Civilization 6: თამაშს ახალი და საინტერესო ფუნქციები ემატება
სტრატეგიული ჟანრის კომპიუტერული თამაში Civilization პირველად 1991 წელს გამოვიდა და გეიმერების გული მალევე დაიპყრო.
კომპანია Fraxis Games და პროდიუსერი და გეიმ-დიზაინერი სიდ მაიერი თითქმის ყოველ წელს უშვებენ განახლებას.
ამჟამად, თამაშის 5 ძირითადი ვერსიაა გამოსული და თითოეულ მათგანს ორი ან სამი დამატება მოჰყვება.
კომპანია თამაშის მეექვსე ძირითად ვერსიაზე მუშაობს. ახალი თამაშის შესახებ, ონლაინ გამოცემა PCGamer-ის ჟურნალისტი ფილ სევიჯი, Civ 6-ის მთავარ გეიმ-დიზაინერს, ედ ბიჩს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს:
ოთხი ქალაქის სტრატეგია მოთამაშეების ხრიკია.
საქმე ისაა, რომ ყოველი ახალი ქალაქის დაარსებისას თქვენ მიერ მართული სახელმწიფოს მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. შესაბამისად, თუ ბევრ ქალაქს დააარსებთ, პროტესტის ტალღა იზრდება და საბოლოოდ სანქციებიც შეიძლება დაგიწესდეთ, რაც თქვენი ცივილიზაციის განვითარებას შეანელებს. ამიტომ მოთამაშეები, როგორც წესი, მაქსიმუმ ოთხ ქალაქს აარსებენ ხოლმე.
"ამ პროექტზე დეველოპერების ის გუნდი მუშაობს, რომელმაც Civilization 5 და მისი ბოლო დამატება Brave New World-ი შექმნა", ამბობს ედი. "მუშაობისას ჩვენ დავინახეთ, რომ მოთამაშეებს რამდენიმე მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი აქვთ. ცივილიზაცია 5-ს თითქმის ყველა ერთნაირად თამაშობს. გეიმერები ოთხი ქალაქის სტრატეგიას ირჩევენ. თამაშში რამდენიმე პოლიტიკური ხეა, რომელთა განვითარების დროსაც ოთხი ქალაქით თამაში გამართლებულია, მაგრამ არსებობს სხვა მიმართულებებიც, რომლებსაც მოთამაშეები არ იყენებენ, არადა ამ შემთხვევებში მეტი ქალაქის დაარსება უფრო გამართლებულია."
დეველოპერებს სურთ, რომ თამაშის ახალ ვერსიაში ასეთი კლიშეები არ არსებობდეს, ამიტომ შიდა პოლიტიკა და სახელმწიფოზე მოქმედი ფაქტორები სხვა დინამიკას შეიძენს.
ქალაქები უბნებად დაიყოფა
თითოეული შენობა შესაბამის უბანში განთავსდება. მაგალითად, უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა, კვლევითი ლაბორატორია, ობსერვატორია და მსგავსი შენობები სამეცნიერო უბანში ჩაიდგმება. რომელი უბანი ქალაქის რომელ ნაწილში აშენდება, ეს მოთამაშის გადასაწყვეტი იქნება. ყველა სფეროს შესაბამისი უბანი ექნება. ქალაქში ინდუსტრიული, სამხედრო, რელიგიური და სხვა სახის ზონების შექმნა შეგეძლებათ:
"შესაძლებელი იქნება 10-12 ტიპის უბნის აშენება", ამბობს ედ ბიჩი. "უბნის განსათავსებლად არსებობს კარგი და ცუდი ადგილები. მაგალითად, მთაზე აშენებული სამეცნიერო ან რელიგიური ზონა დამატებით ბონუსს მოგიტანთ ტექნოლოგიის შესწავლის ან რწმენის განმტკიცების პროცესში."
ტექნოლოგიების კვლევა უფრო აქტიური პროცესი იქნება
თამაშის წინა ვერსიებისგან განსხვავებით, ტექნოლოგიური განვითარება დამოკიდებული აღარ იქნება ცივილიზაციის საერთო სამეცნიერო ქულებზე.
"თუ მშენებლობისა და კონსტრუქციის შესწავლა მოგინდებათ, ქვის სამტეხლო უნდა ააშენოთ. თქვენი მოქალაქეები თან იმუშავებენ და თან ტექნოლოგიას შეისწავლიან", განაცხადა ბიჩმა.
იგივე წესი მოქმედებს სხვა ტექნოლოგიების შესწავლისასაც. მაგალითად, თუ ზღვაოსნობის გამოკვლევა მოგინდებათ, უნდა შექმნათ სათევზაო ნავები, პატარა ზომის საზღვაო ტრანსპორტები და თქვენს მოსახლეობას ასე შეასწავლოთ ახალი ტექნოლოგია.
დიპლომატია გართულდება
მოწინააღმდეგე ხელოვნური ინტელექტს უფრო გამოკვეთილი პერსონალური თვისებები და ისტორიული მისწრაფებები ექნება. მოთამაშეებს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ:
"დააკვირდით სხვა მოთამაშეებს და შეისწავლეთ მოწინააღმდეგის რეაქციები და მისწრაფებები. ეცადეთ გაშიფროთ მათი ჩანაფიქრი და შესაბამისად იმოქმედოთ. გაარკვიეთ რა გააღიზიანებს ან ასიამოვნებს ამა თუ იმ ლიდერს."
თითოეულ მათგანს უნიკალური და სახასიათო თვისებები ექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ქცევების წინასწარ განჭვრეტა ადვილი იქნება. ედ ბიჩის თქმით, განდი, რა თქმა უნდა, ყველასთან შედარებით მშვიდობის მოყვარული იქნება, მაგრამ მას ბნელი მხარეებიც ექნება.
თამაშს სხვა ბევრი ახალი ფუნქციაც დაემატება და უფრო რეალისტური გახდება.
Civilization 6 2016 წლის 21 ოქტომბერს გამოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა




კომენტარები