"ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა მშენებლობაზე ნებართვა შენობის დასრულების შემდეგ მიიღო — TI
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა მიქელაძემ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალციხის მერიას კანონდარღვევის შესახებ ორჯერ მიმართეს და უწყებამ მიქელაძეს ნებართვა ამის შემდეგ მისცა, თუმცა ამ დროისთვის ბენზინგასამართი სადგური უკვე აშენებული იყო.
გარდა უნებართვოდ დაწყებული მშენებლობისა, ავტოგასამართი სადგური ფარავს როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, ასევე, მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სხვა ფართს, რომელსაც ყადაღა ადევს.
[მამუკა მიქელაძე] ახალციხეში თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, ბენზინგასამართ სადგურს აშენებს. ამისთვის მან, 2019 წლის 4 ოქტომბერს შპს "ატლანტ ოილი" დააფუძნა. კომპანიის დირექტორი თავადაა, 50% წილს კი ახალციხელ ბიზნესმენ იმედა მუმლაძესთან იყოფს. 30 ოქტომბერს, ახლად დაფუძნებული შპს-ს დირექტორმა ახალციხის მერიას თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ, მისივე საკუთრებაში არსებულ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 35 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვისთვის მიმართა. თუმცა, მშენებლობა მანამდე დაიწყო, ვიდრე ნებართვას მიიღებდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
ორგანიზაციის განცხადებით, დარღვევების შესახებ ახალციხის მერია ინფორმირებულია და ამტკიცებს, რომ საკითხს სწავლობს, თუმცა მათი მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ ამ დრომდე უცნობია.
"გაცემულ სამშენებლო ნებართვაზე ზედამხედველობა მერიას არ განუხორციელებია. საზღვრების დარღვევის შესახებ როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ, ასევე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჩვენგან შეიტყო. სააგენტომ დარღვევა დაადასტურა და რეაგირებისთვის ის ახალციხის მერიას 2020 წლის 18 თებერვლამდე გადაუგზავნა. თუმცა, ამ დრომდე არაა ცნობილი, გატარდა თუ არა შესაბამისი ღონისძიებები ქალაქში ავტოგასამართი სადგურის კანონდარღვევებით მშენებლობაზე", — აღნიშნავენ TI-ში.
ორგანიზაცია მიუთითებს მამუკა მიქელაძის სხვა კანონდარღვევაზეც, რომელზე, მათი ინფორმაციით, შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება იგვიანებს. საუბარია ინტერესთა კონფლიქტზე, როცა მიქელაძე საკრებულოში საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელმძღვანელობდა და საკუთარ თავს მიწის ნაკვეთი დაუკანონა.
"მამუკა მიქელაძეს, ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეობის პარალელურად, 2016 წლის ივლის-აგვისტოში, საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიასაც ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ პერიოდში დაუკანონა მან საკუთარ თავს ახალციხეში, თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 275 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მიქელაძე თავად იყო განმცხადებელიც და რეზოლუციის დამდებიც", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
სწორედ ამის გამო ადევს ყადაღა მიქელაძის მიწის ნაკვეთს, რომელზეც მან მშენებლობა უკანონოდ დაიწყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოში ამბობენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ დაიწყო. ყოფილ მაღალჩინოსან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას ან გაფლანგვას ედავებიან.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მოუწოდებს ახალციხის მერიას შეისწავლოს ავტოგასამართი სადგურის კანონდარღვევით მშენებლობის საკითხები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. გარდა ამისა, ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებას უკანონო მშენებლობის სანაცვლოდ და იმოქმედოს კანონით განსაზღვრული წესებით.
მამუკა მიქელაძე ქალაქ ახალციხის 2014-2017 წლის მოწვევის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები