KFC-ის გამოძახება უკვე ექსკლუზიურად ვოლტიდან შეგიძლიათ
ფოტო: KFC / Wolt
ვოლტის აპლიკაციაში KFC-ის გამოჩენას მომხმარებლები დიდხანს ელოდნენ და აი, 23 მარტიდან KFC-ის შეკვეთა ექსკლუზიურად უკვე ვოლტით არის შესაძლებელი.
KFC (Kentucky fried chicken) ამერიკული კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ლეგენდარული ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეპტით. კომბო მენიუები, ქეი ეფ სის ლეგენდარული ბასკეტები, ბურგერები და კიდევ უამრავი არჩევანი KFC-ის მენიუდან გემრიელი საკვების მოყვარულებს ვოლტზე შეუძლიათ აღმოაჩინონ და ამავე დროს ისარგებლონ უკონტაქტო მიტანით.
შეგახსენებთ, რომ Wolt-მა 12 მარტიდან დანერგა უკონტაქტო მიტანის სერვისი და ყველა შეკვეთის მიტანა ავტომატურად უკონტაქტო მიტანის რეჟიმში ხორციელდება. 31 მარტიდან კი Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში არის შესაძლებელი.
კერძების შეკვეთა შესაძლებელია Wolt-ის აპლიკაციის გამოყენებით. შეკვეთის მიწოდების რადიუსი რესტორნის მისამართიდან შემკვეთის მისამართამდე 5 კმ-ს შეადგენს.
"KFC ვოლტის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენი მომხმარებელი დიდი ხანი ელოდა ვოლტის აპლიკაციაში KFC-ის დამატებას, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მომხმარებლები ექსკლუზიურად ვოლტზე შეძლებენ KFC-ის შეკვეთას და ისარგებლებენ საკვების უკონტაქტო მიტანის სერვისით", — განაცხადა ვოლტის გენერალურმა მენეჯერმა, ნატალია ხიზანიშვილმა.
"KFC 2014 წლიდან არის წარმოდგენილი საქართველოში, სამომავლოდ ვგეგმავთ ეტაპობრივ განვითარებას როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 23 მარტიდან KFC ექსკლუზიურად გახდა ვოლტის პარტნიორი. მიგვაჩნია, რომ ეს ორივე კომპანიისთვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრ სიახლესთან ერთად შევეცდებით მომხმარებლისთვის საუკეთესო და გემრიელი სერვისი შევქმნათ", — განაცხადა კომპანია KFC-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ცეცხლაძემ.
Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. დღეს, Wolt-ის სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 21 ქვეყანასა და 70-ზე მეტ ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, ათენი, ვარშავა, თბილისი და ბათუმი.
Wolt-ის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეულ მიდგომაშია — Wolt ცდილობს, ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს მის მახლობლად მდებარე, რაც შეიძლება მეტი რესტორნიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. მოხერხებული აპლიკაცია და გამართული ონლაინ მხარდაჭერა კი ამ პროცესს მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.
საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 400-ზე მეტი რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები