ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის სხდომა გადაიდო
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვის სხდომა 4 მარტამდე გადაიდო. დღეს, 26 თებერვალს პროკურორმა თქვა, რომ დამატებითი მტკიცებულებების დართვა სურთ, ადვოკატებმა კი დოკუმენტების გასაცნობად გონივრული ვადა ითხოვა.
პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით არ ესწრება ბრალდებული. იგი სხდომამდე ერთი დღით ადრე ღუდუშაურის კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.
პენიტენციური სამსახურია ცნობით, 25 თებერვალს, 22:33 სთ-ზე ბრალდებული #5 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს მუცლის არეში ტკივილის მიზეზით. უწყების განცხადებით, კლინიკაში ბრალდებულს გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, ასევე მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მუცლის ღრუს ექოსკოპია.
15 წლის ლუკას საქმე
15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა გასული წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.
პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მწვანე სკოლამ მიმართა, რომლის ტერიტორიაზეც გვიან ღამით არასრულწლოვანმა სხვადასხვა წარწერები დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს 15 წლის ლუკა სირაძემ გააკეთა, რომელიც მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.
საიას ინფორმაციით, დაკითხვაზე ლუკა სირაძე ყოფილ თანაკლასელს დააპირისპირეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის შემდეგაც ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიური ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. გამოძიებას სწორედ ის განყოფილება აწარმოებს, სადაც არასრულწლოვანზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადეს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
მარიანა ჩოლოიანის საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განსახილველად საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა.
ვინ არის მარიანა ჩოლოიანი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში.
ორგანიზაციის განცხადებით, გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც საიაში ამბობენ, დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძეზე იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა.
ორგანიზაციის განცხადებით, ჩოლოიანმა სასამართლოში ძალადობა უარყო. ამავე დროს, კი 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობა დადგენილად მიიჩნია.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები