როდის შეწყვეტს ნეტფლიქსი ჩვენს გასულელებას? — ერთი სერიალის მიმოხილვა
ფოტო: Netflix
სტატია შესაძლოა შეიცავდეს სპოილერებს სერიალ I Am Not Okay with This-ის შესახებ
უკანასკნელი ათწლეულია სატელევიზიო ინდუსტრიას აყვავების ხანა უდგას — ბოლო წლებში ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა ახალი სტრიმინგ სერვისები, რომლებიც გიგანტ ტელეარხებთან ერთად ყოველწლიურად ასეულობით უახლეს პროდუქტს ქმნიან.
ამ ყველაფრის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს: სერიალების ყველაზე აქტიური მაყურებელი თუ არ მეთქმის, ეტაპობრივად მაინც ვადევნებ ხოლმე თვალს ამ სივრცეში გამოჩენილ სიახლეებს და საყვარელი შოუებიც მაქვს ამორჩეული; არც მთლად მარტინ სკორსეზე ვარ, რომელიც კონსერვატიული სულისკვეთებით "ნამდვილი ღირებულებების" სადარაჯოზე დგას, თუმცა საქართველოში ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული პლატფორმის, ნეტფლიქსის ახალი სერიალის ყურებისას მივხვდი, რომ უკვე ცოტა მეც დავიღალე.
I Am Not Okay with This — ასე ჰქვია ახალ შოუს, რომელიც გასულ უქმეებზე სახლში უსაქმოდ კოტრიალისას იმიტომ ჩავრთე, რომ უბრალოდ დრო სასიამოვნოდ გამეყვანა. მეტი მოთხოვნა მართლა არ მქონია: არც ეთიკური დილემების გადაწყვეტას, ეგზისტენციალური საკითხების განხილვასა და მაღალზნეობრივ შეფასებებს ველოდი ამ შოუსგან, მაგრამ მიღებული შთაბეჭდილების იმედგაცრუების დოზამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ სატელევიზიო შოუების მაყურებლებს კარგი თინეიჯერული სერიალებიც გვახსოვს: იქნება ეს Euphoria თუ Sex Education. ამის ფონზე ნეტფლიქსი აქტიურად ცდილობს, რომ თავისი პროდუქცია ლამის მთლიანად თინეიჯერებს მოარგოს (რაც მისი მომხმარებლების ძირითად ასაკობრივ გემოვნებას ემთხვევა კიდეც, ალბათ), თუმცა ეს მცდელობები ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენლად უნიათოა: მე პირადად, როცა ამ ახალ სერიალს ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ მის შემქმნელს, მე, როგორც მაყურებელი, უბრალოდ სულელად წარმოვედგინე.
ახლა ვეცდები მოკლედ აგიხსნათ, თუ რამ მაფიქრებინა ეს.
I Am Not Okay with This საშუალოდ დაახლოებით 22-წუთიანი შვიდი ეპიზოდისგან შედგება, რაც მაყურებელს მინიმუმ იმის გარანტს უნდა აძლევდეს, რომ სერიალი მოსაწყენი არ იქნება. თუმცა ამაოდ: სიუჟეტურ ხაზში მთავარი გმირის ზებუნებრივი ძალის ირგვლივ გაჩენილი კითხვების გარდა, რაც ასევე ძალიან გაცვეთილი და ნაცნობია ყველასთვის, ინტრიგა თითქმის არ არსებობს.
ეგეც რომ არა, როგორც კი პირველი ეპიზოდის ყურებას დაიწყებ, მაშინვე ხვდები, რას ნახავ შემდეგ ეპიზოდებში, მეტიც, დანარჩენ სეზონებშიც კი, თუ მის გადაღებას გააგრძელებენ: პატარა ქალაქი მშვიდი ცხოვრება, რომელსაც მოულოდნელი შემთხვევა დაარღვევს, "უცნაური" თინეიჯერები, "სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო" და ასეთივე ბიჭიც აუცილებლად, უიღბლო სიყვარული, სკოლაში მაღალკლასელების პრობლემები, რომლებიც ყოვლად სასაცილოა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მაინცდამაინც ამერიკისა და ევროპის ძვირად ღირებულ სკოლებში არ სწავლობენ, ბულინგი, პირველი სექსი, ოჯახური პრობლემები და ბავშვობის ტრავმა.
მსგავსი სერიალების შემქნელებს სჯერათ, რომ ამ კომპონენტების ნაერთი დღეს კარგ სანახაობას უდრის — რა თქმა უნდა, სცენარის უთავბოლობის შესავსებად აუცილებლად უნდა გამოიყენონ უამრავი საუნდტრეკი, რომელსაც ფეისბუქზე გადავაზიარებთ და ამდენივე "ლამაზი", უშინაარსო კადრი, რომლებსაც ტამბლერზე დავარებლოგებთ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე უცნაური ისაა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ის ყველაფერი, რასაც მაყურებლებს გვთავაზობენ: როგორია "უცნაური" თინეიჯერი, რომელსაც არც მეგობრები ჰყავს, არც შეყვარებული და სკოლაში დაცინვის მსხვერპლია? ის აუცილებლად ყველაზე ლამაზმა მსახიობმა უნდა შეასრულეს. ლამის ფაშისტური ესთეტიკა იმდენად მნიშვნელოვანია დღეს, რომ მარგინალი პერსონაჟის როლზეც კი მხოლოდ სტანდარტული სილამაზის მსახიობებს განიხილავენ.
სერიალში ასევე ვაწყდებით ჟანრულ ელემენტებს: მთავარ გმირს, სიდნი ნოვაკს ტელეკინეზის უნარი აქვს. თუმცა ეს დეტალი ოდნავადაც კი ვერ უახლოვდება თუნდაც იმ მნიშვნელობას, რაც უკვე ჰქონდა სტივენ კინგის ბესტსელერის, კერის არაერთ ეკრანიზაციას ამერიკულ კულტურაში.
ფოტო: Netflix
ფოტო: Sony
მოკლედ, იმაზე მეტად რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, ვიდრე ამ სერიალის ნახვას თავად მოანდომებდით და პირად დასკვნებსაც გამოიტანდით, ამ არც ისე მოულოდნელად იმედგაცრუებულ მონოლოგს ასე დავასრულებ:
რიგით წუხილს გამოვთქვამ, რომ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების გამო დღეს ხშირად ფილმები, სერიალები თუ წიგნები ფეისბუქის სარეკლამო პოსტებზე მონიშნული აუდიტორიის სპეციფიკით იქმნება: რა მოსწონთ დღეს ყველაზე მეტად? რა თემები აღელვებთ? ვისი დანახვა გაუხარდებათ? მოდი, ეს ყველაფერი უბრალოდ ერთად ავურიოთ და ნუ ვიდარდებთ, რა იქნება საბოლოო შედეგი.
ამ ყველაფრის გამო, სერიალების (და არა მარტო) დიდი ნაწილი ერთჯერადი მოხმარების ნივთს, ან საერთოდ იმ სასუსნავს ემსგავსება, რომელიც მირთმევის პროცესში შეიძლება მოგწონს კიდეც და გავიწყებს ყოველდღიურ რუტინულ საფიქრალს, მაგრამ ბოლოს ერთიანად გამძიმებს და გულზიდვის შეგრძნებას გიტოვებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა





კომენტარები