ბილ გეიტსი COVID-19-ისგან აშშ-ს სრულად გათავისუფლების სავარაუდო დროს ასახელებს
ფოტო: Nicolas Liponne / NurPhoto / Getty Images
ბილ გეიტსის განცხადებით, ამერიკელები COVID-19-ისგან თავს სრულად დაცულად, სავარაუდოდ, 2021 წლის შემოდგომამდე ვერ იგრძნობენ. ეს პროგნოზი ეფუძნება კორონავირუსის მკურნალობაზე მომუშავე მკვლევრების პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ვაქცინის აღმოჩენასა და შემდეგ მის საყოველთაო გავრცელებას ერთ წელზე მეტი დასჭირდება.
"ვაქცინა კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან მის გარეშე ცხოვრება ნორმალურ რიტმს ვერ დაუბრუნდება", — თქვა მილიარდერმა ფილანტროპმა 7 აპრილის ინტერვიუში, — "შეიძლება, სიტუაციის შემსუბუქების რაღაც საფეხურს მივაღწიოთ, თუმცა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ვაქცინის გარეშე ყოველთვის იქნება დაავადების აფეთქების განმეორების რისკები".
ფიზიკური დისტანცირება COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების კლებაში გვეხმარება. "მიზანია, რაოდენობა იქამდე შემცირდეს, რომ კონტაქტების აღრიცხვა (პროცესი, რომლის დროსაც დაინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანების ახლო მონიტორინგი ხდება) შესაძლებელი გახდეს", — განმარტავს გეიტსი.
გეიტსისთვის ინტერვიუს ჩამომრთმევი, ჯუდი ვუდრაფი ტვიტერზე: "ბილ გეიტსი მსჯელობს კოვიდის ტესტირების შესახებ, რომელიც უფრო მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს და ამატებს, რომ პარალელურად ისევე სწრაფად უნდა შევძლოთ მკურნალობის გზების მოძიება, როგორც ვაქცინის. ის ვარაუდობს, რომ სამკურნალო საშუალებები ხელმისაწვდომი 3-6 თვეში შეიძლება იყოს".
იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორი იქნება ცხოვრება აშშ-ში 6-12 თვის შემდეგ, გეიტსის აზრით, ჩინეთი სამაგლითო მოდელად გამოდგება. "ისინი უკვე აბრუნებენ ადამიანებს სამსახურებში, თუმცა ყველა იყენებს ნიღბებს, იმოწმებს ტემპერატურას. ასევე გაუქმებულია დიდი სპორტული ღონისძიებები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ ეპიდემიის ახალი ტალღა", — ამბობს ის.
ასევე შესაძლებელია, რომ შეკრებები მათში მონაწილე ადამიანების ასაკის მიხედვით დაიშვას. "მაგალითად, ერთ კლასში 30 ახალგაზრდის ყოფნა, შეიძლება, მისაღები გახდეს. დაავადების გავრცელებაში ამ ასაკობრივი ჯგუფის როლს მომდევნო ერთ-ორ თვეში უკეთესად გავიგებთ. შეიძლება, ეს როლი იმდენად უმნიშვნელო აღმოჩნდეს, რომ ახალგაზრდების შეკრებასთან უფრო ლიბერალური წესები დადგინდეს, ვიდრე უფროსი ასაკის ხალხთან მიმართებით", — ამბობს გეიტსი.
ამავდროულად, ის ხაზს უსვამს, რომ შედარებით ფართომასშტაბიანი შეკრებები "საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებამდე შეიძლება არ აღდგეს".
"ნორმალურთან მიახლოებული ცხოვრების დაბრუნების პროგნოზირება სხვა ქვეყნების ქმედებებზე დაკვირვებით შეიძლება", — ამბობს ინტერვიუს დროს ვუდროფი, რაზე საპასუხოდაც გეიტსი განმარტავს, რომ "მაგალითისთვის, შვედეთი არ მიმართავს ადამიანთა იზოლაციის მკაცრ წესებს, შესაბამისად, მათი გამოცდილება სასარგებლო იქნება".
გეიტსი თანამშრომლობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის კვლევით ცენტრთან, რათა სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაიგოს, "რომელი ქვეყნის რა ტიპის პოლიტიკა მუშაობს კარგად".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები