დედის დანაზოგით დაწყებული ამ ქალის ბიზნესი უკვე მილიონებადაა შეფასებული
ფოტო: Love, Bonito
ბიზნესის დაწყებას ყოველთვის თან სდევს პოტენციური წარუმატებლობის მოლოდინი, მაგრამ რეიჩელ ლიმს განსაკუთრებული რისკის გაღება მოუწია. მან საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის დედისგან დანაზოგი ისესხა — ის, რასაც მშობელი მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა.
რეიჩელი 21 წლის იყო, როდესაც კოლეჯის მიტოვების გამო 5-ციფრიანი ჩეკის გადახდა მოუწია. გამოუვალ სიტუაციაში მყოფმა სტუდენტმა დასახმარებლად დედას მიმართა.
"მთავრობისგან სესხი მქონდა აღებული, იძულებული ვიყავი სესხი გადამეხადა, რომ სწავლა შემეწყვიტა და ჩემი საკუთარი ბიზნესი დამეწყო. ფული საერთოდ არ მქონდა, ამიტომ იძულებული გავხდი დახმარება დედისთვის მეთხოვა", — იხსენებს რეიჩელი CNBC-თან საუბრისას.
სამწუხაროდ, ოჯახს ძალიან უჭირდა. დედა ორ სამსახურში მუშაობდა, რათა მამის ჩაძირული ბიზნესის ვალები გადაეხადა. თუმცა, ლიმის სიტყვებით, სწორედ ამან მისცა მოტივაცია, რომ ბიზნესი წარმატებული გამოსვლოდა:
"ბიზნესი აუცილებლად წარმატებული უნდა ყოფილიყო. დედას იმედს ვერ გავუცრუებდი".
დიდი ბიზნესის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც დებთან, ვაიოლასთან და ველდასთან ერთად ინტერნეტით ტანსაცმლის გაყიდვა გადაწყვიტა. 2005 წელს ონლაინ შოპინგი აზიაში ახალი შემოსული იყო, მაგრამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ახლა რეიჩელი კომპანია Love, Bonito-ს თანადამფუძნებელი და კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორია.
კომპანია აზიელი ქალებისთვის კერავს ტანსაცმელს და კლიენტები მსოფლიო მასშტაბით ჰყავს. მათ შორისაა ჰონგ-კონგი, ავსტრალია და ამერიკის შეერთებული შტატები.
"მალაიზიდან, ინდონეზიიდან, ჰონგ-კონგიდან... ყველგან გვყავდა მომხმარებელი. ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს ბლოგს შემთხვევით გადააწყდნენ. სწორედ მაშინ გავაანალიზეთ, რამხელა შესაძლებლობები გვქონდა", — აღტაცებას ვერ მალავს ლიმი.
ფოტო: Love, Bonito
რეიჩელი ფიქრობს, რომ ინტერნეტში განთავსებული ტანსაცმელი ძირითადად ამერიკელი ან ევროპელი ქალების გემოვნებაზეა გათვლილი. აზიელ ქალებს განსხვავებული პროპორციები აქვთ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ ტანსაცმლის ხაზი აზიელი ქალებისთვის შეექმნა, უფრო პატარა ზომებზე და ნაზი მატერიით.
თუმცა ბიზნესის წარმატებას განსაკუთრებული მონდომება სჭირდებოდა. 2009 წელს, მასწავლებლის დიპლომის აღებამდე ლიმს მხოლოდ 8 თვე ჰქონდა დარჩენილი. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ სწავლისთვის თავი დაენებებინა და მთელი დრო ბიზნესისთვის დაეთმო. ვაიოლამ მხარი მაშინვე დაუჭირა, ველდამ კი სწავლის დასრულება გადაწყვიტა.
ფოტო: Love, Bonito
სწორედ ეს რისკი იყო იმის მიზეზი, რომ Love, Bonito დღეს წარმატებული კომპანიაა. ლიმმა ინვესტორებიც მალევე მოიზიდა. მომდევნო წელს ბრენდმა შეძლო, რომ მომხმარებლებისთვის იაფი და ხარისხიანი პროდუქტი შეეთავაზებინა, რომელიც სპეციალურად აზიური მომხმარებლებისთვის იყო გათვლილი. 2013 წელს ველდა კომპანიას ჩამოშორდა. ვაიოლა კი დღემდე მმართველი საბჭოს წევრია.
თავად ლიმი დღეს კომპანიის სახეა და ის სამხრეთ აზიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალად ითვლება. 2016 წელს, 28 წლის ასაკში, ფორბსმა ის აზიის 30 წლამდე ასაკის წარმატებული ქალების სიაში შეიყვანა. 2020 წლის იანვარში ის ჰონგ-კონგის პრემიერ მინისტრს შეხვდა.
ფოტო: Love, Bonito
გეილ ვონმა, რომელიც ახალგაზრდა ქალების მოტივაციაზე ზრუნავს, CNBC-ს უთხრა, რომ რეიჩელი ბევრი ქალისთვის შთაგონების წყაროა:
"როდესაც ბიზნესი დაიწყო ის ისეთი პატარა იყო. მას ამ სფეროსთვის განკუთვნილი განათლება არ ჰქონდა მიღებული და არც ის იცოდა, გაამართლებდა თუ არა მისი წამოწყება. თუმცა იცოდა, რომ უნდა ეცადა".
ბიზნესმა არსებობიდან დღემდე ინვესტორებისგან ჯამში 10 მილიონი დოლარი მიიღო და საკუთარი მაღაზიაც გახსნა, თუმცა რეიჩელისთვის მთავარი ისაა, რომ დედის მოლოდინები გაამართლა:
"სულ ვაძლევდი თანხას — ჩემთვის პრიორიტეტი ის იყო, რომ აღარასდროს დასჭირვებოდა რამდენიმე სამსახურში ერთდროულად მუშაობა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები