7 რამ, რისი მარტო მირთმევაც დანაშაულია
ფოტო: goir / Shutterstock
ამბობენ, მარტო კაცი ჭამაშიდაც ბრალიაო. მიუხედავად იმისა, რომ საჭმლის გემო იმის მიხედვით არ იცვლება მარტო ხართ თუ მეგობრებთან ერთად, საჭმლის გაზიარებაში არის რაღაც განსაკუთრებულად სასიამოვნო.
უხსოვარი დროიდან ასე იყო, პურის გატეხვით იწყებოდა საუბარიც და დაახლოებაც. ცხადია, ჭამის ეს ნაწილი დღემდე გამოგვყვა და ლანჩი იქნება, ვახშამი თუ საღამოს სადმე გასვლა, ჰაერივით გვჭირდება იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებიც საჭმლის მიღების პროცესს მეტ ღირებულებას შესძენენ.
სწორედ ამიტომ ვიკრიბებით და ვჭორაობთ, ვდავობთ, ვსაუბრობთ და ემოციურად ვიცლებით კვების პარალელურად. მოკლედ, ჭამა ერთი დიდი რიტუალია.
ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ იმ 7 საჭმელს, რომელიც სწორედ გასაზიარებლადაა შექმნილი და რომელიც მეგობრებთან ერთად, ბევრად უფრო გემრიელია.
1. პიცა
პატარა პიცის შეკვეთით მეგობრებისგან მაშინვე დაიმსახურებთ გაბრაზებულ გამოხედვებს. იცით, რატომ აქვს პიცას ნაჭრები? იმიტომ, რომ ის ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანისთვისაა შექმნილი. ნუ გექნებათ ილუზია, რომ პატარა პიცას ნება-ნებით მიირთმევთ და არავინ შეგეწილებათ. რაც შეეხება სახლში გამოძახებას, თუნდაც მარტო იყოთ, პატარა პიცის გამოძახება არ ღირს. ჯერ ერთი, ნამდვილი მეგობარი შორიდანაც იგრძნობს, რომ პიცა შეუკვეთეთ და მაინც დაგადგებათ და მეორეც, ცხადი გახდება, რომ მთელი პიცა თქვენთვის გინდათ. სჯობს, შთაბეჭდილება შექმნათ, თითქოს სამეგობროს ანაყრებთ და მერე მთლიანად თქვენ გადასანსლოთ ყველაფერი.
2. კიტრის მწნილი
როცა გვეკითხებიან, რომელია თქვენი საყვარელი საჭმელიო, ბოლო, რაც გვახსენდება კიტრის მწნილია. არადა რა შეედრება პატარა ხრაშუნა კიტრებს, ოდნავ მოტკბოს, ოდნავ მარილიანს, ოდნავ ცხარეს და ზუსტად იმდენად გემრიელს, რამდენადაც საჭიროა. როგორც წესი, ქილაში ბევრი კიტრია, ასე რომ, გაზიარება ნუ დაგენანებათ. თუ თავად არ ამოიღებთ თეფშზე, მაშინ შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენი ყველა მეგობარი ერთად ჩაყოფს ხელს და შეიძლება გაიჭედონ კიდეც. ბოლოს კი წვენსაც დალევს ვიღაც. ყველას გვყავს ერთი ადამიანი სამეგობროში, ვისაც ქილაში დარჩენილი წვენი უყვარს.
3. ფრი
ფრი გამონაკლისია. ის არაა შექმნილი გაზიარებისთვის, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყოველთვის ზიარდება. როცა მას უკვეთავთ, ზუსტად იცით, რომ ეს გემრიელობა მხოლოდ თქვენთვისაა, თანაც ყველა დიეტაზეა და მარტო შეძლებთ თქვენი გარნირის მირთმევას.. მაგრამ საკმარისია მიმტანი ჰორიზონტზე გამოჩნდეს, რომ ყველა ივიწყებს დიეტას და ფრისკენ იწვდის ხელს. თქვენც ნებდებით და უკვეთავთ კიდევ ერთ ფრის, მერე კიდევ ერთს და კიდევ ერთს, სანამ არ დაღამდება და სახლებში არ დაიშლებით.
4. კიტკეტი
კიტკეტი, უფრო კონკრეტულად კი კიტკეტის ახალი ფილა შექმნილია გაზიარებისთვის. ამბობენ, რომ ის განსაკუთრებულად გემრიელი შესვენების დროს ხდება. ასე რომ, თამამად მიირთვით ნებისმიერი ტიპის შესვენების დროს: როცა თანამშრომლებთან ერთად აივანზე გადიხართ “ფეხის გასაშლელად”, როცა წყლის დისტილერთან განიხილავთ, როგორი შაბათ-კვირა გქონდათ, როცა მეგობრებთან ერთად ფეხბურთს უყურებთ და 15 წუთი გაქვთ ტაიმებს შორის, ან როცა სერიალის ერთი სერია უკვე დასრულდა და მეორე ჯერ არ ჩაგირთავთ. მოითქვით სული, მოიტეხეთ შოკოლადი, ცოტა სხვებსაც მოუტეხეთ და ახალი ენერგიით გააგრძელეთ დაწყებული საქმეები.
5. თხილის გული
თხილის გული აუცილებლად თქვენს 8 ძმასთან ერთად უნდა მიირთვათ. თუ არ გყავთ 8 ძმა, მაშინ თხილის გული დაანაწილეთ 9 ნაჭრად და ნელ-ნელა მიირთვით. ამხელა თხილს მორევა ხომ უნდა?
6. მანდარინი
როცა ადამიანი სათუთად გაფრცქვნილი მანდარინის მეოთხედს ან ნახევარს გაძლევთ, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ. თანაც, მანდარინის განაწილება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ციტრუსის ან ხილის. დაჭრაც კი არ სჭირდება.
7. თონის პური
ფოტო: globalchick
თონის პურის გატეხვა ისეთივე ეროვნული ტრადიციაა, როგორიც სტუმარმასპინძლობა. ამ შემთხვევაში ერთი ის წესი არსებობს, რომ ვინც თონის პური იყიდა, ყუაც სწორედ მისია. დანარჩენი კი შეგიძლიათ დაუნანებლად გასცეთ. ასე იაფად ამდენ ადამიანს სხვა ვერაფრით გააბედნიერებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა






კომენტარები