თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, საფონდო ბირჟაზე 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
ფოტო: TBC
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თიბისი ლიზინგმა საჯარო ემისიის სახით 58.4 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ეს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ლარში დენომინირებული ყველაზე დიდი საჯარო ემისიაა, რომელიც საქართველოში აქამდე განხორციელებულა.
ობლიგაციებში ინვესტირება ქართულმა კომერციულმა ბანკებმა განახორციელეს, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ. ობლიგაციების საერთო ღირებულება ამ ეტაპისათვის 58.4 მილიონი ლარია, თუმცა მომავალში მისი 70 მილიონ ლარამდე გაზრდაა დაგეგმილი.
მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ლიზინგმა მოახერხა არსებული ვალდებულებების გახანგრძლივება 18 თვიდან 36 თვემდე. ფასიანი ქაღალდის პროცენტი ცვლადია და შეადგენს თბილისის ბანკთაშორის 3-თვიან განაკვეთს დამატებული 3.25%.
ემისია იმითაც არის გამორჩეული, რომ ობლიგაციები უზრუნველყოფილია თიბისი ლიზინგის პორტფელით და ამ მხრივ ინვესტორი უფრო დაცულია, ვიდრე არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. ინვესტიციის განხორციელება ლიკვიდურ ფასიან ქაღალდში ინვესტორებს მოქნილობას ანიჭებს და მათ საკუთარი პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს.
"თიბისი კაპიტალის მიერ თიბისი ლიზინგის ბონდების გამოშვება მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა რამდენიმე მიზეზის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოში არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული ყველაზე დიდი ემისია. ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ ემიტენტის სესხების ობლიგაციებში გადატანით ლარის დამატებითი რესურსი მოიზიდონ ეროვნული ბანკიდან. ასევე, ეს არის უზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, რაც ბაზარზე ხშირად არ ხდება. ობლიგაციები უზრუნველყოფილია სალიზინგო პორტფელით, რაც ინვესტორების საკრედიტო რისკს დამატებით ამცირებს. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალსა და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის განვითარების საქმეში", — განაცხადა მერი ჩაჩანიძემ, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა.
"მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის ფასიანი ქაღალდი თიბისი კაპიტალის მეშვეობით წარმატებით განთავსდა საფონდო ბირჟაზე. თიბისი ლიზინგი აღნიშნული ობლიგაციებიდან მიღებულ რესურსს მოკლევადიანი სესხების რეფინანსირებისთვის მიმართავს და ასევე, გაზრდის ლარში მოზიდული რესურსების საერთო მოცულობას, რაც დღეს განსაკუთრებით პრობლემურია ადგილობრივ ბაზარზე. ამასთანავე, თიბისი ლიზინგის მხრიდან განაცხადი საჯარო შეთავაზებაზე იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანია ინვესტორებისთვის უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ხდება. ეს არის 3 წლიანი უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდი, სადაც ინვესტორი უფრო დაცულია", — განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა.
თიბისი ლიზინგის მიერ ობლიგაციების გამოსყიდვა განთავსებიდან 3 წელიწადში — 2023 წლის მარტში მოხდება. კომპანიას ობლიგაციების ვადაზე ადრე გამოსყიდვის უფლება გამოშვებიდან 1 წლის შემდეგ აქვს.
ეროვნულმა ბანკმა ემისიის პროსპექტი ფასიანი ქაღალდების გამოშვების თაობაზე 17 მარტს დაამტკიცა, ხოლო განთავსება 20 მარტს განხორციელდა. ტრანზაქცია საქართველოში კოვიდ-19-ის ადრეული გავრცელების პარალელურად დაიხურა, რაც ინვესტორებისა და ეროვნული ბანკის მიერ ოპერატიულად შესრულებული სამუშაოს შედეგია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები