ქალებს ქალობისთვის სჯიან... დამნაშავე ხარ შენ! — საპროტესტო პერფორმანსი ფემიციდის წინააღმდეგ
"დამნაშავე ხარ შენ! დამნაშავეა სახელმწიფო, პოლიცია, პროკურორი, სასამართლო! დამნაშავეა მეზობელი, რომელსაც ესმოდა და არ დამიცვა! დამნაშავეა ნათესავი, რომელმაც იცოდა და არ დამიცვა!"
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
დღეს, 8 მარტს ქალთა მოძრაობამ ფილარმონიასთან ფემიციდის საწინააღმდეგო აქცია-პერფრომანსი გამართა და ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტა. აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსი ქალები და სამოქალაქო აქტივისტებიც.
ქალებმა შეასრულეს საპროტესტო ცეკვა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და ძალადობის საპროტესტო სიმბოლურ აქტად იქცა.
როგორც ქალთა მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბაია პატარაიამ თქვა, პერფორმანსის მთავარი მესიჯი ისაა, რომ ფემიციდთან მიმართებით ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნოს.
"ეს პერფორმანსი ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარადა. პირველად ეს მოხდა ჩილეში. ჩვენ გადავაქართულეთ ეს ტექსტი და ფემიციდის წინააღმდეგ გადმოვიტანეთ. მთავარი მესიჯი არის ის, რომ ყველამ უნდა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა ასეთი სოციალური პრობლემებისა და დანაშაულის წინაშე. ყველამ თუ არ შევეცადეთ, მხოლოდ პოლიცია ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს", — განაცხადა ბაია პატარაიამ.
ნახეთ ფოტორეპორტაჟი აქციიდან.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge
ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge
ფემიციდის სტატისტიკა საქართველოში
13 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახური დანაშაულის სტატისტიკა წარადგინა. უწყების თქმით, 2019 წელს ოჯახურ დანაშაულს 7 ქალი ემსხვერპლა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს უდრის, თუმცა წინა წლებზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.
შსს-ში ამბობდნენ, რომ ამ დანაშაულზე მიმართვიანობა გაიზარდა და 6 000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, ბრალი წარუდგინეს 4 564 მოძალადეს და 10 266 შემაკავებელი ორდერიც გამოწერეს.
ერთი შეხედვით, სტატისტიკა პრევენციის მექანიზმის შედეგიანობაზე გვიჩვენებდა, თუმცა 2020 წლის პირველ სამ თვეში უკვე 8 ქალი მოკლეს.
იანვარში თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, ყოფილმა ქმარმა ქალი დაჭრა. მომხდარიდან სამ დღეში ფოთში ისევ ყოფილმა ქმარმა დაჭრა ქალი. მომდევნო თვეში ცოლი, რომელიც მოძალადისგან თავის დაღწევას სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში განქორწინების გზით ცდილობდა, ადგილზე მოკლეს. მარტში ჭიათურაში, ხალხმრავალ ადგილას, ბავშვთან ერთად თავშეფარებულ ქალს ქმარი თავს დაესხა და სცემა. მეორე დღეს ხაშურში, ასევე, ხალხმრავალ ადგილზე ქალი ყოფილმა ქმარმა მუცლის არეში დანით დაჭრა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები