ვინ არის ამერიკის ახალი პირველი ლედი მელანია ტრამპი?
ფოტო: 'Harper's Bazaar
2017 წლის 20 იანვარს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას და აშშ-ს ახალი პირველი ლედი, მელანია ტრამპი ეყოლება.
წარმოშობით სლოვენიელი მელანია კნაუსი იუგოსლავიაში დაიბადა და 16 წლიდან აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში. ის არაერთხელ გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა Vogue, Harper’s Bazaar და Vanity Fair.
მომავალმა მეუღლეებმა ერთმანეთი ნიუ-იორკში, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს, სადაც დონალდ ტრამპი მეგობარ ქალთან ერთად მივიდა. იმის მიუხედავად, რომ წვეულებაზე მარტო არ გამოცხადებულა, დონალდმა მელანიას ნომერი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ მიზნის მისაღწევად ტრამპმა სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა: ბიზნესმენი ცნობილია მოდური გამოცემებისა და სილამაზის კონკურსების მფარველობით. მას საკუთარი სილამაზის კონკურსიც აქვს, მის სამყარო, რითაც საბოლოოდ მელანიას ყურადღებაც მიიპყრო. რამდენიმე თვის შემდეგ მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო.
მელანიას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ჟურნალმა GQ, რომლისთვისაც შიშველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ტრამპი და კნაუსი 2005 წელს დაქორწინდნენ. ქორწილს ჰილარი კლინტონიც ესწრებოდა.
მელანიას ქორწილში დიორის $100 000-იანი კაბა ეცვა.
2006 წელს წყვილს ვაჟი, ბარონ უილიამ ტრამპი შეეძინა, რომელიც დონალდ ტრამპისთვის მეხუთე შვილია. ქორწილის შემდეგ მელანიამ ცხოვრების სტილი შეიცვალა, ისევე, როგორც გვარი.
ის თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდა სხვადასხვა წვეულებებსა და ღონისძიებებზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა მედიაში. 2010 წელს მელანიამ საკუთარი საიუველირეო ბრენდი შექმნა. პირველ ლედის უყვარს ფრენა პირადი თვითმფრინავით, იტაცებს მაღალი მოდა და დასვენება ზღვის სანაპიროზე.
ყოფილი მოდელი ამჟამად აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, 2005 წელს ის აშშ-ის წითელი ჯვრის საზოგადოების კეთილი ნების ელჩი გახდა.
მელანია პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ დონალდის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში თავს ბავშვთა უფლებების დაცვას მიუძღვნიდა. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ბავშვებისა და მოზარდების თანატოლების თავდასხმებისგან დაცვა მისი მოღვაწეობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. მან ასევე დადო პირობა, რომ იბრძოლებს ქალთა უფლებებისთვისაც.
მელანია ტრამპი მშობლიური სლოვენიურის გარდა ხუთ ენაზე საუბრობს. მან იცის სერბული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური და გერმანული.
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკელების კანდიდატის დონალდ ტრამპის ყრილობაზე მელანია ტრამპის სიტყვით გამოსვლას დიდი ხმაური მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მას მიშელ ობამას 2008 წლის სიტყვიდან ფრაზების მოპარვაში ადანაშაულებდა.
მოგვიანებით მისმა "სფიჩრაიტერმა" შეცდომა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ინსპირაციისთვის გამოიყენა იმ ადამიანების შეხედულებები, ვისითაც მელანია აღფრთოვანებული იყო. ამ ადამიანების რიცხვში მიშელ ობამაც მოხვდა.
სულ მალე მელანიას საქმეების მართვა თეთრი სახლიდან მოუწევს. წინა პირველი ლედისგან მას მოსამსახურეების მთელი არმია დახვდება, მათ შორის შეფმზარეული, ფლორისტი, პირადი მდივნები და ა.შ. საინტერესოა, გაართმევს თუ არა ქალბატონი ისეთ რთულ საქმეს თავს, როგორიც ამერიკის პირველი ლედის სტატუსია, მით უმეტეს, ასეთი ღირსეული წინამორბედის შემდეგ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა














კომენტარები