რა რეაქცია ჰქონდათ მსოფლიო ლიდერებს ტრამპის ტრიუმფზე
ფოტო: Getty Images
მთელი დღის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებისკენ იყო მიმართული. აი რა რეაქცია ჰქონდათ მსოფლიო ლიდერებს ტრამპის ტრიუმფზე:
რუსეთი
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, ის მზადაა სრულად აღადგინოს ურთიერთობა აშშ-სთან ტრამპის გამარჯვების შემდგომ:
"ჩვენ ვისმენდით წინასაარჩევნო განცხადებებს რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ეს არ არის მარტივი გზა, თუმცა მზად ვართ შევიტანოთ წვლილი და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავაბრუნოთ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა განვითარების სტაბილურ გზაზე. ეს იქნება კარგი როგორც რუსი, ასევე ამერიკელი ხალხისთვის და ექნება პოზიტიური გავლენა ზოგად საერთაშორისო კლიმატზე."
რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინისა და სირიის კონფლიქტების და აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს რუსეთის შესაძლო კიბერ თავდასხმების გამო.
ჩინეთი
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა დონალდ ტრამპს გამარჯვება ტელეგრამით მიულოცა.
უფრო ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთს ახალ მთავრობასთან მუშაობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი ჰქონდა:
"აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის თანაბრად სასარგებლოა. ვაპირებთ, რომ შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ერთობლივად ვიმუშავოთ და თანმიმდევრული, ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ხალხებისა და მსოფლიოსთვის."
ირანი
პრეზიდენტმა, ჰასან როჰანმა განაცხადა, რომ შედეგებს არანაირი გავლენა არ ექნება ირანის პოლიტიკაზე.
ავღანეთი
პრეზიდენტ აშრაფ ღანის თქმით, მისი ქვეყანა და აშშ "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიული პარტნიორები არიან."
"ავღანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ახლო კოოპერაცია ახალ პრეზიდენტთან კიდევ უფრო გააღრმავებს კავშირს ორ სახელმწიფოს შორის." - წერია საპრეზიდენტო სასახლის გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფო
მის მისალოც ტექსტში პრემიერმინისტრმა, ტერესა მეიმ ორ ქვეყანას შორის "განსაკუთრებულ ურთიერთობაზე" გაამახვილა ყურადღება:
"ჩვენ ვართ და დავრჩებით ძლიერ და ახლო პარტნიორებად ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით. მოუთმენლად ველი არჩეულ პრეზიდენტთან მუშაობას, რათა მომავალშიც უზრუნველვყოთ ჩვენი ერების უსაფრთხოება და განვითარება."
საფრანგეთი
პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ ბატონი ტრამპის გამარჯვება "გაურკვევლობის პერიოდს გააჩენს." მისივე თქმით, კიდევ უფრო საჭირო გახდა ევროპის ერთიანობა, მისი ღირებულებების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო გავლენისათვის.
გერმანია
"აშშ ძალიან ძველი და პატივსაცემი დემოკრატიაა" - განაცხადა კანცლერმა, ანგელა მერკელმა.
"გერმანელებს, გარდა ევროპის კავშირისა, უფრო ღრმა ურთიერთობა არავისთან გვაქვს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებთან."
ინდოეთი
პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დატვიტა: "ვაპირებთ მჭიდროდ ვიმუშავოთ თქვენთან ერთად, რომ ინდოეთ-ამერიკის ურთიერთობა ახალ სიმაღლეებზე გადავიყვანოთ."
იაპონია
პრემიერმინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ შეინარჩუნებს ახლო ურთიერთობას ამერიკასა და იაპონიას შორის:
"იაპონია და აშშ ურყევი მოკავშირეები არიან, რომლებსაც საერთო ღირებულებები აკავშირებთ, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობა."
თურქეთი
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, ტრამპის გამარჯვება ახლო აღმოსავლეთს პოზიტიურ ნაბიჯებს და მსოფლიოს მეტ თავისუფლებას მოუტანს:
"იმედი მაქვს, რომ ამერიკელი ხალხის ეს არჩევანი მსოფლიოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებისკენ გადადგმულ სასარგებლო ნაბიჯებს მოუტანს."
პალესტინა
პრეზიდენტმა მაჰმუდ აბბამ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ "მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა დამყარდება".
ისრაელი
ისრაელის პრემიერმინისტრმა ტრამპს "ისრაელის სახელმწიფოს ნამდვილი მეგობარი" უწოდა.
"ვაპირებ, რომ ვიმუშავო მასთან, რომ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში."
ევროკავშირი
ფედერიკა მოგერინიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის კავშირი უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკაში:
"ჩვენ განვაგრძობთ ერთად მუშაობას ევროპის სიძლიერის ხელახლა აღმოჩენისთვის."
ფილიპინები
პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი "აპირებს ითანამშრომლოს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა გააფართოვოს ფილიპინებისა და აშშ-ის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, საერთო სარგებელზე, დემოკრატიული იდეალებისადმი საერთო ვალდებულებებზე და კანონის უზენაესობაზე."
საქართველო
ტრამპს გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიგაშვილმაც.
"მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები