ტელეკომპანია იმედმა მოსკოვში ბიუროს მუშაობა განაახლა
ფოტო: იმედი
ტელეკომპანია იმედმა მოსკოვში ბიურო გახსნა, რომელიც 2012 წლიდან აღარ მუშაობდა. როგორც On.ge-ს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა უთხრა, მოსკოვში მუშაობა პირველი მარტიდან, ერთი ჟურნალისტითა და ერთი ოპერატორით განაახლეს.
"მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიების მსგავსად, ჩვენც არაერთ ქვეყანაში გვაქვს ჩვენი წარმომადგენლობა მუდმივი რეპორტიორებისა თუ ფრილანსერების სახით. შეერთებულ შტატებში დემნა დევდარიანი ხელმძღვანელობს ჩვენს ბიუროს, ბრიუსელში — ქეთი ქარდავა, მოსკოვის ბიურო არსებობდა 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით. ასევე, სერიოზულად ვმუშაობთ აზიაში, კერძოდ, ჩინეთში ბიუროს გახსნაზე და ველით ვირუსული კრიზისის გადაგორებას", — ამბობს ირაკლი ჩიხლაძე.
კითხვას, რატომ მიიღეს ბიუროს გახსნის გადაწყვეტილება 8 წლის შემდეგ და რატომ ჩათვალეს, რომ ეს აუცილებელია საინფორმაციო სამსახურისთვის, ჩიხლაძე ასე პასუხობს:
"ბევრი თემაა, რომელიც საქართველოს ეხება, გვქონდა შესაძლებლობა და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის და მაყურებლისთვის საინტერესო იქნება თუნდაც ჩვენს კონტექსტში იქედან ამბების მოსმენა და გაკეთება".
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტელეკომპანია იმედი
On.ge სხვა საერთო მაუწყებლებსაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რომელ ქვეყნებში ჰყავთ ბიუროები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა შონია ამბობს, რომ ბიურო არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ და არ იცის, განიხილება თუ არა რომელიმეში გახსნის საკითხი.
მოსკოვში არ აქვს ბიურო არც ფორმულას. ტელეკომპანიას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჟურნალისტები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰყავს.
რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსმა, ნინო შუბლაძემ კი On.ge-ს უთხრა, რომ ამ ეტაპზე ჰყავთ ოპერატორი ამერიკაში და განიხილავენ ჟურნალისტის დამატებასაც, ასევე, სურთ ბიუროს გახსნა ევროპაში, თუმცა ეს დამოკიდებულია ფინანსებზე. რაც შეეხება რუსეთს, ნინო შუბლაძე ამბობს, რომ იქ ბიუროს გახსნის საკითხი არ განიხილება.
მოსკოვში არ აქვს ბიურო არც მთავარ არხს. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ რუსეთში ბიუროს გახსნას არ განიხილავენ. მთავარ არხს ბიურო არ აქვს არც სხვა ქვეყნებში, თუმცა აშშ-ის შემთხვევაში ამერიკის ხმასთან თანამშრომლობენ, რომელიც მასალებს აწვდის.
არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ბიურო TV პირველსაც. საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნინო ჟიჟილაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ამისთვის საკმარისი რესურსი არ აქვთ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობენ სხვა მედიებთან.
"ვთანამშრომლობ მედია საშუალებებთან ისეთ ქვეყნებში, საიდანაც აუცილებლად უნდა გვქონდეს ინფორმაცია. ოფიციალური თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის ხმასთან, აშშ-დან ისინი გვაწვდიან პროექტებს და ასევე, როცა ახალი ამბავი ხდება, ჩვენთვისაც მუშაობენ. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ რადიო თავისუფლებასთან და მათი პროექტების გარდა, თუკი რამე გვჭირდება, გვეხმარებიან, ჩვენთვის სპეციალურად სიუჟეტებსაც აკეთებენ. ვსარგებლობთ ფრილანსერების ინსტიტუტითაც და ვახერხებთ, რომ აუცილებელი მასალები გვქონდეს", — ამბობს ჟიჟილაშვილი.
ტელეკომპანია მაესტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ბიურო არ აქვთ არც საქართველოს საზღვრებს გარეთ და არც შიგნით, რეგიონებში. მათ ჯგუფები მხოლოდ თბილისში ჰყავთ და სხვა მასალებს იმედი აწვდის.
რაც შეეხება კავკასიას, აქაც ამბობენ, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ ბიუროები საერთოდ არ აქვთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები