რატომ არის იტალიაში ფატალური შემთხვევების ასეთი დიდი რაოდენობა
ფოტო: Alberto Pizzoli / Getty Images
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. ბევრი სვამს კითხვას, რატომ არის იტალიაში ფატალური შემთხვევების ასეთი დიდი რაოდენობა.
აშშ-ს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 10 023 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან მხოლოდ გასულ 24 საათში გარდაიცვალა 889 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 92 472 შემთხვევაა დადასტურებული.
შედარებისთვის, ჩინეთში, პანდემიის ეპიცენტრში, კორონავირუსის 81 997 შემთხვევა გამოვლინდა, საიდან ფატალური შედეგით 3 299 დასრულდა, რაც იტალიის სიკვდილიანობის მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებია.
აშშ-ში, სადაც მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული — 10 5470, ვირუსით დაღუპულთა რიცხვი — 1 700-ია, რაც იტალიასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.
იტალიაში კორონავირუსის პრევენციისთვის სპეციალური ღონისძიებების შემოღებიდან მე-6 კვირას, ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა.
CNN-ის რეპორტიორები, ექსპერტების დახმარებით შეეცადნენ აეხსნათ, რა არის იტალიაში ფატალური შემთხვევების ზრდის მიზეზი.
სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ექსპერტები რამდენი ფაქტორით ხსნიან: ასაკოვანი მოსახლეობით, რომელთაც ვირუსის გადატანა უჭირთ და ტესტირების მეთოდით, რომელიც ინფიცირებულების შესახებ ზუსტ სურათს არ იძლევა.
მილანელი ინფექციონისტი, მასიმო გალი, ამბობს, რომ სინამდვილეში ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევებია. მისი თქმით, ვირუსზე ტესტირება მხოლოდ მძიმე შემთხვევებში ხდება, რაც გარდაცვალების მაჩვენებელს უფრო ამცირებს.
მისივე ინფორმაციით, ტესტირებისთვის მთავარი დაბრკოლება დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობა იყო.
როგორც ექიმი ამბობს, ჩრდილოეთ ლომბარდიაში დღეში საშუალოდ 5000 ადამიანს უღებდნენ სინჯებს, თუმცა ეს საჭიროზე ბევრად მცირე რიცხვია, რადგან ათასობით ადამიანი დიაგნოსტირებას სახლში ელოდება.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში საკმაოდ ძლიერო ჯანდაცვის სისტემაა, განსაკუთრებით ლომბარდიაში, კორონავირუსთან ეს სისტემაც კი უძლური აღმოჩნდა.
ექიმი სხვა ქვეყნების გაფრთხილებისას ამბობს, რომ შეიძლება პაციენტებისთვის საწოლების რაოდენობის გაზრდით "სასწაული მოახდინონ", მაგრამ წამლის ნაკლებობა მთავარი პრობლემაა და ამას ყველა ქვეყანაში იგრძნობენ.
იტალიაში სიკვდილიანობის კიდევ ერთ მიზეზად ქვეყანაში ხანდაზმული მოსახლეობის რიცხვს ასახელებენ, რის მიხედვითაც იტალია იაპონიის შემდეგ მეორე ქვეყანაა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 78 წელია.
თუმცა, პანდემიის წინაშე მდგარი მოხუცებისთვის დამაიმედებელი გახდა 102 წლის იტალიელი ქალი, რომელიც გამოჯანმრთელდა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებებია.
ჩინეთის პროვინცია ვუჰანში, სადაც პანდემიის ეპიცენტრი იყო, 11 მილიონი ადამიანი კარანტინში მოექცა, შეიზღუდა ყველა სახის სატრანსპორტო გადაადგილება. შედეგად კი, 2 თვის თავზე რეგიონში შეზღუდვები თანდათან იხსნება, რადგან ახალი შემთხვევები იშვიათად ფიქსირდება.
იტალიის მთავრობაც ვირუსის პრევენციისთვის ღონისძიებებს მუდმივად ამკაცრებს. შეზღუდვის დარღვევისთვის იტალიელებს ჯარიმის სახით 3 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ. მოსახლეობას გარეთ გასვლა მხოლოდ საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთებზე შეუძლია.
თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ჩინეთისაგან განსხვავებით, იტალიის ზომები არც ისე მკაცრია. თუმცა, მთავრობის მიერ გატარებული ზომები "საუკეთესოა", რისი გატარებაც დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება, განსხვავებით ჩინეთის კომუნისტური სისტემის "დრაკონული" შეზღუდვებისგან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები