თსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნები დასრულდა
ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები 5 საათზე დასრულდა და შესაბამისად ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, ლევან დვალიძის განმარტებით, 4 საათის მონაცემებით 7 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 791 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 666 გამოცხადდა:
"ეს ნიშნავს, რომ პროცენტული მაჩვენებელი 84,1-ია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა".
დვალიძის განმარტებით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მის შედეგებს, მისი ვარაუდით, ის დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი:
"პროცედურების მიხედვით [არჩევნები] გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია".
აკადემიური საბჭოს არჩევნები თსუ-ში. 11 მაისი, 2016.
ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები დღეს, 11 მაისს, 10 საათზე დაიწყო და 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. არჩევნებში 33 კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. დღის ბოლოს კი გაირკვევა იმ 14 პირის ვინაობა, რომლებიც აკადემიურ საბჭოს დააკომპლექტებენ.
როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დარეჯან თვალთვაძემ განმარტა, დღეს გამართული არჩევნები აკადემიური საბჭოს არჩევის პირველი ეტაპია, რადგან მოგვიანებით, როდესაც თსუ-ს პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს სენატი დაამტკიცებს, საბჭოს შემადგენლობა კიდევ გაფართოვდება:
"წესდებაში შევა ცვლილება, რომელზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს და შესაძლებელი გახდება აკადემიურ საბჭოში ახალი წევრების არჩევა, დამატებით ფაკულტეტის წარმომადგენლების, ასევე უნივერსიტეტთან შემოერთებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების. აკადემიური საბჭოს გაფართოებული არჩევნების დასრულება 1 ივნისამდე გვაქვს დაგეგმილი, უფრო კონკრეტულად, როდის ჩატარდება, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც წესდებაში ცვლილებები შევა".
თვალთვაძის თქმით, წესდებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად, აკადემიური საბჭოს საბოლოოდ ან 38, ან 45 წევრით დაკომპლექტდება:
"შესაბამისად, კანონის მიხედვით, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს სენატის შემადგენლობაც".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები