10 ზღაპარი, რომელსაც არც ისე კეთილი შინაარსი აქვს, როგორც გეგონათ
ძნელი იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, ვისაც ბავშვობაში ზღაპრები არ წაუკითხავს, თუმცა ყველამ არ იცის, რომ მათი თანამედროვე შინაარსი უამრავი ადაპტაციის შედეგია.
თითოეულ ნაწარმოებს ბევრი წინა ვერსია აქვს, რომელთა უმრავლესობა ბედნიერად სულაც არ სრულდება.
1. ურჩხული და მზეთუნახავი
თავდაპირველ ვერსიაში ბელა გაკოტრებული ვაჭრის შვილია. ზღაპარში ვერ ნახავთ გაცოცხლებულ ავეჯსა და ჭურჭელს, სამაგიეროდ, ნახავთ ბელას ბოროტ დებს, რომელთა ჩანაფიქრსაც ურჩხულის სიცოცხლე ეწირება. მიუხედავად ყველაფრისა, სიყვარული ისტორიულ ვერსიაშიც ამარცხებს წყევლას. დისნეის შემსუბუქებული ვარიაციის წყალობით, ეს დროსავით ძველი ბალადა სიყვარულის ყოვლისშემძლეობის მაგალითადაა აღიარებული.
2. კონკია
კონკიას ისტორიის სხვადასხვა ინტერპრეტაცია ბევრ ფილმსა თუ სამეცნიერო ნაშრომში გვხვდება. ძველ ვარიანტებში კონკიას ფეხსაცმელი ციყვის ტყავისგან არის შეკერილი. ძმები გრიმების თანახმად, კონკიას ბოროტმა დებმა პრინცის სიყვარულის მოსაპოვებლად ფეხის თითები დაიჭრეს. პრინცმა მხოლოდ ზეციური მტრედების დახმარებით დაინახა, რომ დებს ტერფებიდან სისხლი სდიოდათ. სხვა დასასრულის მიხედვით კი, მტრედებმა დრიზელასა და ანასტასიას თვალები ამოკორტნეს და ამით დასაჯეს.
3. პრინცესა და ბაყაყი
2009 წლის პრინცესა და ბაყაყის ადაპტაციასთან შედარებით, ძმები გრიმების ორიგინალური ზღაპარი ნაკლებად რომანტიკულია. არსებობს ვერსია, რომელშიც პრინცესა კედელზე ანარცხებს ბაყაყს ზიზღის გამო, სხვა ვერსიაში კი, კოცნის ნაცვლად მოჯადოებულ გმირს პრინცესას საწოლში ეძინება და ამგვარად თავისუფლდება წყევლისგან.
4. ჰანსელი და გრეტელი
ძმები გრიმების ამ ზღაპარში ორცხობილა სახლის, მოლაპარაკე ბატებისა და დამალული განძის გარდა საკმაოდ რთულ სიუჟეტურ ნიუანსებსაც იხილავთ. ბავშვები, რომლებზეც მამამ ცოლის ავი განზრახვის გამო უარი თქვა, მოჯადოებულ სახლში ხვდებიან. ჰანსელი წინა მსხვერპლის ძვალს იყენებს იმისთვის, რომ ჯადოქარი დაარწმუნოს, რამდენად უიმედოა მისი გასუქების მცდელობა. გრეტელი კი კუდიანს ღუმელში წვავს და ამით იხსნის თავს.
5. პატარა ქალთევზა
ფოტო: News Oresund/Flickr
პატარა ქალთევზა ჰანს ქრისტიან ანდერსონის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული გმირია. საბავშვო ადაპტაციაში ქალთევზა ეძებს და პოულობს კიდეც ბედნიერებას. რეალურად კი მთავარ გმირს არჩევანის გაკეთება უწევს, მოკლას პრინცი, რომელიც მის სიყვარულს არ პასუხობს თუ სიცოცხლე დათმოს. საბოლოოდ ის ზღვის ქაფად გადაქცევას ამჯობინებს. ამბობენ, რომ ეს კლასობრივი დაყოფის და თავიდანვე განწირული სიყვარულის ამბავია.
6. ჩექმებიანი კატა
ჩექმებიანი კატა, რომელსაც მხიარულ გმირად ვიცნობთ, რეალურ ვერსიაში ბევრად ცბიერი და სასტიკი არსებაა. მას თავისი ჩახლართული გეგმის დახმარებით პატრონისთვის სიმდიდრე მოაქვს, თვითონ კი სასახლეში ცხოვრების უფლებას მოიპოვებს. მის ქმედებებში გარკვეული მაკიაველისეული დაუნდობლობა იკვეთება. კატა ხელმძღვანელობს პრინციპით, "მიზანი ამართლებს საშუალებას", სადაც მიზანი ბუნდოვანია, საშუალებები კი - მიუღებელი.
7. რაპუნცელი
ამ ზღაპრის რეალური სიუჟეტი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. წყვილი მხოლოდ მას შემდეგ ახერხებს ერთად ყოფნას, რაც კუდიანი ფეხმძიმე რაპუნცელს უდაბნოში დატოვებს, პრინცი კი კოშკიდან ჩამოვარდნის შედეგად დაბრმავდება. ზოგიერთი ვერსიით, პრინცი რაპუნცელზე უარს იტყვის და მას ბავშვთან უდაბნოში მარტოს დატოვებს.
8. წითელქუდა
ფოტო: Bukowskis/Wikicommons
ამბობენ, რომ წითელქუდას ზღაპარი იმისთვის შეიქმნა, რომ ბავშვებს უცნობების მიმართ სიფრთხილე და შიში ჩაუნერგოს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მგელი და ბებია ერთი და იგივე პერსონაა. სხვა ვარიანტის თანახმად, წითელქუდა მგელს ბებიის შეჭმის უფლებას აძლევს, შემდეგ კი ცხოველს კლავს და ბებიის ქონებას ითვისებს. ყველაზე "არასაბავშვო" ვერსიაში კი წითელქუდა მხოლოდ საკუთარი სხეულის მგლისთვის შეთავაზებით გადაურჩება შეჭმას.
9. მძინარე მზეთუნახავი
ამ ზღაპრის ვერსიების უმრავლესობას ბედნიერი დასასრული აქვს, შარლ პერო კი სულ სხვა ისტორიას გვიამბობს: პრინცის დედა გოლიათია, რომელსაც ბავშვების გადაყლაპვა უყვარს. პრინცესა და მისი შვილები ბეწვზე გადაურჩებიან მოხარშვასა და შეჭმას. არსებობს ისეთი ვერსიაც, სადაც პრინცი მძინარე მზეთუნახავის სილამაზით იხიბლება და მას დააფეხმძიმებს. ქალი კი მხოლოდ მას შემდეგ გაიღვიძებს, რაც ბავშვი გაჩნდება.
10. ფიფქია
დისნეის მიერ ადაპტირებული პირველი ზღაპრის ადრეულ ვარიაციაში დეტალურად არის ახსნილი დედოფლის ეჭვიანობის მიზეზები. მეფე იმდენად იყო მოხიბლული თავისი შვილის სილამაზით, რომ საშინელი აზრები აეკვიატა, რის გამოც ფიფქიას სასახლიდან წასვლა მოუწია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა










კომენტარები