ნეტფლიქსმა $100 მილიონი გამოყო, რათა უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს დაეხმაროს
ფოტო: JOHN G MABANGLO / SHUTTERSTOCK
მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო უამრავი ფილმისა თუ სერიალის წარმოება შეწყდა, რამაც შესაბამისად მრავალი ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა, ნეტფლიქსმა დააანონსა, რომ 100 მილიონი დოლარი გამოყო, რათა სწორედ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში უშემსოავლოდ დარჩენილ ადამიანებს დაეხმაროს.
დაფინანსების ძირითადი ნაწილი იმ თანაშრომლებს მოხმარდებათ, რომლებიც ნეტფლიქსის პროექტებზე მუშაობდნენ: მათ შორის ისეთი სერიალების გადაღებებზე, როგორებიცაა The Witcher და Stranger Things.
"Covid-19-ის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა მრავალი ინდუსტრია დააზარალა, მათ შორის შემოქმედებითი საზოგადოებაც: თითქმის ყველა კინო და სატელევიზიო წარმოება მთელ მსოფლიოში შეჩერებულია, რამაც ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვა. ამ ადამიანებს შორის არიან ელექტრიკოსები, დურგლები და მძღოლები, რომლებსაც ძირითადად საათობრივი ანაზღაურობა ჰქონდათ და კონკრეტულ პროექტებზე მუშაობდნენ. ეს ადამიანები ნეტფლიქსს გვერდში ედგნენ, როცა კარგი დრო იყო, ახლა კი ნეტფლიქსს უნდა, რომ გვერდში დაუდგეს მათ ამ მძიმე დროს, როცა მთავრობა ჯერ კიდევ იმ გეგმაზე მუშაობს, თუ როგორი ეკონომიკური მოდელით შეძლებს მათ დახმარებას", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ტედ სარანდოსმა.
კომპანიის მიერ გამოყოფილი თანხიდან $15 მილიონი აშშ-ს გარდა იმ ქვეყნებში მყოფი თანამშრომლების ფინანსური დახმარებისთვისაა, სადაც ეს კომპანია ძირითად პროდუქციას აწარმოებს.
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის გამო მარტო აშშ-ში კინო და ტელეინდუსტრიაში დასაქმებულმა 120 000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მთელ მსოფლიოში შეჩერებულია ისეთი მასშტაბური პროექტების გადაღება, როგორებიცაა ავატარის, მატრიცას, იურიული პარკისა და შეუსრულებელი მისიის ახალი ნაწილები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები