ლედი გაგა WHO-ს პანდემიასთან საბრძოლველად $35 მილიონის შეგროვებაში დაეხმარა
ფოტო: Neilson Barnard / Getty Images
პოპვარსკვლავი ლედი გაგა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაეხმარა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდისთვის $35 მილიონი შეეგროვებინა: მომღერალი ცნობილ ქველმოქმედებთან და მსხვილი ბიზნესების მფლობელებთან შუამდგომლობდა, რათა მათ თანხა გაეღოთ.
ეს თანხა მთლიანად სამედიცინო პერსონალის ისეთი აღჭურვილობის დამზადებასა და შეძენას მოხმარდება, როგორებიცაა ნიღბები და ხელთათმანები.
ამავდროულად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ლედი გაგასთან ერთად მუსიკალური ფესტივალი One World Together at Home (მთელი მსოფლიო ერთად სახლში) დააანონსა, რომელიც ონლაინ გადაიცემა სხვადასხვა არხის საშუალებით და მისი მიზანი ამჯერად არა საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხის შეგროვება, არამედ ყველასთვის უსაფრთხოების ზომების დაცვის მოწოდება იქნება.
ფესტივალი 18 აპრილს გაიმართება და მასში ლედი გაგასთან ერთად ისეთი ცნობილი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან ბილი აილიში, ლიზო, პოლ მაკარტნი, ელტონ ჯონი და სხვა.
ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა:
"მართალია, რაღაც დროის განმავლობაში ფიზიკურად ერთმანეთთან დაშორებულები უნდა ვიყოთ, თუმცა ვირტუალურად კვლავ შეგვიძლია მუსიკით ვისიამოვნოთ. ეს კონცერტი საერთო საფრთხის წინაშე ჩვენს ერთიან სოლიდარობას აჩვენებს".
ამის შესახებ ინფორმაცია ლედი გაგამაც გაავრცელა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:
"მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბურად ვიფიქროთ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მხარი დავუჭიროთ, რათა პანდემიის შეჩერება და მომავალი გავრცელების პრევენცია შეძლოს. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივ საქველმოქმედო ინიციატივებსაც დაუჭიროთ მხარი და ყველაზე დაუცველ ადამიანებს დაეხმაროთ", — წერს მომღერალი თავის განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები