7 უმნიშვნელოვანესი წიგნი წარსულის პანდემიებზე
თუ დაავადებათა გავრცელების შესახებ ისტორიული კონტექსტისა და სამეცნიერო ინფორმაციის მიღება გსურთ, ამ წიგნების გაცნობა კარგი დასაწყისი იქნება.
ფოტო: Matt Dorfman
სანამ სამყარო ახალი კორონავირუსის შესაჩერებელ ბრძოლაშია ჩაბმული, ამ ნაშრომებით შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ადამიანები ათასწლეულებია, სწრაფად გავრცელებად, საშიშ დაავადებებს უპირისპირდებიან.
1. ქოლერა
ფოტო: Riverhead Books
მოჩვენების რუკა: ლონდონის ყველაზე შემაძრწუნებელი ეპიდემიის ამბავი — და როგორ შეცვალა მან მეცნიერება, ქალაქები და თანამედროვე სამყარო, — სტივენ ჯონსონი
1854 წლის აგვისტოში მრავალი ღარიბი ლონდონელი "მოულოდნელად გახდა ცუდად და კვდომა იწყო. მათი სიმპტომები მოიცავდა მუცლის ტკივილს, ღებინებას, ნაწლავურ სპაზმს, დიარეასა და წყურვილის დაუოკებელ სურვილს. რასაც უნდა გამოეწვია ეს მდგომარეობა, ის სწრაფი იყო — სწრაფად კლავდა (ზოგჯერ შეყრიდან 12 საათშიც კი) და სწრაფად ვრცელდებოდა ახალ მსხვერპლებზე", — ვკითხულობთ დევიდ ქუამენის რეცენზიაში. ჯონსონის ტექსტი ლონდონისთვის ქოლერის ყველაზე საშინელ ეპიდემიას შთამბეჭდავად და დეტალურად აღწერს. "24 საათში 70 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესობა ღარიბულ დასახლებებში, და კიდევ ასობით ადამიანი იყო საფრთხეში".
2. შიდსი
ბენდი კი განაგრძობდა დაკვრას: პოლიტიკა, ხალხი და შიდსის ეპიდემია, — რენდი შილტსი
როგორც შილტსი თავისი მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი, 1987 წლის წიგნის პროლოგში წერს, "ამერიკაში შიდსის გავრცელების პირველი ხუთი წელი სახელმწიფოებრივი უუნარობით გამოწვეული დრამაა, რომელიც არასაჭირო სიკვდილთა ფონზე მიმდინარეობდა". მწერალი აკრიტიკებს ამერიკის ადგილობრივ და ფედერალურ მთავრობებს, მეცნიერებს, მედიას, პოლიტიკოსებსა და გეი თემთა ლიდერებს. "ამ ამბის მოყოლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარასდროს, არავისთან და არსად აღარ განმეორდეს", — აღნიშნავს ის.
3. ებოლა
ცხელი ზონა: შემაძრწუნებელი ნამდვილი ისტორია ებოლა ვირუსის წარმოშობის შესახებ, — რიჩარდ პრესტონი
"რიჩარდ პრესტონის ჩამთრევი ახალი დოკუმენტური თრილერის სცენები ისეთ სურათებს ბადებს გონებაში, როგორიც მხოლოდ ფილმებში გინახავთ", — წერს მიჩიკო კაკუტანი თავის 1994 წლის რეცენზიაში, — "ამ ამბის ყველაზე საშიში ნაწილი ისაა, რომ ეს სცენები ნოველისტის ან სცენარისტის წარმოსახვის ნაყოფს არ წარმოადგენს. ისინი ჟურნალისტის, რიჩარდ პრესტონის მიერ თვეების განმავლობაში შეკრებილ მასალას ეყრდნობა. პრესტონმა მიზნად დაისახა, აღეწერა ის ახალი მომაკვდინებელი ვირუსები, რომლებიც, როგორც ჩანს, აფრიკის ტროპიკული ტყეებიდან ვრცელდებიან და, ამასთან, მოეყოლა იმ ქალებისა და კაცების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, იქამდე შეაკავონ ვირუსები, სანამ ისინი შიდსის მსგავსად გავრცელდებიან ფართო მასებში".
4. გრიპი
ფოტო: Farrar, Straus and Girou
გრიპი: ისტორია 1918 წლის დიდი გრიპის პანდემიის შესახებ და ვირუსის გამომწვევი მიზეზების ძიება, — ჯინა კოლატა
"1918 წლის შემოდგომაზე, როცა ევროპაში ომი თითქმის დასრულებული იყო, სამყაროს საშინელი ჭირი დაატყდა თავს. ხალხი მას ესპანურ გრიპს უწოდებდა, თუმცა ამ უვნებელ სახელს დაავადებისთვის ხელი არ შეუშლია, მოეკლა ორჯერ უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე დიდმა ომმა შეიწირა", — წერს დევიდ პაპინუ სამედიცინო რეპორტიორის, კოლატას წიგნის რეცენზიაში, — "მხოლოდ აშშ-ში იმ ზამთარს ნახევარ მილიონამდე ადამიანმა გაჭირვებით ამოუშვა უკანასკნელი სუნთქვა, რადგან ინფექცია პირდაპირ ფილტვებიდან აცლიდა მათ სიცოცხლეს". შესაძლებელია, რომ ასეთი მომაკვდინებელი გრიპი დღესაც დაბრუნდეს? — ეს წიგნი იმ მეცნიერებზეა, რომელთაც აღელვებთ ამის შესაძლებლობა და, როგორც კოლატა წერს, "ისინი ნამდვილად არ წყვეტენ ნერვიულობას".
5. მალარია
ცხელება: როგორ მართავს მალარია კაცობრიობას 500,000 წლის განმავლობაში, — სონია შაჰი
"სონია შაჰის საოცარი ძალისხმევის შედეგად შექმნილი ნამუშევარი მალარიის ისტორიაზე დაგარწმუნებთ, რომ ჩვენი კოლექტიური ბედისწერის რეალური საუნდტრეკი სინკოპალური წუილი-დარტყმა, წუილი დარტყმაა — ხმა, რომელსაც ადამიანისა და კოღოს მარადიული ორთაბრძოლა გამოსცემს", — წერს აბიგეილ ცუგერი გაზეთ The Times-ში.
6. შავი ჭირი
შორეული სარკე: დამღუპველი მე-14 საუკუნე, — ბარბარა თაქმენი
1978 წლის კრიტიკულად აღიარებულ ტექსტში თაქმენი ამტკიცებს, რომ მეთოთხმეტე საუკუნის დამანგრეველ ძალთაგან ბევრი — ომი, რელიგიური სქიზმები, შავი ჭირი — მეოცე საუკუნეში თავიდან გადათამაშდა. წიგნის სათაურიც სწორედ ამ იდეის გამოხატულებაა.
7. ყვავილი
ფოტო: Hill and Wang;
ამერიკის ყვავილი: 1755-82 წლების დიდი ეპიდემია, — ელიზაბეტ ა. ფენი
"ამერიკის რევოლუციას ჩრდილოეთ ამერიკაში ყვავილის გავრცელება დაემთხვა, რამაც ამოჟლიტა მოსახლეობა და შეცვალა ისტორიის კურსი", — წერს საგაზეთო მიმომხილველი, ჯენეტ მესლინი, — "იმ მრავალფეროვან წყაროებზე დაყრდნობით, რომელთაც მისის ფენის ბრწყინვალე კვლევა იყენებს, ნათელი ხდება, რომ ეპიდემიას რევოლუციური ომის ამბავში უმნიშვნელო დანამატად განიხილავდნენ.
მაგრამ ამჯერად ასე არ მომხდარა: ფენი სრულიად ფოკუსირებულია დაავადებაზე, მის გავრცელებასა და მისით გამოწვეულ მნიშვნელოვან შედეგებზე".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები