ჰეიდი კრუზი: ტედს არ ეშინია სწორი და ამავე დროს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის
ფოტო: Scott Olson/Getty Images
„ტედს ხმა უნდა მისცეთ იმიტომ, რომ ის არის საოცრად პრინციპული და ყოველთვის დგამს სწორ ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ნაბიჯები პოპულარული“, – ასე მიმართა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი ტედ კრუზის ცოლმა ჰეიდი კრუზმა რესპუბლიკური პარტიის წევრებს 29 აპრილს, კოკომოში, ინდიანაში გამართულ ვახშამზე. ღონისძიებას, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ლიდერები, თანამდებობის პირები, პარტიის დამფინანსებლები და გუბერნატორის მოადგილე ერიკ ჰოლკომბი. რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჟურნალისტები მსოფლიოს 25–მდე ქვეყნიდან, რომლებიც აშშ–ში სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით იმყოფებიან.
ჰეიდი კრუზის გამოჩენა 8 წლის შვილთან, კაროლინასთან ერთად, მოულოდნელი აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან პარტიულ ღონისძიებაზე მისი გამოსვლა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.
ჰეიდი კრუზი კოკომოში გამართულ ვახშამზე. ინდიანა, აშშ. 29 აპრილი, 2016.
ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ჰეიდი კრუზი Goldman Sachs-ის საინვესტიციო მენეჯერია, რომელიც წლების წინ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობდა ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით. ტედ კრუზის საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისთანავე მანს კარიერული პაუზა აიღო და მთლიანად ჩაერთო ქმრის კამპანიაში. „იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა კრიზისშია“, – ასე უპასუხა ჰეიდი კრუზმა აღნიშნულ საკითხზე დასმულ კითხვებს.
კოკომოში, ინდიანაში გამართულ ღონისძიებაზე მისი სიტყვა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. მან ხელისუფლების ძირითად ნაკლოვანებებზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც წლების წინ დაიწყო.
„მე ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ, რომ კონსტიტუცია დარტყმის ქვეშაა, რადგან გვყავს წარმოუდგენლად ლიბერალი მთავრობა, რომლის გვერდითაც ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს“, – თქვა ჰეიდი კრუზმა და დეტალურად მიმოიხილა კონსტიტუციის ის მუხლები, რასაც მისი აზრით, ობამას ადმინისტრაცია უგულებელყოფს.
„ჩვენ გვსურს შევქმნათ სამუშაო ადგილები კერძო სექტორში. მეორე ამოცანაა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური თავისუფლება. ჩვენ გვჭირდება ჩვენი გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციის მეორე შესწორებით გარანტირებული უფლებების დაცვა (იარაღის ტარების უფლება), ასევე გვჭირდება მეოთხე შესწორებით გარანტირებული უფლების დაცვა (სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩხრეკისა და კონფისკაციის დაუშვებლობა). გარდა ამისა, ვფიქრობ, პრეზიდენტმა საერთოდ არ იცის მეათე შესწორების არსებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება უნდა იყოს თითოეული შტატის ხელში და თქვენ და თქვენი გუბერნატორი უნდა იღებდეთ გადაწყვეტილებებს და არა ვინმე სხვა“, – განაცხადა ჰეიდი კრუზმა, რასაც დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა. მისივე თქმით, ის 15 წელია, რაც ტედ კრუზზე დაქორწინდა და ამ ხნის განმავლობაში ის დარწმუნდა მისი ღირებულებების სისწორესა და პრინციპულობაში.
მიუხედავად თავისი დატვირთული გრაფიკისა, ტედი მუდამ ახერხებს გამონახოს დრო ოჯახისთვის და ეს არის კიდევ ერთ მიზეზი, რატომაც მთელი ოჯახი მხარს უჭერს მას რთულ საპრეზიდენტო მარათონში.
ჰეიდი კრუზმა კოკომოში ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას ასევე თქვა, რომ ტედ კრუზი არის ყველა იმ ღირებულების ერთგული, რომელიც არ არის უცხო არცერთი ამერიკელი კონსერვატორისთვის. მანდ შეკრებილ საზოგადოებას და პარტიის შემომწირველებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რის შემდეგაც შეხვედრა დაახლოებით 1 საათში დატოვა.
ინდიანაში 3 მაისს მორიგი პრაიმერი გაიმართება, რომლის მიმართაც ამერიკაში განსაკუთრებული მოლოდინია, რადგან შესაძლოა, სწორედ ამ დღეს გამოიკვეთოს უფრო ცხადად, ვინ იქნება რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი. თუ ტედ კრუზმა აღნიშნული პრაიმერიც წააგო, მაშინ მას, პრაქტიკულად, შანსი აღარ ექნება და გზა გაეხსნება დონალდ ტრამპს, რომელიც წინააღმდეგია აშშ–ს მონაწილეობის ნებისმიერ საერთაშორისო გაერთიანებაში, მათ შორის ნატოშიც.
3 მაისის პრაიმერს და პრაიმერამდე დაგეგმილ ღონისძიებებს On.ge ინდიანაპოლისიდან გააშუქებს.
მასალა მომზადებულია საქართველოში აშშ–ს საელჩოს მხარდაჭერით.
Reporting supported by the US Embassy in Georgia.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები