ზამთარი მოდის - ჯორჯ მარტინი ტრამპის შესახებ
ფოტო: Nick Briggs / HBO
უკვე მეორე დღეა მთელი მსოფლიო დონალდ ტრამპის გამარჯვებას განიხილავს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა განცხადებები გააკეთეს ცნობილმა ადამიანებმა ამის შესახებ, ახლა ცნობილი ამერიკელი მწერლების ჯერია.
სტივენ კინგი, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტორია, ტვიტერის გვერდზე შემდეგ განცხადებას აკეთებს :
„უახლოეს მომავალში არანაირი წიგნის რეკომენდაციები, პოლიტიკა ან ძაღლის სახალისო ფოტოები. ვეთიშები ამ ყველაფერს.“ - წერს სტივენ კინგი.
მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ჯუდი ბლუმი, რომელმაც New Yorker-ის სტატია გააზიარა და ზედ წარწერა დაურთო :
„დღეს მეტს არაფერს დავპოსტავ. ეს არის ამერიკული ტრაგედია.“
ჰარი პოტერის მაგიური სამყაროს შემქმნელმა და საკულტო მწერალმა, ჯოანა როულინგმა, რომელიც არ არის ამერიკის მოქალაქე, ამერიკელებს რჩევა მისცა, თუ როგორ უნდა გააგრძელონ წინ სიარული.
„ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ჩვენ დავიცავთ დაუცველებს. ჩვენ ვიწვევთ ფანატიკოსებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სიძულვილის ენა ნორმად იქცეს. ჩვენ ვმართავთ კურსს.“ - წერს როულინგი.
„ბედის ვარსკვლავის ბრალიას“ ავტორმა, Youtube-ერმა და თინეიჯერების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა, ჯონ გრინმა მოვლენების შესაფასებლად ცნობილი ანდაზა გამოიყენა.
„რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ - წერს ჯონ გრინი.
თავისი აზრი გამოთქვა როქსანა გეიმაც, რომელმაც დაწერა, რომ ამერიკელებს მომავალში მეტი ყურადღება მართებთ.
„ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი ქვეყანა უფრო ფართოდ გახელილი თვალებით და არ გვაქვს უფლება, სიძულვილი და შიში ვერ შევამჩნიოთ მომავალში“ - წერს გეი.
თავისი აზრი გამოთქვა მარგარეტ ეტვუდმაც, რომელმაც სხვებთან შედარებით, მეტად ოპტიმისტური განცხადება გააკეთა.
„ძვირფასო ამერიკელებო, გრძელ ვადაში ყველაფერი კარგად იქნება. (რამდენად ხანგრძლივ? ამას ვნახავთ). არ დაგავიწყეთ, უარესი დაბრკოლებებიც გადაგილახავთ.“ - წერს ცნობილი კანადელი მწერალი.
დონალდ ტრამპის პრეზიდეტად არჩევას გამოეხმაურა "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ავტორი ჯორჯ მარტინიც. მწერალმა პირადი ბლოგით საზოგადოებას სინანულით შეახსენა ცნობილი სიტყვები თავისივე წიგნიდან - "ზამთარი მოდის!".
საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მოკლე დროში მარტინმა, რომელიც ჰილარი კლინტონს აქტიურად უჭერდა მხარს, ბლოგი გამოაქვეყნა სათაურით - President Pussygrabber, სადაც წერდა:
"ნამდვილად არ არსებობს სიტყვები, რითიც გადმოვცემ, თუ რას ვგრძნობ ამ დილით.
ამერიკა ამეტყველდა და ნამდვილად მეგონა, რომ ამაზე უკეთესები ვიყავით, თუმცა შევცდი. ტრამპი იყო ყველაზე ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატი, რომელსაც ოდესმე უბრძოლია წამყვანი პარტიიდან პრეზიდენტობისთვის. მოვა იანვარი და ის გახდება ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი და სახიფათოდ არასტაბილური მოთამაშე მსოფლიო არენაზე.
განადგურებულ დემოკრატებს კი, რომლებიც პალატსა და სენატში უმცირესობას წარმოადგენენ, ძალა არ ექნებათ, რომ მას ხელი შეუშალონ.
მომდევნო ოთხ წელიწადში ჩვენი პრობლემები ძალიან, ძალიან გაუარესდება.
ზამთარი მოდის, ხომ გეუბნებოდით." - წერს ჯორჯ მარტინი მწერალი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები