პანდემიის გამო ქიმიოთერაპიაზე მარტო წასული ცოლი ქმარმა ეზოდან ბანერით გაამხნევა
"დავპირდი, რომ ყოველს წამს მის გვერდით ვიქნებოდი", — ტეხასელი ალბერტ კონერისთვის COVID-19-ით ნაკარნახევ წესებს ხელი არ შეუშლია, გვერდში დასდგომოდა ცოლს, კელის, რომელიც ამ ისედაც მძიმე დღეებში კიბოს ებრძვის.
ფოტო: Kelly Conner
ალბერტ კონერი ცოლისთვის, კელი კონერისთვის განკუთვნილ ექიმთან დანიშნულ ყველა მიღებაზე, გამოკვლევასა თუ ქიმიოთერაპიის კურსზე იმ დღიდან მოყოლებული იმყოფებოდა, რაც ქალს იანვარში მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
მას შემდეგ, რაც სამი შვილის მამამ, კონერმა აღმოაჩინა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს საავადმყოფოში დაწესებული შეზღუდვების გამო ცოლის ქიმიოთერაპიის კურსს ვერ დაესწრებოდა, თავისი მხარდაჭერა განსხვავებული გზით გამოხატა.
44 წლის ალბერტ კონერმა ტეხასში, შუგარ-ლენდის ანდერსონის ონკოლოგიური ცენტრის წინ აღმართა ბანერი, რომელზეც იკითხებოდა: "შენ გვერდით ვერ ვიქნები, თუმცა აქ ვარ. მე შენ მიყვარხარ". ბანერზე ასევე ეწერა "მადლობა", რომელიც საავადმყოფოში მომუშავე პერსონალს ეძღვნებოდა.
კელი ჰალერმა ამის ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: "ვირუსის გამო ქიმიოთერაპიაზე ვიზიტორებს აღარ უშვებენ, მაგრამ ამას ალბერტ კონორი არ შეუჩერებია! მადლობა სიყვარულისა და გვერდში დგომისთვის".
"თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობდი, ამ პროცესის ნაწილი რომ არ ვყოფილიყავი, რადგან მას შევპირდი, ყოველ ნაბიჯზე გვერდით ვეყოლებოდი. იქ არყოფნა კი ამ პირობის გატეხვის ტოლფასი იქნებოდა", — აღნიშნა ალბერტ კონერმა ინტერვიუში, — "მე, უბრალოდ, საბანერე დაფა ვიშოვე და მერე ბავშვებთან ერთად გავაფორმე".
40 წლის კელი კონერი ფიქრობდა, რომ მისი ქმარი ტეხასის ქალაქ მისურიში, სახლში იმყოფებოდა. ქალი საკუთარი მანქანით მარტო მივიდა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ალბერტს უთხრა, რომ დამოუკიდებლადაც გაართმევდა ქიმიოთერაპიას თავს. მოგვიანებით მან ქმრისგან შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ იგი გარეთ, ავტოსადგომზე იმყოფებოდა.
წარწერა ბანერზე: "შენ გვერდით ვერ ვიქნები, თუმცა აქ ვარ. მე შენ მიყვარხარ! მადლობა სამედიცინო პერსონალს!"
ფოტო: Kelly Conner
"როგორც კი შეტყობინება მივიღე, სავარძლიდან წამოვიწიე და ფანჯარაში გავიხედე. ის მართლაც იქ იყო", — იხსენებს კელი, — "მე მაშინვე ცრემლები მომადგა თვალებზე და მისდამი უსაზღვრო სიყვარული ვიგრძენი, ასეთი რამ რომ გააკეთა ჩემთვის. მგონი, გაოცებისგან შევყვირე კიდეც, რადგან ექთანი მომიტრიალდა და მკითხა, რა მჭირდა. რომ დაინახა, ფანჯარას მივშტერებოდი, ჩემს მზერას თვალი გააყოლა და მანაც ტირილი დაიწყო".
ალბერტ კონერი აღნიშნავს, რომ ამ ჟესტის გამო მან ექთნების მხრიდან დიდი ყურადღება დაიმსახურა. მეტიც, რამდენიმე მათგანი ეზოში გავიდა პირადად მადლობის სათქმელად, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში შესაბრუნებლად ხელახალი შემოწმების გავლა მოუწევდათ: "რამდენიმე მათგანმა მითხრა, რომ ჩემნაირი ადამიანების გამო არ კარგავენ მუშაობის ხალისს. ამგვარი ყურადღება კი მეუხერხულა, თუმცა გარკვეულწილად თავი კარგადაც მაგრძნობინა და გული ამიჩუყა".
ალბერტის თქმით, დიდი ზომის ბანერი იმაში დასარწმუნებლად შექმნა, რომ ავტოსადგომის რომელ ნაწილშიც უნდა მდგარიყო, ცოლი ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებდა სიტყვების გარჩევას. იღბლიანი შემთხვევის წყალობით ალბერტმა მანქანა ზუსტად იმ ადგილას გააჩერა, რომლის პირდაპირაც, რამდენიმე სართულით მაღლა კელი კონერი იმყოფებოდა.
კელის ქიმიოთერაპიის სეანსები, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მას ოპერაცია და დასხივების კურსი ჩაუტარდება. ამის მერე იგი ახალ ქიმიოთერაპიულ კურსს ჩაიტარებს, რომელიც უფრო შემტევია და, შესაბამისად, თითოეული სეანსიც გახანგრძლივდება.
კელი კონერი ტეხასის ანდერსონის ონკოლოგიურ ცენტრში ქიმიოთერაპიის კურსს გადის.
ფოტო: Kelly Conner
კონერებმა აღიარეს, რომ თავდაპირველად ისინი კი შეშფოთდნენ, თუმცა მალევე შეეგუენ საავადმყოფოს ახალ წესდებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად მნახველებს დროებით ეკრძალებათ ვიზიტი. "როდესაც ყველაფერს ღრმად უკვირდები და ფიქრს იწყებ ყველა ექთანზე, ექიმსა თუ სხვა პაციენტებზე, ეს გადაწყვეტილება ლოგიკური ხდება", — ამბობს ალბერტ კონერი, — "ამას ვერ შეედავები. უბრალოდ, მხარი უნდა დაუჭირო ექიმების გადაწყვეტილებას".
თუმცა იგი მომავალშიც აპირებს, სხვადასხვა გზა იპოვოს ცოლის მხარდასაჭერად. ალბერტმა ნებაყოფლობით დაკეტა საკუთარი სახელოსნო, რათა ოჯახთან ერთად შინ დარჩენა შეძლოს და საფრთხე არ შეუქმნას იმუნიტეტდაქვეითებულ ცოლს, რომელიც სახლიდან მუშაობს.
ოჯახი იმედოვნებს, რომ როდესაც კელი კონერი ქიმიოთერაპიის კურსს ჩაამთავრებს, ისინი მის გვერდით იქნებიან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე ვერ იქნება, ალბერტ კონერი მაინც იდგება საავადმყოფოს ეზოში.
"ეს კორონავირუსის პანდემია ხალხს შთააგონებს, ახალ კრეატიულ მეთოდებს მიმართონ იმისათვის, რომ ოჯახისადმი სიყვარულისა და მხარდაჭრის გამოხატვა გააგრძელონ", — ამბობს კელი კონერი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები