"თქვენ მარტო არ ხართ, სოლიდარობა ზვარეს" - აქცია-მსვლელობა თბილისში (ფოტოები)
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
"თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა", "სოლიდარობა ზვარელ მუშებს", "სოლიდარობა მუშებს", "მოვითხოვთ რეალურ შრომის ინსპექციას", "მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია" - ამ ლოზუნგებით, დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართა. თბილისის სოლიდარობის ქსელის ორგანიზებული აქციის მონაწილეები სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტის გასაპროტესტებლად ბრითიშ პეტროლეუმის ოფისთან შეიკრიბნენ და საქართველოს რკინიგზის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს.
დროდადრო კი ჩერდებოდნენ და მოსახლეობას პროტესტის მიზეზს განუმარტავდნენ.
მოქალაქეები მოითხოვდნენ:
- დადგეს ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიანიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია.
- ამ დრომდე, მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს საქართველოს რკინიგზა, მიუხედავად იმისა, რომლის ქვეკონტრაქტორიც არის აღნიშნული კომპანია. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ზვარეში მომხდარი ინციდენტი სხვა კომპანიის შიდა პროცესებია, რომელზეც საქართველოს რკინიგზა ვერ გააკეთებს კომენტარს.
- რკინიგზის ადმინისტრაცია სასწრაფოდ ჩაერთოს პროცესში და აიღოს შესაბამისი პასუხიმგებლობა მის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე. საზოგადოებისთვის ცხადი უნდა გახდეს თუ როგორ და რა გზით შემოვიდა საქართველოში მსგავსი დამსაქმებელთა ჯგუფი.
- ანაზღაურდეს იძულებითი მოცდენა საქართველოს რკინიგზის მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად გამოძიების მიერ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია.
- ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ზვარეს შემთხვევა არ არის პირველი და არ უნდა მიენიჭოს ამ თემას შოვინისტური ხასიათი.
შეკრებილ ადამიანებს მიმართა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ზვარეში შეკრებილია 80-მდე მუშა, ზვარეს მოსახლეობა, დაზარალებულების ოჯახის წევრები და სოფელ ქარელის მოსახლეობაც:
"ისინი მოითხოვენ, რომ კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ დატოვოს სამშენებლო ობიექტი. ეს არის მათი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე ისინი არ აპირებენ დაშლას."
ხაზი გაესვა საზოგადოების ნაწილში გაჩენილ ქსენოფობიურ განწყობასაც. გვანცა ხონელიძის თქმით, კონკრეტულ საქმეში ეროვნება არაფერ შუაშია და შეკრების მიზანი მშრომელთა უფლებების დაცვაა:
"უკვე ვუსმენდი იმ დისკურსს, რომ ჩინელები, ან ეროვნება მნიშვნელობს ამ მომენტში. ჩვენი მკაფიო მესიჯი იქნება ის, რომ აქ ეროვნება არაფერ შუაშია. მჩაგვრელი იქნება ჩინელი, იქნება ქართველი, თუ ნებისმიერი სხვა წარმომავლობის, ყველანაირი ნაციონალისტური დისკურსი უნდა გამოვრიცხოთ. უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რომ ჩვენი მიზანია, დავიცვათ მშრომელი და არ გავაღვივოთ მტრობა კონკრეტულ ეროვნებებს შორის. ვითხოვთ რეგულაციებს, ვითხოვთ ქმედით მედიაციას, ვითხოვთ ქმედით შრომის ინსპექციას."
"თქვენ მარტო არ ხართ. თბილისშიც ფიქრობენ თქვენზე. სოლიდარობა ზვარეს! სოლიდარობა მუშებს." - თქვა ლევან ლორთქიფანიძემ.
2 ნოემბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე მუშა კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს წარმომადგენლებმა სცემეს. თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. 3 ნოემბერს, დღის ბოლოს, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში






კომენტარები