შეაყვარე. კაცებს მიუწვდომელი ქალები მოსწონთ. თავი არ გაიუფასურო. აწვალე. კაცებს დევნა მოსწონთ. დაუკეცე ტანსაცმელი. სადილი მოუმზადე. გააბედნიერე. ეს ქალის საქმეა. ერთ დღეს კარგი ცოლი დადგები. მის გვარზე გადადი. შენი გვარი დაიტოვე? შეშლილო ფემინისტო. ბავშვები გაუჩინე. არ გინდა შვილები? ერთ დღეს მოგინდება. გადაწყვეტილებას შეცვლი.
გვეუბნებიან, მოვიქცეთ ნამდვილი ქალებივით. ისე ნუ მოიქცევი, რომ გაგაუპატიურონ. თავი დაიცავი. ბევრი არ დალიო. მარტო არ იარო. გვიან გარეთ არ გახვიდე. ასე ნუ იცვამ. ყველაფერს ნუ გამოაჩენ. არ დათვრე. შენი სასმელი არ დატოვო მაგიდაზე. მეგობარი გყავდეს. კარგ ადგილებში იარე. უსაფრთხო სამეზობლო შეარჩიე. გააფრთხილე ვინმე, სადმე რომ მიდიხარ. წიწაკის სპრეი ატარე. სასტვენი ატარე, რომ გაუპატიურების შემთხვევაში დაუსტვინო. თავდასაცავად გასაღები მოიმარჯვე. თავის დაცვის კურსები გაიარე. მანქანის უკანა ნაწილი შეამოწმე. კარები გადაკეტე. გარეთ მარტო არ გახვიდე. თვალებში არ შეხედო. ნუ იგრძელებ წამწამებს. ადვილად ხელმისაწვდომი არ გამოჩნდე. არ მიიპყრო ყურადღება. არ იმუშაო გვიან. არ გაიცინო უწმაწურ ხუმრობებზე. უცნობებს ნუ უღიმი. ღამე ნუ გადიხარ გარეთ. ნურავის ენდობი. არ თქვა კი. ნუ იტყვი არას.
უბრალოდ მოვიქცეთ ნამდვილი ქალებივით".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები