მეუფე დავითი

5 Apr. 2020, 16:10

ვიღაცა ამბობს, ეზიარებით და შეიძლება, ამით საფრთხეს ქმნით — არ დაიჯეროთ! ერთად დგახართ და ეს შეიძლება გადამდები იყოს — არ დაიჯეროთ! გამორიცხული არის, რომ მსახურებაზე რაიმე ცუდი მოხდეს. თუმცაღა, არაფრისაგან არა ვართ დაცული. 

გვეუბნებიან, რომ რაღაცა წესი უნდა დავიცვათ; კი ვამბობთ, რომ წესის დაცვისა მომხრეები ვართ. გვეუბნებიან, რომ რაღაცა თავი უნდა შევიზღუდოთ რაღაცა ზომით; შევიზღუდავთ თავს.

გვეუბნებიან, რომ ტაძარში არ უნდა მიხვიდეთ და ტაძრის გარეთ დადგეთ. აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ წირვა გარეთ, რომ ჩაგვეტარებინა და ტაძრები გამოკეტილი, ცარიელი ყოფილიყო. ასეთ შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის, ლიტანიობისას, როცა ტაძარი ცარიელია.

არც შფოთის საბაბი გვაქვს და არც ჩხუბისა მოსურნენი ვართ. ყველაფერს ზომიერებით გავაკეთებთ.

მაშინ, როცა ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობა მოსახლეობას დისტანციის დაცვას ურჩევს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ერთი კოვზით ზიარება საფრთხისშემცველია, ალავერდერი მიტროპოლიტი მრევლს საწინააღმდეგო რჩევებს აძლევს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…