სასიამოვნო სიურპრიზი ტოიოტასგან საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ფოტო: Toyota
უკვე მრავალი წელია ტოიოტას ავტომობილები განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობენ ჩვენს რეგიონში. უდავო ხარისხი და სანდოობა ისეთი ცნობილი მოდელებისა, როგორებიცაა: ლენდ კრუიზერ 200, პრადო, რავ4, კოროლა, პრიუსი - საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია ქართველი მომხმარებლების მიერ.
თუმცა, ავტომობილების ნამდვილი მოყვარულებისათვის კარგადაა ცნობილი იაპონური ავტოგიგანტის საქმიანობის არა მხოლოდ ეს ასპექტი: ტოიოტა ხომ ამავდროულად საავტომობილო რბოლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ხელშემწყობია. ტოიოტას სპორტული ავტომობილები უკვე 60 წლიან ისტორიას ითვლიან. დღესდღეობით კომპანიაში არსებობს ცალკე მიმართულება Toyota Gazoo Racing, რომლის ფარგლებშიც ხდება სარბოლო ავტომობილების ტექნოლოგიური სრულყოფა. აგრეთვე, მიმდინარეობს მრბოლელთა შერჩევა და იმ გუნდების დაკომპლექტება, რომლებიც შემდეგ ტოიოტას სახელით მონაწილეობენ მსოფლიო მასშტაბით გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებში.
Toyota Gazoo Racing საუკეთესოდ გამოხატავს არა მარტო კომპანიის გამარჯვების ჟინს, არამედ მის მუდმივ სწრაფვას გაუმჯობესებისკენ. ტოიოტა, რომლის მთავარი ფილოსოფიაც არის "მუდმივი გაუმჯობესება და საუკეთესო ავტომობილების წარმოება" უკვე 60 წელზე მეტია ისახავს ახალ-ახალ მიზნებს და ხსნის ახალ რეკორდებს.
ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალთა გუნდმა, ავტომობილების ტესტირებისას ხუთივე კონტინენტი მოიარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "გზები ქმნიან ადამიანებს, ხოლო ეს ადამიანები კი ქმნიან საუკეთესო ავტომობილებს!"
ამბობენ, რომ ავტომობილის სულისა და ხასიათის აღსაქმელად ერთხელ მაინც უნდა შეიგრძნო ნამდვილი რბოლის მღელვარება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ასეთი ემოციის განცდის შესაძლებლობა, მგზავრის სტატუსითაც კი.
თუმცა ტოიოტამ ამაზეც იზრუნა. 2012 წელს პარიზის ავტოსალონზე Paris Motor Show კომპანიამ პირველად წარადგინა სარბოლო ავტომობილ Toyota GT86-ის სიმულატორი, რომელმაც დამთვალიერებელთა მხრიდან უდიდესი დაინტერესება გამოიწვია. მას მართავდნენ ისეთი გამოჩენილი მრბოლელები, როგორიცაა ენტონი დევიდსონი და სებასტიან ბუემი.
ფოტო: Toyota
მიუხედავად იმისა, რომ GT86-ის სიმულატორი პრაქტიკულად ერთი ადამიანის თამაშს წარმოადგენს, შესაძლებელია, რომ კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდეს ავტომობილში, მგზავრის ადგილზე. მოდელის საქარე მინა მთლიანად დაფარულია ეკრანით და მძღოლი მიჰყვება ამ ეკრანზე გამოსახულ გზას. საუკეთესო გრაფიკა, მანქანის მოძრაობის სიმულაცია და დაბურული გვერდითი მინები ქმნის განუმეორებელ ეფექტს და სრულად აგრძნობინებს ადამიანებს ავტორბოლის ამაღელვებელ ატმოსფეროს.
და აი, სულ მოკლე ხანში ქართველ ავტომოყვარულებს მიეცემათ საშუალება პირადად გამოსცადონ ეს ემოციები. თებერვლის ბოლოდან ტოიოტა გთავაზობთ ეწვიოთ ტოიოტა ცენტრ თბილისს (27 თებერვალი – 10 მარტი) ან ტოიოტა ცენტრ თეგეტას (12-24 მარტი) და თავად შეიგრძნოთ ეს ემოციები შოურუმიდან გაუსვლელად.
GT86 წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნად სრულგაბარიტულ სიმულატორს და ტოიოტა კავკასიაში იმედი აქვთ, რომ მისი გამოცდის უნიკალური შანსი ქართველი მომხმარებლების მხრიდანაც დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი არ არის წარმოდგენილი გასაყიდად ადგილობრივ სამოდელო ხაზში, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება ისიამოვნოს მისი მართვით და შეიგრძნოს ტოიოტას ავტომობილების სპორტული სულისკვეთება.
მეტი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ტოიოტას ოფიციალურ დილერებს ან ეწვიონ ტოიოტა საქართველოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები