თხმ: პოლიციამ არჩევნების შემდეგ განაგრძო მოქალაქეების მიმართ დევნა და ძალადობა
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
თეთრი ხმაურის მოძრაობა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, თბილისში აქციას გეგმავს. მათი განცხადებით, ეს ერთადერთი გზაა ქვეყანაში არსებული უსამართლო ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
მოძრაობის განცხადებით, წინასაარჩევნოდ პოლიცია ნაკლებად აქტიურობდა არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით:
"თუმცა, ის არჩევნების დასრულებისთანავე დაუბრუნდა ძველ რეჟიმს და "წარმატებით" განაგრძო საკუთარი მოქალაქეების დევნა, მათი შეურაცხყოფა, ღირსებისა და პატივის შემლახავი პროცედურებით მათზე ძალადობა".
14 ნოემბერს თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი და კლუბის მტკვარზე დამფუძნებელი ქეთა გაბუნია კრიმინალურმა პოლიციამ ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ჩამოსვლისას ქუთაისის საავადმყოფოში ტომოგრაფიის გადასაღებად გადაიყვანა. როგორც თავად ჰყვება, ბერლინიდან ჩამოსვლისას პოლიციამ გაჩხრიკა და მას შემდეგ, რაც ვერაფერი იპოვა, ტომოგრაფიის გადასაღებად გადაიყვანა.
მოძრაობა აქციის გამართვამდე აქტიური რეაგირებისკენ მოუწოდებს მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ ნარკოპოლიტიკის რეფორმას ლობირებდენენ.
თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადება სრულად:
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 14 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველომ რეზონანსული ოპერაცია ჩაატარა ქუთაისის აეროპორტში, სადაც ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე ჩვენი მოძრაობის აქტივისტი - ქეთა გაბუნია და მასთან მყოფი პირები გაჩხრიკეს . აეროპორტში ხანგრძლივი უშედეგო ღონისძიების შემდეგ, მოქალაქეები იძულების წესით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ სხეულში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის მიზნით ჩაუტარდათ ტომოგრაფიული გამოკვლევა, თუმცა გადაყვანილ პირებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდათ.
აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პროცედურა ექვს საათზე მეტხანს გრძელდებოდა, თუმცა მოქალაქეებს არ განემარტათ მათი დაყოვნების და პირადი ჩხრეკის სამართლებრივი საფუძვლები, არ მიეცათ შესაძლებლობა, უარი განეცხადებინათ ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი სამართლებრივთან ერთად, სამედიცინო კუთხითაც პრობლემურ პრაქტიკას შეიძლება წარმოადგენდეს. სამართალდამცავთა ქმედების ერთადერთი საფუძველი იყო ოპერატიული ინფორმაცია, რაც ცალსახად არასაკმარისია ადამიანის პირად სივრცეში ამ ხარისხითა და ინტენსივობით ჩარევისთვის.
განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთადერთი განმარტება იყო ის, რომ ქუთაისში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა ჩხრეკა და ისინი არ დაუკავებიათ. ცხადია, საქართველოს მოქალაქეების უფლებებში ასეთი მასშტაბით ჩარევისთვის მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის არსებობით დასაბუთება ცალსახად მიუღებელი და არასწორია. აგრეთვე გაუგებარია, რის საფუძველზე ჰქონდათ მოქალაქეებს თავისუფლება შეზღუდული ხანგრძლივი პერიოდით, თუკი ისინი არ დაუკავებიათ. ბუნდოვანია, რატომ მოხდა ეს პროცედურები გადაუდებელი აუცილებლობით, მაშინ როცა სამართალდამცავები განხორციელებული ოპერაციისთვის საფუძვლიანად იყვნენ მომზადებულები და სავარაუდოდ, მანამდე შეეძლოთ სასამართლოს ნებართვაც მოეპოვებინათ ჩხრეკის ჩასატარებლად.
გარდა ამისა, გვიან ღამით, ქალაქ თბილისში, თეთრი ხმაურის მოძრაობის შეხვედრაზე მიმავალი კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი კიკონიშვილი, პატრულის თანამშრომლებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და მას ზედაპირული დათვალიერება ჩაუტარეს, თუმცა სამართლებრივი საფუძვლები არც ამ ღონისძიებას ახლდა.
ზემოაღნიშნულ მოვლენათა ფაქტობრივ-პროცედურული საკითხების შესწავლისა და შესაძლო სამართლებრივი რეაგირების გარდა, მნიშვნელოვანია გაკეთდეს მომხდარის შეფასება არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის კონტექსტში.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიცია ნაკლებად აქტიურობდა ამ მიმართულებით, თუმცა, არჩევნების დასრულებისთანავე დაუბრუნდა ძველ რეჟიმს და “წარმატებით” განაგრძო საკუთარი მოქალაქეების დევნა, მათი შეურაცხყოფა, ღირსებისა და პატივის შემლახავი პროცედურებით მათზე ძალადობა.
განვითარებული მოვლენები, ამ ძალადობის ნაწილია და ცალსახად შეიცავს დაგეგმილი, მიზანმიმართული ქმედების ნიშნებს, რომლის ინტერესიც ცვლილებებზე ორიენტირებული მოძრაობის დისკრედიტაცია და მის მრავალრიცხოვან მხარდამჭერთა დაშინება გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ პოლიციის მოქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წინასაარჩევნო სულისკვეთებასა და დაპირებას რომ ახალი პარლამენტის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით სწრაფადვე დაიწყებოდა არსებული მანკიერი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე აქტიური მუშაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამგვარი ქმედებებით, ან თავად მისივე მმართველი პარტიის რეფორმისტულ განზრახვებს ეწინააღმდეგება, ან მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკური სუბიექტების დაპირებები მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო ხასიათს ატარებდა.
სამწუხაროდ ორივე მოცემულობა ამ ქვეყნის მოქალაქეებს არასახარბიელო მდგომარეობაში გვაგდებს და კვლავინდებურად დაუცველს გვტოვებს პოლიციის მომატებული აგრესიისა და უხეში ძალის წინაშე. ამ აგრესიისგან თავის დასაცავ ერთადერთ საშუალებად კი მხოლოდ მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი და სამოქალაქო კონსოლიდაცია გვრჩება, ამიტომ თეთრი ხმაურის მოძრაობა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავს, სადაც საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ არ დავუშვებთ ქვეყანაში აქამდე არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შენარჩუნებას.
10 დეკემბრამდე აქტიური რეაგირებისკენ მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, პოლიტიკოსებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ ნარკოპოლიტიკის რეფორმას ლობირებდენენ. ველით მათგან გამოხმაურებას და ვითხოვთ პასუხსა და პოლიტიკურ შეფასებას როგორც 14 ნოემბერს მოძრაობის წევრებზე განხორციელებული უსაფუძვლო დევნის ინციდენტებზე, ასევე არჩევნების შემდგომ ქვეყანაში გახშირებულ დაკავებებზე. სწორედ მათ ადეკვატურობაზე იქნება დამოკიდებული 10 დეკემბრის აქციის ფორმა და შინაარსი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები