ქალი, რომელმაც პირველი კორონავირუსი აღმოაჩინა
ქალი, რომელმაც ადამიანის ორგანიზმში გავრცელებული პირველი კორონავირუსი აღმოაჩინა, შოტლანდიელი ავტობუსის მძღოლის შვილი იყო, რომელმაც სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა.
ჯუნ ალმეიდა პირველი იყო, ვინც კორონავირუსის აღბეჭდვა შეძლო. გასაკვირი არაა, რომ დღევანდელი პანდემიის პირობებში მისი ნაშრომი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხელახლა მოექცა.
Covid-19 ახალი დაავადება კია, მაგრამ ის იმ ვირუსის ტიპით არის გამოწვეული, რომელიც დოქტორმა ალმეიდამ 1964 წელს ლონდონში, წმინდა თომას საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოავლინა.
ვირუსოლოგი ჯუნ ჰარტი 1930 წელს დაიბადა გლაზგოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. მან არასრული დაწყებითი განათლება მიიღო, თუმცა გლაზგოს სამეფო ლაზარეთში ჰისტოპათოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტად მუშაობის დაწყება მაინც შეძლო. მოგვიანებით იგი კარიერის გასაგრძელებლად ლონდონში გადავიდა და 1954 წელს ვენესუელელ ხელოვანზე, ენრიკე ალმეიდაზე დაქორწინდა.
გაციების კვლევა
ამის შემდეგ წყვილი შვილთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. სამედიცინო სფეროზე მომუშავე მწერლის, ჯორჯ უინთერის თანახმად, ალმეიდამ სწორედ ონტარიოს ონკოლოგიურ ინსტიტუტში განივითარა ელექტრონულ მიკროსკოპთან მუშაობის განსაკუთრებული უნარები. კერძოდ, მან შეიმუშავა ვირუსების უკეთ ვიზუალიზაციის მეთოდი, რომლის დროსაც ანტისხეულების გამოყენებით ვირუსთა დაჯგუფებაა შესაძლებელი.
უინთერისვე თქმით, ჯუნ ალმეიდას ნიჭი გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო წრეებში მალევე აღიარეს და 1964 წელს დაითანხმეს, რომ სამუშაოდ კვლავ ლონდონში, წმინდა თომას საავადმყოფოს სამედიცინო სკოლაში დაბრუნებულიყო. ეს სწორედ ის სამკურნალო დაწესებულებაა, სადაც COVID-19-ით ინფიცირებული პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მკურნალობდა.
ჯუნ ალმეიდა თავისი ელექტრონული მიკროსკოპით. ტორონტო, ონტარიოს ონკოლოგიური ინსტიტუტი, 1963 წელი.
ფოტო: Getty Images
დაბრუნებისთანავე დოქტორმა ალმეიდამ თანამშრომლობა დაიწყო დოქტორ დევიდ თაირელთან, რომელიც უილტშირის საგრაფოს ქალაქ სოლსბერიში გაციებასთან დაკავშირებულ კვლევას ხელმძღვანელობდა.
თაირელი თავის გუნდთან ერთად მოხალისეების ცხვირის ღრუდან აღებულ სინჯებს სწავლობდა, როცა აღმოაჩინა, რომ გაციების გამომწვევი ზოგიერთი ვირუსის ხელოვნურად გამრავლება კი ხერხდებოდა, თუმცა — არა ყველასი.
განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სინჯმა, რომელიც B814-ის სახელით გახდა ცნობილი და ერთ-ერთი ბრიტანელი მოსწავლის ცხვირის ღრუდან 1960 წელს იყო აღებული. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ვირუსთან კონტაქტისას მოხალისეებს გაციების სიმპტომები უვითარდებოდათ, მაგრამ მისი უჯრედულ კულტურაში ხელოვნურად გაზრდა მათ ვერ შეძლეს.
თუმცა მოხალისეებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ეს ვირუსი ორგანულ კულტურებში მრავლდებოდა და დოქტორ თაირელს დააინტერესა, თუ მოხერხდებოდა ელექტრონული მიკროსკოპით მისი დანახვა. ნიმუშები გუნდმა ჯუნ ალმეიდას გაუგზავნა, რომელმაც სინჯებში ვირუსის ნაწილაკები გაარჩია და დანახული გრიპისმაგვარ თუმცა მაინც განსხვავებულ ვირუსად დაახასიათა.
შედეგად, მან ამოიცნო ის, რაც მოგვიანებით ადამიანებში გავრცელებული პირველი კორონავირუსის სახელით გახდა ცნობილი.
უინთერი აღნიშნავს, რომ ალმეიდას მსგავსი ნაწილაკები მანამდეც ენახა — კერძოდ კი, თაგვის ჰეპატიტსა და ქათმების ინფექციურ ბრონქიტზე სამედიცინო დაკვირვებებისას.
თავდაპირველად სამედიცინო ჟურნალისთვის განკუთვნილი მისი ნაშრომი დაიწუნეს, რადგან სტატიის შემფასებელ მეცნიერთა აზრით, ალმეიდას მიერ დამზადებული ფოტოები მხოლოდ და მხოლოდ გრიპის ვირუსის ნაწილაკების უხარისხო გამოსახულებები იყო.
ნიმუშ B814-თან დაკავშირებული ახალი აღმოჩენის შესახებ 1965 წელს ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში დაიწერა, ხოლო ალმეიდას მიერ პირველად გადაღებული ფოტოები მხოლოდ ორი წლის შემდეგ, ვირუსოლოგიის ჟურნალში, The Journal of General Virology, გამოქვეყნდა.
კორონავირუსები იმ ვირუსთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთაც თუკი ელექტრონული მიკროსკოპით დავაკვირდებით, გარსზე გვირგვინისმაგვარი ფორმა აქვთ შემოვლებული.
ფოტო: Getty Images
თუკი უინთერს დავუჯერებთ, სწორედ თაირელი და ალმეიდა იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც წმინდა თომას საავადმყოფოს ხელმძღვანელთან, პროფესორ ტონი უოთერსონთან ერთად, ვირუსს სახელად კორონავირუსი შეარქვეს მისთვის დამახასიათებელი გვირგვინისმაგვარი ფორმის გამო.
მოგვიანებით ალმეიდამ სამედიცინო ასპირანტურის სკოლაში განაგრძო მუშაობა, სადაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მან თავისი კარიერა უელქამის ინსტიტუტში დაასრულა, სადაც ვირუსთა აღბეჭვდის სფეროში რამდენიმე პატენტი მოიპოვა.
ინსტიტუტის დატოვების შემდეგ დოქტორი ალმეიდა იოგას ინსტრუქტორი გახდა, თუმცა 1980-იანი წლების ბოლოს ის ვირუსოლოგიის დარგს კონსულტანტის როლში დაუბრუნდა და მონაწილეობა მიიღო შიდსის ვირუსისთვის ფოტოების განახალებული ტექნოლოგიით გადაღებაში.
ჯუნ ალმეიდა 2007 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ახლა, გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ, მან, როგორც იქნა, მოიპოვა დამსახურებული აღიარება, რადგან სწორედ მისი ნაშრომების დახმარებით დაჩქარდა იმ ვირუსის გამოკვლევის პროცესი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოსაა მოდებული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები