აუდიტორია 115: აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ლეგიტიმური ვერ იქნება
ფოტო: თამარ ღამბაშიძე / On.ge
აუდიტორია 115 თსუ-ში დღეს, 11 მაისს, მიმდინარე არჩევნების შედეგად არჩეული აკადემიური საბჭოს სამომავლო საქმიანობას არალეგიტიმურად მიიჩნევს. მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, სანდრო ტაბატაძის განმარტებით, ვინაიდან აკადემიური საბჭოს არჩევნები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ტარდება და მასში სტუდენტებიდან მხოლოდ საფაკულტეტო საბჭოში წარმოდგენილი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები იღებენ მონაწილეობას, არჩეული საბჭო დროებითი უნდა იყოს:
"მას არ უნდა ჰქონდეს ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება, როგორიცაა რექტორის ან კანცლერის არჩევა, ან რაიმე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობა მანამ, სანამ არჩევის წესი არ შეიცვლება და რიგით სტუდენტებს არ მოგვეცემა უფლება, რომ ჩვენი წარმომადგენელი გვყავდეს. მანამდე რამდენადაც გაფართოებული არ უნდა იყოს საფაკულტეტო საბჭო, მისი გადაწყვეტილება ლეგიტიმური და კანონიერი ვერ იქნება".
აკადემიური საბჭოს არჩევნები თსუ-ში. 11 მაისი, 2016.
ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge
ტაბატაძემ ასევე განმარტა, რომ აუდიტორია 115-მა რამდენიმე დღის წინ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, რომელიც იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას შეეხება, რომელთა თანახმადაც საფაკულტეტო საბჭოსა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, სტუდენტთა შორის თანასწორობის პრინციპს არღვევს.
მისი განმარტებით, სტუდენტური მოძრაობისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ერთობლივად შედგენილი სარჩელი უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 20-ე, 27-ე და 45-ე მუხლებს შეეხება, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ საფაკულტეტო საბჭოში წარმოდგენილ სტუდენტთა შემადგენლობასა და შემდგომში მათი მონაწილეობით აკადემიური საბჭოს არჩევასაც.
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, შალვა საბაურს კი მიაჩნია, რომ მუხლები, რომლებზეც აუდიტორია 115 აპელირებს კონსტიტუციას შეესაბამება, შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განხილვაზეც კი არ მიიღებს ამ სარჩელს:
"მიმაჩნია, რომ ეს მკვდარი სარჩელია".
საბაურმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი სტუდენტურმა მოძრაობამ მხოლოდ და მხოლოდ აკადემიური საბჭოს არჩევნებში სტუდენტური თვითმმართველობის მონაწილეობის შეზღუდვის მიზნით შეიმუშავა.
რაც შეეხება საბაურის პოზიციას დღეს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, ის საარჩევნო უბანზე 13 საათზე მივიდა და თავისი არჩევანი იმ კანდიდატების მხარდასაჭერად გააკეთა, რომლებიც ჰგონია, რომ სხვისი გავლენის ქვეშ არ ექცევიან:
"ის [აკადემიური საბჭოს წევრი] საუნივერსიტეტო ლოგიკით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. მე მგონია, რომ რეგისტრირებულ კანდიდატთა სიაში მოიძებნება ისეთი კანდიდატები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და სწორედ ამ კრიტერიუმით გავაკეთებ არჩევანსაც".
თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნების პირველი ეტაპი დღეს, 11 მაისს, 10 საათზე დაიწყო და 5 საათზე დასრულდა. არჩევნებში 33 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, რომელთაგან საბოლოოდ 14 უნდა აირჩიონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები