სუპერმარკეტებიდან პროდუქტების გამოძახება უკვე Wolt-ით შეგიძლიათ
ფოტო: Wolt
Wolt-ის აპლიკაციას სუპერმარკეტები დაემატა და მომხმარებელს ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად სურსათის შეძენაც შეუძლია. ამ ეტაპზე Wolt-ის აპლიკაციით შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები შემდეგი სუპერმარკეტებიდან:
- გუდვილი
- ევროპროდუქტი
- გასტრონომი
- ვეი მარტი
- ანტრეკოტი
- სოფლიდან
- აგრომენი
400-ზე მეტი დასახელების საკვები და პირველადი საჭიროების პროდუქტი Wolt-ზე უკვე ხელმისაწვდომია და ეს რიცხვი მუდმივად გაიზრდება, ისევე როგორც გაიზრდება აპლიკაციაში ჩართული სუპერმარკეტების რაოდენობაც. შესყიდვის პროცესს ონლაინ მხარდაჭერის სერვისი გაგიმარტივებთ, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ შეკითხვაზე მყისიერი პასუხი.
Wolt-მა სუპერმარკეტების სასწრაფო რეჟიმში დამატების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარების საპასუხოდ მიიღო.
"ჩვენ ვგეგმავდით ამ მიმართულების განვითარებას, მაგრამ არა ასე სწრაფად. არსებულ ვითარებაში კი ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მხრიდან მომხმარებლისთვის ამ დამატებითი სერვისის შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ იმ გამონაკლის კომპანიებს მივეკუთვნებით, ვისაც, ერთის მხრივ აქვს ეკონომიკური საქმიანობის უფლება, მეორეს მხრივ კი, მზა ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ერთდროულად მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და შევძლოთ ძალიან სწრაფად მივაწოდოთ არა მხოლოდ საკვები, არამედ სურსათი და პირველადი საჭიროების სხვა პროდუქციაც", — განმარტავს Wolt საქართველოს გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ Wolt-ში შეკვეთის განთავსება დილის 09:00 საათიდან 19:30 საათამდეა შესაძლებელი და ყველა შეკვეთის მიტანა უკონტაქტო მიტანის რეჟიმში ხორციელდება.
Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. დღეს, Wolt-ის სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 22 ქვეყანასა და 75-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ჰიროსიმა, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, თბილისი და ბათუმი.
საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 450-ზე მეტი რესტორნიდან, და, ახლა უკვე სუპერმარკეტებიდან, არის შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
Covid-19-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებას Wolt-მა არაერთი ცვლილებით უპასუხა: მიღებულ იქნა უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები, დაინერგა უკონტაქტო მიტანის სერვისი, გაიზარდა ხელმისაწვდომი რესტორნების რაოდენობა, დაემატა სურსათის მიტანის სერვისი სუპერმარკეტებიდან, და მრავალი სხვა. დეტალური ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რასაც Wolt ახორციელებს Covid-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შეგიძლიათ იხილოთ განახლებად ბლოგპოსტში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები