ოქსფორდის ლექსიკონს სექსისტური განმარტებების გამოყენებაში ადანაშაულებენ
ფოტო: Ian Nicholson/PA
2015 წელს დიდ ბრიტანეთში შექმნილმა ფემინისტურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ — ქალთა თანასწორობის პარტია — ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობას ღია წერილით მიმართა და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში სიტყვა "ქალის" განმარტებიდან "სექსისტური" განსაზღვრებების ამოღება მოსთხოვა.
წერილში აღნიშნულია, რომ ლექსიკონში სიტყვა "ქალის" სინონიმად მოყვანილია ისეთი განსაზღვრებები, როგორებიცაა "ძუკნა" (bitch) და "შინაბერა, მოახლე" (maid). სანაცვლოდ სიტყვა "კაცის" განმარტებაში კი ვკითხულობთ: "მამრობით სქესთან დაკავშირებული ისეთი ნიშან-თვისებების მქონე პიროვნება, როგორებიცაა სიმამაცე და სიმტკიცე".
"ძუკნა ქალის სინონიმი არ არის. ამ სიტყვის დაძახება ქალს ადამიანურ ღირსებას ულახავს. ეს არის ყოველდღიური სექსიზმის გამოხატულება, რომელიც ქალებს ზიანს აყენებს და ეს ლექსიკონში მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული", — ვკითხულობთ წერილში, რომლითაც ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობას ლექსიკონში ცვლილებების შეტანას სთხოვენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით მარია ჯიონავარდიას ინიციატივით ონლაინ პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ამჟამად 32 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიცენზირებული ლექსიკონია, რომელსაც ისეთი გავლენიანი კომპანიები იყენებენ, როგორებიცაა Apple და Google.
"ეს ყოველდღიურ სექსიზმს ან პატრიარქატს ვერ დაასრულებს, მაგრამ მაინც კარგი დასაწყისია. ამ ლექსიკონშია მოყვანილი სინონიმები და მაგალითები კონტექსტის გარეშე ქალების მიმართ ნეგატიურ სტერეოტიპებს ამყარებს. ეს კი ზიანის მომტანია, რადგან ენა გამოხატავს სამყაროში არსებულ დამოკიდებულებებს, განსაზღვრავს შემდგომ აღქმას და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ მოექცევიან და აღიქვამენ ქალებს", — ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს ლინგვისტები და უნივერსიტეტის პროფესორებიც აწერენ.
ამ საკითხზე განმარტება გააკეთა ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის წარმომადგენელმაც:
"ჩვენი ლექსიკონები უფრო ასახავს იმას, თუ როგორ გამოიყენება ენა, ვიდრე ახალ დანიშნულებას აძლევს მას. მათში თითოეული სიტყვა უკლებლივ იმის მიხედვითაა მოყვანილი, თუ როგორ იყენებენ ინგლისურ ენას ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული განმარტებები შეიძლება შეიცავდეს დამამცირებელ მნიშვნელობებს, მათ ამის განმსაზღვრელი ნიშანი აუცილებლად აქვთ მინიჭებული."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები