პროფკავშირი: რკინიგზის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მუშებს არმატურით სცემეს
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე მუშა კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს წარმომადგენლებმა სცემეს. მათი ცნობით, ჰოსპიტალიზირებულია 5 მუშა და 2 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ამის შესახებ დღეს, 3 ნოემბერს, პროფკავშირმა განცხადება გაავრცელა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მტკიცებით, გუშინ, გვიან ღამით, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ზვარეს ობიექტის ადმინისტრაცია, ტყიდან გამოსულ ორი ადგილობრივი მაცხოვრებელს არმატურებისა და სხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდა:
"ენის ბარიერისა და კომუნიკაციის არ არსებობის გამო, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ გლეხებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი შეშა მიჰქონდათ სახლში. ინციდენტს ადგილზე შეესწრო ზვარეს ობიექტზე დასაქმებული სამი მუშა, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა სცადეს, თუმცა კომპანიის ათობით წარმომადგენლებმა არც ადგილობრივი დასაქმებულები დაინდეს და უმოწყალოდ სცემეს".
პროფკავშირი ასევე აცხადებს, რომ პოლიციის გამოძახების შემდეგ, სიტუაცია მაშინვე განიმუხტა, ხუთი დაზარალებული კი ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს:
"დილით, სამუშაო სმენის დაწყებამდე, დასაქმებულები სიტუაციაში გარკვევას ითხოვდნენ, როცა მათ კომპანიის წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს და სხვადასხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით, დასაქმებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუშებმა თავს გაქცევით უშველეს. დასაქმებულების მხრიდან, დილის ინციდენტში დაშავდა კიდევ ორი მუშა, რომლებიც ასევე გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში".
პროფკავშირის ცნობით, ზვარეში, სარკინიგზო ობიექტის მშენებლობა შეჩერებულია.
ერთ-ერთი დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი On.ge-სთან საუბარში ჰყვება, რომ კომპანიის წარმომადგენლები მას შემდეგ გახდნენ აგრესიულები, რაც მუშები რამდენიმე დღით გაიფიცნენ და პროტესტის შედეგად შრომითი ხელშეკრულება გააფორმეს. მისი თქმით, იგი დღევანდელ ფაქტს შეესწო:
"დღეს, როდესაც სამუშაოდ მივედით, ვიცვლიდით და გამოგვყვანა დამსაქმებელმა გარეთ, ხელში ნაჯახები და დანები ეჭირათ. წუხელ, ადგილობრი მაცხოვრებლები სცემეს და დღესაც ანალოგიურად გააგრძელეს იგივე სიტუაცია. რაღაც აგრესია აქვთ, მას შემდეგ რაც გაფიცულები ვიყავით და შრომითი ხელშეკრულება გაგვიფორმეს".
მისივე თქმით, პოლიცია დღესაც იყო მისული შემთხვევის ადგილზე. მინდია ოკრიბელაშვილი ჰყვება, რომ მან დაინახა როგორ ჩამოართვა პოლიციელმა ერთ-ერთ თავდამსხმელს ხორცის საჩეხი დანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. უწყება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ადგილზე დასაქმებული მუშების უსაფრთხოება.
პროფკავშირი მიმართავს შსს-ს დაუყოვნებლივ დააკავონ ზვარეს ობიექტის ადგილობრივი მენეჯმენტი და მიენიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია.
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მომხდართან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს რკინიგზას:
"საქართველოს რკინიგზა თავის მხრივ გახლავთ ობიექტის მშენებლობის დამკვეთი. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს შპს. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, რათა საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს როგორ და რა გზით შემოვიდა საქართველოში მსგავსი უპასუხისმგებლო დამსაქმებელთა დაჯგუფება".
პროფკავშირი ასევე მოუწოდებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს დაშავებული მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა მათ სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები