სხვებზე უკეთ უმკლავდებიან თუ არა ინტროვერტები კარანტინს? — სავარაუდოდ, არა
არიზონას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, მათიას მეჰლის აზრით, "სოციალური დისტანცირების" ნაცვლად ტერმინი, "ფიზიკური დისტანცირება" უნდა გამოვიყენოთ, ვინაიდან სოციალურ ინტერაქციას ასეთ დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც ექსტროვერტებისთვის, ასევე ინტროვერტებისთვისაც.
ფოტო: Jackie Ferrentino
მიუხედავად ინტერნეტში გავრცელებული მიმებისა, რომელთა მიხედვითაც, სოციალური დისტანცირება ინტროვერტების სამოთხეა, სინამდვილეში, ასე მარტივადაც არაა საქმე, ამბობს არიზონას უნივერისტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, მათიას მეჰლი.
დიახ, მართალია, რომ ინტროვერტები უფრო მეტად შეიძლება იყვნენ შეჩვეულები მარტო ყოფნას და ამ დროს თავს კომფორტულადაც გრძნობდნენ, თუმცა მათ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ექსტროვერტების მსგავსად სჭირდებათ ადამიანური ურთიერთობები.
"რა თქმა უნდა, ინტროვერტებს ექსტროვერტებთან შედარებით საშუალოდ უფრო ღარიბი სოციალური ცხოვრება აქვთ", — აღნიშნავს მეჰლი, — "ამ თვალსაზრისით, სოციალური დისტანცირება უფრო მეტ გამოწვევას ექსტროვერტებს უქმნის, რადგან არსებულ მდგომარეობაში მათთვის უფრო რთულია, იმ დოზით ჰქონდეთ სოციალური ურთიერთობები, რა დოზითაც ჩვეულებრივ აქვთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ დღევანდელი სიტუაციით ნაკარნახევი ცხოვრების წესი ინტროვერტებისთვის ჩვეული მდგომარეობაა".
ფოტო: UA
ექსტროვერტები სოციალური ინტერაქციის ვირტუალური გზების პოვნის მხრივ ინტროვერტებზე მოხერხებულები არიან ხოლმე. ამის გამო მეჰლი მიიჩნევს, რომ ისინი, შესაძლოა, უკეთეს პოზიციაშიც კი აღმოჩდნენ, როცა საქმე COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის რჩევების მიყოლაზე მიდგება.
"სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, ექსტროვერსია მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალური თანადგომის დიდი რაოდენობით მიღებასთან. ჩვენ ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ ექსტროვერტებისთვის უფრო მარტივია სხვებისთვის იმის გაგებინება, რომ დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ", — ამბობს მეჰლი, — "ამ თვალსაზრისით, ექსტროვერტები სოციალური დისტანცირების პირობებში უპირატეს მდგომარეობაშიც კი შეიძლება იყვნენ. ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სხვებთან დაკავშირება და დახმარებისა და მხარდაჭერის თხოვნა და ეს, შესაძლოა, უფრო რთული ინტროვერტებისთვის აღმოჩნდეს".
მეჰლის პანდემიამდელმა კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის — იმის განურჩევლად, მიიჩნევენ ადამიანები საკუთარ თავს ინტროვერტებად თუ ექსტროვერტებად. ამასთან, ადამიანების უმეტესობა ამ ორი მდგომარეობისთვის ნიშნეული თვისებების კომბინაციას ფლობს და იშვიათად თუა ვინმე ერთი აშკარა "ტიპი".
ფოტო: Kyung Chyun
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო მეტ საუბარში ერთვებიან ადამიანები, მით უფრო ბედნიერად გრძნობენ ხოლმე თავს", — აღნიშნავს მეჰლი, — "კეთილდღეობის თვალსაზრისით, ინტროვერტები და ექსტროვერტები ერთსა და იმავე სოციალურ საწვავზე მუშაობენ". ის ურთავს, რომ სოციალური კავშირების ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთ სტრესულ დროსაა, როგორშიც ახლა ვართ.
"ჩვენ 11 სექტემბერზე ისეთი კვლევის ჩატარება შევძელით, რომელმაც აჩვენა, რომ სტრესულ დროს სოციალური კავშირების განსაკუთრებული საჭიროება დგება; ჩვენ გვიჩნდება სურვილი, რომ სხვების გარემოცვაში ყოფნისგან მივიღოთ კომფორტი", — ამბობს მეჰლი, — "11 სექტემბერს ამერიკელებს ფიზიკურად შეეძლოთ ამის გაკეთება. ამ პანდემიის დროს კი განსხვავებული სიტუაციაა, თუმცა ურთიერთობის საჭიროება მაინც რეალურია და მისი მიღების შემოქმედებითი გზების პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია".
ჩვენ უნდა დავიცვათ ფიზიკური და არა სოციალური დისტანცია
მეჰლის თქმით, ტერმინი სოციალური დისტანცირება ვერ აღწერს იმას, რაც დღეს საზოგადოებას კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად მოეთხოვება.
"ჩვენ, სამწუხაროდ, გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციისთვის სოციალური დისტანცირება გვეწოდებინა, მაგრამ მოცემულ რეცეპტში აქტიური ინგრედიენტი არის ფიზიკური დისტანცია და არა სოციალური იზოლაცია", — განმარტავს ფსიქოლოგი, — "ვშიშობ, რომ შეფუთვაზე განთავსებულმა ეტიკეტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ მიჰყვებიან ადამიანები ჯანდაცვის სისტემის რჩევებს. დღეისთვის აუცილებელია სოციალური ჩართულობა და ინტერაქციათა ძიება — უბრალოდ, ეს სხვებთან ფიზიკური სიახლოვის გარეშე უნდა მოხდეს".
როდესაც პირისპირ არ შეგვიძლია ურთიერთობა, ისეთი საშუალებები, როგორებიცაა სოციალური მედია, ტექსტური შეტყობინებები და აწ უკვე მოძველებული სატელეფონო ზარებიც კი, მზარდად აუცილებელი ხდება. ამრიგად, ის, თუ რამდენად შეჩვეულნი არიან ადამიანები ამ ტიპის საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას, შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს, ვიდრე ის, ინტროვერტი ხარ თუ ექსტროვერტი.
ფოტო: Alessandra De Cristofaro
მეჰლის თქმით, ადამიანთა შორის ურთიერთობათა ფორმების ცვლილება ახლა მკვლევრებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, დაინახონ, რამდენად განსხვავებულად იქცევიან ინტროვერტები და ექსტროვერტები არა უშუალო ურთიერთობებისას, არამედ ვირტუალური კავშირების დამყარების დროს.
"იმ ცოდნის უმეტესობა, რაც ექსტროვერტებისა და ინტროვერტების შესახებაა დაგროვებული, ემყარება რეალურ სამყაროში გაბმულ პირად ურთიერთობებს", — ამბობს ის, — "ჩვენ ნამდვილად არ ვიცით ბევრი რამ ექსტროვერტებისა და ინტროვერტების ვირტუალური ურთიერთობების შესახებ. ამიტომ ჩემთვის საინტერესო კითხვაა, როგორ იჩენს თავს ხასიათის შტრიხები მაშინ, როდესაც უშუალოდ ვერ ვურთიერთობთ და ერთადერთი ალტერნატივა ვირტუალური კავშირების დამყარებაა".
ეს, ასევე, შესაძლოა იყოს იდეალური შესაძლებლობა სოციალური მედიისთვის, გამოასწოროს ის ცუდი რეპუტაცია, რომელიც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჩამოუყალიბდა, ვარაუდობს მეჰლი.
"უამრავი სტატია და დისკუსია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ წაგვართვა სოციალურმა მედიამ და ტექსტურმა შეტყობინებებმა ადამიანური ურთიერთობები, როგორ გაგვაუცხოვა ერთმანეთისგან და როგორ გვიკრა მარტოობის მორევში თავი", — ამბობს ის, — "არ ვამტკიცებ, რომ ეს სრულიად არასწორია, მაგრამ, გვსურს ეს თუ არა, დღეს ინტერნეტი და სოციალური მედია ურთიერთობათა დამყარების საუკეთესო გზაა. ის ნამდვილად არსებით როლს თამაშობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. თუ ჩვენ სოციალური კავშირების გაბმა გვსურს, უნდა გავმართოთ ვიდეოკონფერენციები და უნდა ვესაუბროთ მეგობრებს სკაიპით ან ტექსტური შეტყობინებებით.
"ასე რომ, ვფიქრობ, ახლა საუკეთესო პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ სოციალური მედიის დანიშნულება გადავაფასოთ. ჩვენ ხანდახან მას ისე ვუყურებთ, როგორც საზოგადოებაზე მოვლენილ წყევლას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ის საზოგადოებისთვის კურთხევაცაა".
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები