Parasite-ის რეჟისორს მიუზიკლის გადაღება უნდა და თანაც ყველაზე უცნაური იდეით
ფოტო: Gettyimages / Rachel Luna
მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეულმა ფილმმა პარაზიტი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ოსკარების დაჯილდოებასა და კანის კინოფესტივალზე, ყველა ელოდება, თუ რა იქნება ამ შედევრის რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს შემდეგი ფილმი.
სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალ Empire-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "მიუზიკლს სიამოვნებით გადაიღებდა". იმ ოსტატობის შემდეგ, რაც ბონგ ჯუნ ჰომ ფილმში პარაზიტი გვაჩვენა, ნებისმიერ ჟანრში გამოვლენილ მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა გაგვიჭირდება, თუმცა პარაზიტის, ამ ძალიან მძიმე სოციალური თემატიკის მქონე კინოსურათის შემდეგ მის მიერ გადაღებული მიუზიკლის წარმოდგენა, ალბათ, ყველასთვის რთული იქნება.
თუმცა, ამ სამხრეთ კორეელი რეჟისორის შემდეგი განმარტება ყველაფერს ნათელს ჰფენს და სკეპტიკურ ეჭვებს გვიფანტავს:
"ჩემს მიუზიკლში პერსონაჟები სიმღერას რომ დაიწყებდნენ, უცებ გაიფიქრებდნენ: "ღმერთო ჩემო, რა *ლეობაა, ეს უკვე მეტისმეტი გოიმობაა" და მალევე შეწყვეტდნენ სიმღერას. არსებობს ნამდვილად კარგი მიუზიკლები, ისეთი, როგორიცაა Singin' in the Rain, მაგრამ, როცა ასეთ ფილმებს ვუყურებ, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ და ვწითლდები. ასე რომ, ჩემი ფილმი განსხვავებული იქნებოდა".
ბონგ ჯუნ ჰომ მიუზიკლის გადაღება მართლაც რომ დააპიროს, ის ყველაზე უჩვეულო ფილმი იქნება ამ ჟანრში, რაც ოდესმე გვინახავს.
ფოტო: Giphy
თუმცა რეჟისორმა რამდენიმე კვირის წინ იმაზეც ისაუბრა, რომ გასული წლით გამოწვული ემოციებით გადაღლილია და ახალი ფილმის გადაღება, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ვერ შეძლოს.
"ახლა დრო ნამდვილად მაქვს, რომ კინოზე მუშაობას კვლავ დავუბრუნდე, მაგრამ მენტალურად და ფიზიკურად მეტისმეტად გადაღლილი ვარ. ადამიანის სხეულში ვარ გამომწყვდეული", — განაცხადა მან.
მის მიერ გადაღებულ ახალ ფილმს ან მეტიც, მიუზიკლს თუ მალე ვერ ვიხილავთ, ის მაინც ვიცით, რომ ბონგ ჯუნ ჰო HBO-სთან ერთად პარაზიტის სერიალზე მუშაობს, შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, ამ დამაინტრიგებელი პროექტის შედეგებს დაველოდოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები