დაზოგე დრო და ენერგია — რას სთავაზობს მომხმარებლებს Menu.ge-ს ახალი აპლიკაცია
სწრაფი მიტანის სერვისი Menu.ge გაზაფხულის დაწყებასთან ერთად მომხმარებელს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს, რომელთა შესახებაც კომპანიის დირექტორი, თამარ არევაძე დეტალურად მოგვითხრობს.
როგორც ვიცით, Menu.ge-ში სიახლეები გაქვთ. რას უკავშირდება მომხმარებლის აპლიკაციის განახლება და ქეშბექის სისტემა?
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლებს მომგებიანი და საინტერესო შეთავაზებები გავუკეთოთ, რაც მოიცავს ფასდაკლებებს, კომბო აქციებსა და საჩუქრებს. ამჟამად, 5%-იანი ქეშბექის სისტემა გვაქვს დაგეგმილი, რომელიც 3 მარტიდან დაიწყება. მომხმარებელი თავისი შეკვეთის 5%-ს მიიღებს Menu.ge-ს ბალანსზე, ნებისმიერ შეკვეთაზე. მომხმარებელს შეეძლება როგორც ბონუსის დაგროვება, ასევე მათი გამოყენება ნებისმიერ დროს.
სიახლე გვაქვს აპლიკაციასთან დაკავშირებითაც. სულ ცოტა ხანია, რაც ჩავუშვით ახალი აპლიკაცია, უფრო თანამედროვე დიზაინითა და ფუნქციებით. ვფიქრობთ, რომ ამ აპლიკაციით ბევრად უკეთეს გამოცდილებას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს.
რა იყო მთავარი გამოწვევა აპლიკაციის განახლებამდე და როგორ აგვარებს ახალი ვერსია ამას?
მთავარი გამოწვევა, ალბათ, დღევანდელი რეალობაა. დღეს საჭმლის მიტანის სერვისის აპლიკაცია თუ მაქსიმალურად მორგებული არ არის იმაზე, რომ მართლა დრო და ენერგია დაზოგოს, მაშინ ნაკლებად სარგებლიანი გამოდის მისი გამოყენება. ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო მაქსიმალურად გამოგვეკვლია ჩვენივე მომხმარებელი, გაგვეგო, როგორ გამოიყენებდნენ ისინი ამ აპლიკაციას. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ მაქსიმალურად კარგი გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებელს, რაც მისგან ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს. შესაბამისად, აპლიკაცია გახდა ძალიან მარტივი და დაბალანსებული UX-ის კუთხით და კიდევ უფრო ამართლებს იმ მიზანს, რასაც ჩვენი კომპანია ისახავს — დაუზოგოს დრო და რესურსი ჩვენს მომხმარებელს. ახალი აპლიკაცია შექმნილია როგორც Android-ისთვის, ასევე iOS-ისთვისაც.
რომელ ცვლილებას თვლით ყველაზე მნიშვნელოვნად?
ჩვენი აზრით, ეს აპლიკაცია მთლიანობაში არის დიდი ცვლილება კომპანიისთვის. ცალკე ელემენტების ცალსახად გამოყოფა არ შეიძლება. თუმცა, შემიძლია ჩემი პირადი აზრი გითხრათ, რომ განახლებული დიზაინი და ღილაკების განლაგება საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. თუმცა ცალსახაა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგისტრაციის გამარტივება და გამრავალფეროვნება, რუკის ახალი და, რაც მთავარია, ძალიან ზუსტი ვერსია, გამარტივებული ძებნა და მრავალი სხვა. აქვე დავამატებდი, რომ აპლიკაციაში უკვე ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ელემენტები, რომლის მეშვეობითაც აპლიკაცია თითოეულ მომხმარებელს შესთავაზებს მასზე მორგებულ შეთავაზებებს მისი შეკვეთების ანალიზის შედეგად.
როგორ მიმდინარეობდა განახლების პროცესი, ვინ იყო ჩართული? როგორ გაიარა აპლიკაციამ ტესტირების ეტაპი?
განახლების პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი. მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია რამოდენიმე ქვეყანაშია წარმოდგენილი, შესაბამისად, თითოეულ ქვეყანას ჰქონდა თავისი მოთხოვნები აპლიკაციის მიმართ, გარდა ზოგადი მიდგომებისა. აპლიკაციაზე მუშაობა მიმდინარეობდა პირდაპირი მნიშვნელობით 24/7-ზე და პროცესში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა რგოლის თანამშრომელი, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული ყველა მხარე: მომხმარებელი, ჩვენი პარტნიორი კურიერები, ქოლ-ცენტრი და ა.შ. აპლიკაციის ტესტირება მიმდინარეობდა ქვეყნების მიხედვით, სადაც გვყავდა ფოკუს ჯგუფები. თითოეული ჯგუფი შედგებოდა ჩვენი თანამშრომლებისგან, ერთგული მომხმარებლებისგან და ახლადდარეგისტრირებული, ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანებისგან. ასობით ადამიანი ყოველდღიურად იყენებდა აპლიკაციას რამოდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი ინტერესები და სურვილები და სწორედ ამის გამო, დავამატეთ რამდენიმე ახალი ფუნქციონალიც, მაგალითად, კატეგორია რჩეული, სადაც შესაძლებელია საყვარელი პროდუქციის მოთავსება, შემდგომში გამარტივებული შეკვეთისთვის.
როგორია მომხმარებლების უკუკავშირი, როგორი შეფასებები აქვს ახალ აპლიკაციას?
ძირითადად ძალიან პოზიტიური გამოხმაურება აქვს აპლიკაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ე.წ. ბაგია სისტემაში და მათი აღმოფხვრა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. აპლიკაცია ცოცხალი ორგანიზმია და შესაბამისად, მისი საბოლოო დახვეწა მუდმივ რეჟიმშია.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რაც Menu.ge-ს კონკურენტებისგან განასხვავებს?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი მთავარი პრინციპია დავზოგოთ მომხმარებლის ყველა რესურსი, რომელსაც ის ხარჯავს საჭმლის დამზადებაზე, შესაბამისად, ჩვენი უპირატესობებიც აქედან გამომდინარეობს. პირველი და მთავარი, ჩვენ ვმუშაობთ ყველა ადამიანზე, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც მაგალითად არც აპლიკაციას იყენებს და ვერც დესკტოპ ვერსიასთან მეგობრობს, მათთვის გვაქვს ქოლ-ცენტრი. ასევე ჩვენ მომხმარებელს არ ვზღუდავთ არჩევანში და მას შეუძლია შეკვეთა ყველა რესტორნიდან, რომელიც განთავსებულია სისტემაში. შესაძლებელია რამდენიმე რესტორნიდან ერთდროული შეკვეთაც. ხშირად ხდება, რომ ამის გამო შეკვეთის მიტანის დრო იზრდება, თუმცა ამომავალი წერტილი მაინც მომხმარებლის სურვილია, ჩვენ ხომ იმისთვის ვართ შექმნილი, რომ ადამიანებს ყოველდღიურად სიხარული მივაწოდოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები