"ფაქტობრივი" საყოველთაო კარანტინი და ფატალური შემთხვევები ევროპაში — 30 მარტის შეჯამება
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
28 მარტის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 775 306;
- გარდაცვლილი — 37 083;
- გამოჯანმრთელებული — 164 435.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 103;
- გამოჯანმრთელებული — 20;
- კარანტინის რეჟიმში — 5 114;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 263.
დღის ფაქტი
მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში კარანტინი გამოცხადაა და შეზღუდვები გამკაცრდა. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, "ფაქტობრივი" საყოველთაო კარანტინი 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. შეზღუდვების მიხედვით, ნებისმიერი მოქალაქეს, გადაადგილების ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქებს შიგნით და მუნიციპალიტეტებს შორის სრულად იზღუდება. 31 მარტიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი, რომლის მიხედვით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება.
რა ხდება მსოფლიოში
- იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 812-ით გაიზარდა, ჯამში — 11 591
- ამავდროულად, იტალიაში ბოლო კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების ყველაზე ცოტა რაოდენობა დაფიქსირდა
- საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 418 ადამიანი გარდაიცვალა
- ინდოეთში სასულიერო პირის მიერ იზოლაციის წესების დარღვევის გამო,40000 პირი კარანტინში მოხვდა
- კორონავირუსთან საბრძოლველად ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს
- ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 812 ადამიანი გარდაიცვალა
დღის ფოტო
ინდოეთში 21-დღიანი კარანტინის გამოცხადების შემდეგ ათასობით შრომითი მიგრანტი ნიუ-დელის სადგურზე ტრანსპორტს ელოდება, რომ საკუთარ სოფლებში დაბრუნდეს.
რა ხდება საქართველოში
"ფაქტობივი" საყოველთაო კარანტინის გამოცხადების გარდა, 30 მარტს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა. ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული სამედიცნო სფეროს წარმომადგენელია. ვირუსი დაუდასტურდა ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ მოქალაქეს.
მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო 16 მილიონს გამოჰყოფს შაქრის, მზესუმზირის ზეთისა და მაკარონის პროდუქტების შესაძენად. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა გასცა, რომ ქვეყანაში პროდუქტების მარაგები შეივსოს. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, კი 2-3 დღეში ცალკე დაწესებულება ექნებათ მათთვის, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს წესებს განმეორებით დაარღვევს და საპატიმროში მოხვდება.
საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობამ ცხელი ხაზი — 144 შექმნა, რომელიც მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდის და დაეხმარება.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები საქართველოში:
- 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს აფთიაქისა და მაღაზიის გარდა სახლიდან გასვლა ეკრძალებათ
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქებს შორის და შიგნით გადაადგილება სრულად იკრძალება
- 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა
- 21:00 საათის შემდეგ ვინც მუშაობს, გადაადგილებას სპეციალური საშვებით შეძლებს
- საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის ცხელი ხაზი — 144 შეიქმნება — გახარია
- საყოველთაო კარანტინის პირობებში იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა
- კარანტინის პერიოდში მოქალაქეებმა თან უნდა ატარონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- წულუკიანი: პენიტენციურის 780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს და ტერიტორიას არ დატოვებს.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
საქართველოში კარანტინი გამოცხადდა
დღის ფრაზა:
"ამ კითხვას რამოდენიმეჯერ იმეორებთ, ჩემთვის ესეც პოპულიზმია"
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვები პოპულიზმად მიაჩნია. მისი აზრით, ზოგიერთი პოლიტიკოსი მედიასთან ერთად აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტების შემოსვლის შემდეგ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, რაც სიცრუეა. მან აღნიშნა, რომ ის, რაც მედიაში სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ხდება "ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულირებაა".
დღის კარგი ამბავი
საქართველოში კორონავირუსისგან 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი საავადმყოფოებს უახლოეს მომავალში დატოვებენ.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
ინდოელი პოლიციელი "კორონავირუსის ჩაფხუტით" მოქალაქეებს უხსნის, რომ სახლში დარჩნენ.
ქალაქ ჩენაის ინსპექტორი, რაჯეშ ბაბუ ქუჩაში სპეციალურად დამზადებულ "კორონავირუსის ჩაფხუტს" ატარებს. ჩაფხუტს წითელი ეკლები აქვს მიმაგრებული და COVID-19-ის მიკროსკოპულ გამოსახულებასაა მიმსგავსებული.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
თუ სამედიცინო სფეროს მუშაკი ხართ და თბილისში ცხოვრობთ IT სპეციალისტი გიორგი გიორგაძე სამსახურში დილის 9 საათიდან შუადღის 12 საათამდე უფასოდ წაგიყვანთ. გიორგიმ On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ფორმით სურს მისი პატივისცემა გამოხატოს და ექიმების ყოველდღიურობა შეამსუბუქოს. მისი თქმით, დღევანდელმა რეალობამ ყველას დაანახა, რომ ექიმები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო სფეროს წარმომადგენლები არიან.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- გაბრაზებული იმნაძე, ინფიცირების უცნობი წყარო და 18000 ახალი შემთხვევა აშშ-ში — 28 მარტის შეჯამება
- ვირუსი, როგორც "მწარე წამალი" და დედამიწიდან ფულის ერთეულის "გასაქრობი" საშუალება — 29 მარტის შეჯამება
- 27 მარტი: ბორის ჯონსონის კორონავირუსი და უკან დაბრუნებული ტესტები — 27 მარტის შეჯამება
- 26 მარტი: $5 ტრილიონი ვირუსთან საბრძოლველად და დაჯარიმებული ჰუმანიტარული აქცია
- 25 მარტი: ინფიცირებული პრინცი დიდ ბრიტანეთში და ეკლესიის უცვლელი პოზიცია საქართველოში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში





კომენტარები