თუ სიმართლე არ არის, მე ნოდარ რუხაძეს ბოდიშს მოვუხდიდი — თენგიზ ცერცვაძე დეზინფორმაციის გავრცელებაზე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ იგი ბოდიშს იხდის, თუკი მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტ ნოდარ რუხაძეზე ყალბი ინფორმაცია გააჟღერა. დეზინფორმაციის შესახებ ცერცვაძეს წამყვანმა, თამარ ჩიხლაძემ პირდაპირ ეთერში უამბო.
მანამდე შალვა რამიშვილთან ინტერვიუსას ცერვაძემ განაცხადა, რომ "ფეისბუქზე შემთხვევით ნახა", მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტის ფოტო, და წარწერა შინაარსით: კორონავირუსი კარგია, რადგან თაობათა ცვლას უწყობს ხელს.
"ამ ახალგაზრდამ დაწერა, რომ კორონავირუსი არ არის ცუდი მოვლენა, ის იმისთვის არის შექმნილი, რომ თაობათა ცვლას შეუწყოს ხელი და 70 წელს გადაცილებული ადამიანებისგან გაწმინდოს საზოგადოებაო. მერე რომ გადავხედე კომენტარებს, როგორი კომენტარები და როგორი ნახატები იყო იცით? როგორი შეწუხებული, განრისხებული..." — განაცხადა ცერცვაძემ.
მას საუბრისას არ დაუსახელებია, რომელ აქტივისტს გულისხმობდა, თუმცა მოგვიანებით, ამ განცხადებას ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა ნოდარ რუხაძე, რომელმაც ცერცვაძეს განუმარტა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს და ეს დეზინფორმაცია იყო. სწორედ ეს პოსტი წაუკითხა TV პირველის წამყვანმა ექიმს, რაზეც მან განაცხადა:
"მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნამდვილად წავიკითხე. მისი სახელი და გვარიც ეწერა და ფოტოც იდო. ნამდვილი იყო თუ არა ეს ე.წ ფეიკ ნიუსი, ამაში დარწმუნებული არ ვარ... მე ძალიან დამწყდა გული, არა იმიტომ, რომ მე თვითონ ასაკოვანი ვარ, ჩვენი ქართული ტრადიციები არ გულისხმობს იმას, რომ ასაკოვან ადამიანებს პატივი არ ვცეთ. თუ ეს ფეიკ-ნიუსია, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩები და ამაღლებული განწყობით გავალ აქედან. ის წყენა თუ დისკომფორტი, რაც მას მიადგა, კარგი არ არის, მაგრამ მცირეა იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო. მე სიამოვნებით, თუ ეს ფეიქ-ნიუსი იყო, მას ბოდიშს მოვუხდიდი".
პოსტი, რომელზეც თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა, დეზინფორმაციის გამავრცელებელ ერთ-ერთ ფეისბუქგვერდ სირცხვილის კორიდორზე გავრცელდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აღნიშნული გვერდი დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს აქტივისტების წინააღმდეგ. მსგავსი მესიჯბოქსებით გვერდი თავს ესხმის ოპოზიციის ლიდერებსაც და ხშირად აჟღერებს პროსახელისუფლებო მესიჯებსაც.
გაიგეთ მეტი პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდების დეზინფორმაციულ კამპანიაზე:
- პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერვერდებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის "გაშავებაც" დაიწყეს
- პროსახელისუფლებო და ანტილიბერალური ფეისბუქგვერდები ამჯერად მეუფე პეტრეს წინააღმდეგ გაერთიანდნენ
- როგორ "აშავებენ" სამოქალაქო პროტესტს
- წულუკიანი-ლომჯარიას დებატების შემდეგ პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდები ომბუდსმენის წინააღმდეგ გააქტიურდნენ
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები